პედიმენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრის მთები (აშშ), რომლის აღნაგობაშია მთისპირა ვაკე-პედიმენტები

პედიმენტი (ინგლ. pediment – საფუძველი, < ლათ. pes, ნათ. ბრ. pedis – ფეხი, მთისძირი) — მთისპირა დახრილი ვაკე, რომელიც გამომუშავებულია მკვიდრ ქანებში და დაფარულია ფხვიერი ნალექების თხელი ფენით. პედიმენტი წარმოიქმნება უმთავრესად არიდული და ნახევრად არიდული ჰავის პირობებში წარეცხვის შედეგად ციცაბო ფერდობების პარარელული უკანდახევის დროს. იგი სუსტად არის დახრილი, ნაგებია ფუნდამენტური ქანებით, რომლებიც ზედაპირზე დაფარულია სუსტი სიმძლავრის მქონე ფხვიერი ფენების დანალექებით.

დამახასიათებელია მთიან-ფიქლოვანი რელიეფისათვის. წარმოადგენს პოლიგენეტური ტიპის მთისპირა დახრილ ვაკეს, რომელსაც ხშირად საფეხურებისებრი პროფილი გააჩნია.

1877 წელს ამერიკელი გეოლოგი გროვ კარლ ჯილბერტი დაკვირვებებს ატარებდა პედიმენტებზე ჰენრის მთებში (იუტა). მან ისინი აღწერა როგორც ბორცვიან დახრილი ვაკე. შემდგომში ფერდობთა ფორმირებათა და მოსწორების ზედაპირთა წარმოქმნამ განაპირობა პედიმენტთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებების წარმოშობა. პედიმენტის წარმოშობაში მნიშვნელოვან დასკვნებს აკეთებდნენ ცნობილი გეოლოგ-გეომორფოლოგები ალბრეხტ პენკი, ვალტერ პენკი, უილიამ მორის დეივისი.

პედიმენტი წარმოიქმნის შესახებ სხვადასხვა შეხედულებები არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ პედიმენტი მშრალი კლიმატის პირობებში ინტენსიური გამოფიტვის შედეგია; ზოგი კი მის წარმოქმნას მდინარეთა გვერდით ეროზიას უკავშირებს (რომლებიც მთებიდან ჩამოედინებიან); ზოგსაც კი მიაჩნია, რომ პედიმენტი აზიდული ვაკეა, რომელიც ზედაპირზე მოკლებულია ფხვიერ დანალექებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Геологический словарь, т2, М-Я., М. 1955.