ლაჯანურის წყალსაცავი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაჯანურის წყალსაცავი
კოორდინატები:

42°36′01″ ჩ. გ. 42°50′27″ ა. გ. / 

მდებარეობა ცაგერის მუნიციპალიტეტი
სიგრძე 3,2 კმ
სიგანე კმ
ფართობი 1,6 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 70 
საშუალო სიღრმე 30 

ლაჯანურის წყალსაცავი მდებარეობა საქართველო

Blue pog.svg
ლაჯანურის წყალსაცავი

ლაჯანურის წყალსაცავი — საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე 0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ. მ³. ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანური, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე, აგრეთვე მდინარე ცხენისწყლიდან არხით გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა. წყლით უზრუნველყოფს ლაჯანურჰესს.

ლაჯანურის წყალსაცავის ქვაბულის ქვედა ნაწილი აგებულია ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით, ზედა — ქვიშაქვებით, მერგელოვანი თიხაფიქლებითა და კონგლომერატებით. კალთები მეწყრებიანი აქვს. ნაპირების ტალღისმიერი გადამუშავება უმნიშვნელოა. წყალსაცავის მოლამვა ძირითადად ხდება შენაკადების მიერ შემოტანილი მყარი ჩამონადენის ხარჯზე. კაშხალთან ფსკერული ნატანის სისქე 10 მ აღემატება.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები