უილისტონის ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
უილისტონი (ინგლ. Williston Lake) — წყალსაცავი (ტბა) ბრიტანეთის კოლუმბიის ჩრდილოეთით, კანადაში. უილისტონი იკავებს მდინარე პის-რივერის აუზს და მდებარეობს ზღვის დონიდან 671 მ სიმაღლეზე. ფართობი 1761 კმ², მოცულობა 74 კმ³. სიგრძე 251 კმ, სიგანე 155 კმ.
საშუალო სიღრმე 43,3 მ, უდიდესი სიღრმე 166 მ.
უილისტონი წარმოქმნის სამ ყურეს: მდინარე პის-რივერის ყოფილ კანიონში და მდინარეების ფინლისა და პარსნიპის ხეობებში. უილისტონი ბრიტანეთის კოლუმბიის უდიდესი წყალსაცავია. იგი იკვებება მრავალი დიდი და პატარა მდინარით.
უილისტონის ტბა შეიქმნა 1968 წელს, როდესაც პის-რივერზე მწყობრში ჩადგა ბენეტის კაშხალი. სანაპიროებზე შექმნილია რამდენიმე პროვინციული პარკი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- BC Hydro. Williston Reservoir
- BC Hydro. Peace-Williston Fish and Wildlife Compensation Program