თურქეთის პრეზიდენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı

თურქეთის პრეზიდენტის დროშა

თურქეთის პრეზიდენტის გერბი
მიმართვის სტილი მისი აღმატებულება
რეზიდენცია თურქეთის პრეზიდენტის სასახლე, ანკარა, თურქეთის დროშა თურქეთი
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი, ზედიზედ ორი ვადით
დაარსდა 29 ოქტომბერი 1923
პირველი თანამდებობაზე ქემალ ათათურქი
საიტი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
თურქეთი
თურქეთის დროშა

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
თურქეთის პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტი (თურქ. Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı) — თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტი დიდწილად საზეიმო ხასიათის ფუნქციებს ატარებს, მაგრამ აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციაც. ამ რანგში, პრეზიდენტი წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკას და თურქი ერის ერთიანობას, ისევე, როგორც უზრუნველყოფს თურქეთის კონსტიტუციის დაცვას, ასევე სახელმწიფო ორგანოების ორგანიზებულად და ჰარმონიულად ფუნქციონირებას. კონსტიტუციის 101-დან 106-მდე სტატიებში დადგენილი ყველა მოთხოვნა პრეზიდენტისადმი, საარჩევნო საკითხებში, ასევე მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. თურქეთის პრეზიდენტის პოსტი შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებსთან ერთად 1923 წლის 29 ოქტომბერს. თურქეთის პრეზიდენტი, ხშირად არაოფიციალურად მოხსენიებულია, როგორც „Reis-i Cumhur“, რაც ნიშნავს „ხალხის პრეზიდენტი“.[1][2] მიმდინარე თანამდებობის პირი არის თურქეთის მე-12 პრეზიდენტი — რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2014 წლის 28 აგვისტოდან.

მცხოვრები ყოფილი პრეზიდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტი (Cumhurbaşkanı) პერიოდი დაბადების თარიღი
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი 20002007 13 სექტემბერი, 1941 (1941-09-13) (82 წლის)
აბდულა გიული 20072014 29 ოქტომბერი, 1950 (1950-10-29) (73 წლის)

კვალიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისათვის, რომ კანდიდატი გახდეს თურქეთის პრეზიდენტად, უნდა ჰქონდეს დაასრულებული უმაღლესი განათლება და მინიმუმ ორმოცი წლის ასაკი.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გაწყვიტოს თავისი ურთიერთობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თავის პოლიტიკურ პარტიასთან და მისი, როგორც თურქეთის პარლამენტის წევრობა უნდა შეწყდეს.

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტის არჩევნები უნდა დაიწყოს მინიმუმ 30 დღით ადრე, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ვადა იწურება ან 10 დღის განმავლობაში, პრეზიდენტის პოსტის ვაკანტურობიდან, და უნდა დასრულდეს 30 დღის განმავლობაში არჩევნების დასაწყისიდან. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ პარლამენტის ბიუროში პირველი 10 დღის განმავლობაში და არჩევნები უნდა დასრულდეს, დარჩენილი 20 დღის განმავლობაში.

ადრე, პრეზიდენტს ირჩევდნენ თურქეთის პარლამენტის წევრები. 2007 წელს შემუშავდა ახალი წესი, რომლის თანახმად მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ მოქალაქეები, პირდაპირი ხმის მიცემის მეშვეობით. პრეზიდენტი შეიძლება იყოს თურქეთის პარლამენტის წევრი ან საერთოდ თურქეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თურქეთის პრეზიდენტების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი სახელი უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
1. მუსტაფა ქემალ ათათურქი 29 ოქტომბერი 1923 10 ნოემბერი 1938
2. ისმეთ ინენიუ 11 ნოემბერი 1938 22 მაისი 1950
3. ჯელალ ბაიარი 22 მაისი 1950 27 მაისი 1960
4. ჯემალ გურსელი 10 ოქტომბერი 1961 28 მარტი 1966
5. ჯევდეთ სუნაი 28 მარტი 1966 28 მარტი 1973
6. ფაჰრი კორუთურქი 6 აპრილი 1973 6 აპრილი 1980
7. ქენან ევრენი 12 სექტემბერი 1980 9 ნოემბერი 1989
8. თურგუთ ოზალი 9 ნოემბერი 1989 17 აპრილი 1993
9. სულეიმან დემირელი 16 მაისი 1993 16 მაისი 2000
10. აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი 16 მაისი 2000 28 აგვისტო 2007
11. აბდულა გიული 28 აგვისტო 2007 28 აგვისტო, 2014
12. რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 აგვისტო 2014 დღემდე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.nedirnedemek.com/reisicumhur-nedir-reisicumhur-ne-demek
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-08. ციტირების თარიღი: 2016-04-16.