ბულგარეთის სამთავრო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბულგარეთის სამთავრო
Княжество България

Ottoman flag.svg







18781908 Flag of Bulgaria.svg





Flag of Bulgaria.svg Coat of arms of Bulgaria (1881-1927).svg
ბულგარეთის დროშა ბულგარეთის გერბი
ჰიმნი
"შუმი მარიცა"
ბულგ. Шуми Марица
Principality of Bulgaria (1890).svg
მუქი მწვანე ფერით ბულგარეთი. ღია მწვანე - აღმოსავლეთი რუმელია, 1885 წლიდან სამთავროსთან პირად კავშირში.
დედაქალაქი ველიკო-ტირნოვო (1878–1879)
სოფია (1879–1908)
ენა ბულგარული
რელიგია მართლმადიდებლობა
ფულის ერთეული ბულგარული ლევი
ფართობი 1880 წელს 63,752 კმ²
1908 წელს 95,223 კმ²
მოსახლეობა 1880 წელს დაახლოებით 2,000,000
1908 წელს დაახლოებით 4,000,000.
მმართველობის ფორმა სამთავრო
დინასტია ბატენბერგთა და საქსონ-კობურგ-გოთთა
კნიაზი
 - 1879–1886 ალექსანდრ ბატენბერგი
 - 1887–1908 ფერდინანდ I
ისტორია
 - სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება 3 მარტი 1878
 - ბერლინის ხელშეკრულება 13 ივლისი 1878
 - კონსტიტუციის მიღება 28 აპრილი 1879
 - ბულგარეთის გაერთიანება 6 სექტემბერი 1885
 - დამოუკიდებლობის გამოცხადება 5 ოქტომბერი 1908

ბულგარეთის სამთავრო (ბულგ. Княжество България) — ოსმალეთის იმპერიის დე-ფაქტო დამოუკიდებელი ვასალური სამთავრო, რომელიც 1878 წელს ბერლინის ხელშეკრულებით შეიქმნა.

რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ 1878 წლის 3 მარტს მხარეებმა ხელი მოაწერეს სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებას. ამ ხელსეკრულებით უნდა შექმნილიყო ბულგარეთის გაცილებით დიდი ვასალური სახელმწიფო, რომლის საზღვრებშიც ექცეოდნენ ბალკანეთის ყველა ეთნიკურად ბულგარელები. სახელმწიფოს უნდა მოეცვა: მეზია, თრაკია და მაკედონიის ისტორიული რეგიონი. ის იქნებოდა გადაჭიმული შავი ზღვიდან ეგეოსის ზღვამდე. გაერთიანებული სამეფო და ავსტრია-უნგრეთის იმპერია ბალკანეთში რუსეთზე დამოკიდებული ამხელა სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგ წავიდნენ. მათ სანაცვლოდ იმავე წელს ბერლინის კონგრესზე ხელი ბერლინის ხელშეკრულებას მოაწერეს, რომელმაც სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება ჩაანაცვლა. შედეგად შეიქმნა ბულგარეთის შედარებით მცირე სამთავრო.

ბულგარეთის სამთავრო ქონდა საკუთარი კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი და საგარეო პოლიტიკა. 1885 წელს ბულგარეთმა აღმოსავლეთ რუმელიას დე-ფაქტო ანექსია მოახდინა, რაც ოსმალეთის იმპერიამ ტოპხანის ხელშეკრულებით აღიარა. 1908 წლის 5 ოქტომბერს ბულგარეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა ბულგარეთის სამეფო.

ბულგარეთის პრინცები[რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაბადება გარდაცვალება დასაწყისი დასასრული
Alexander-von-Battemberg.jpg ალექსანდრ ბატენბერგი 5 აპრილი 1857 23 ოქტომბერი 1893 29 აპრილი 1879 7 სექტემბერი 1885
Ferdinand of Bulgaria 2.jpg ფერდინანდ I 26 თებერვალი 1861 10 სექტემბერი 1948 29 აპრილი 1887 5 ოქტომბერი 1908

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]