ოსმალური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოსმალების თურქული ენა)
ოსმალური ენა
لسان عثمانى‎ / lisân-i Osmânî
გავრცელებულია ოსმალეთის იმპერია
ოფიციალური სტატუსი მკვდარი ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია თურქული ენები
დამწერლობის სისტემა არაბული დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-2: ota


ოსმალური ენა, იგივე ოსმალური თურქული (Osmanlıca, ან Osmanlı Türkçesi, თვითდასახელება: لسان عثمانى‎ / lisân-i Osmânî) — თურქული ენის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ადმინისტრაციული და ლიტერატურული მიზნებისთვის გამოიყენებდნენ ოსმალეთის იმპერიაში.

ეს ენა შეიცავს ნასესხობათა დიდ რაოდენობას სპარსულიდან, რომელმაც თავის მხრივ ბევრად უფრო ადრე ძალიან ბევრი არაბული ელემენტი შეითვისა. ამგვარი გაუცხოების შედეგად კი ოსმალური გახდა სამწიგნობრობო ენა, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებში, იქ, სადაც განათლების დონე არ იყო მაღალი, არავის ესმოდა. საბოლოოდ კი ოსმალურ ენაზე დიდი გავლენა მაინც ჩვეულებრივმა სასაუბრო თურქულმა მოახდინა, რამაც კიდევ უფრო მეტად შეცვალა ეს ენა.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის ფაქტი, რომ არაბული წარმოშობის სიტყვები ოსმალურში არა პირდაპირ არაბულიდან, არამედ სპარსულის შუალობით შემოვიდა და დამკვიდრდა, ნათლად ჩანს ამ ნასესხობებში სპარსულისათვის დამახასიათებელი ბგერათა გადაწევის არსებობით. საამისოდ კიდევ ერთ, დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს ისიც, რომ ეს ნასესხობები არქაული არაბულის ფონოლოგიურ მახასიათებლებს შეიცავენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ არაბულიდან შემოსული სპარსული სიტყვების შეთვისება ოსმალურში იმ დროს უნდა მომხდარიყო, როცა თავდაპირველი მოლაპარაკენი ჯერ სპარსეთის ჩრდილოაღმოსავლეთით დასახლდნენ, თურქულენოვან ტომთა აღმოსავლეთით დამკვიდრებამდე და მათ მიერ ისლამის მიღებამდე. ასევე საინტერესოა ისიც, რომ თათრულ ენაშიც კია არაბულ ნასესხობათა სპარსული კვალის (შუალობის) დანახვა შესაძლებელი.

არსებობს ოსმალური ენის (სულ მცირე) 3 ვარიანტი:

  • ელოკვენტური თურქული (Fasih Türkçe) ადმინისტრაციისა (საკანცელარიო) და პოეზიის ენა.
  • საშუალო თურქული (Orta Türkçe) ვაჭრებისა და ზედა ფენების ენა.
  • ვულგარული თურქული (Kaba Türkçe) დაბალი ფენების ენა.

ამ ვარიანტთაგან გარკვეულ სიტყვებს შესაბამისი სოციალური კონტექსტის მიხედვით ირჩევდნენ: ერთი და იგივე პიროვნება მუშაობის პროცესში მაგალითად არაბულ სიტყვას ასელ (عسل‎ არაბულად 'თაფლი') გამოიყენებდა, თუმცა ბაზარში თაფლის საყიდლად გასული თურქული სიტყვით ბალ (بال‎ თურქულად 'თაფლი') იკითხავდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალური ენა შემდეგ განვითარების შემდეგ საფეხურებად დაიყოფა:

ენის რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალურ სფეროში ოსმალური ენის გამოყენება პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ შეწყდა 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად. ფართო პოლიტიკური რეფორმების ფარგლებში 1923 წელს პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით შეიცვალა სახელმწიფო ენა. მრავალრიცხოვანი არაბული და სპარსული ნასესხობები თურქული ეკვივალენტებით ჩაანაცვლეს, ხოლო მანამდე გამოყენებაში არსებული არაბული ანბანი კი – ლათინურით. ამგვარ ღონისძიებებს ხელი უნდა შეეწყო ახალი თურქული ენის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სასაუბრო ენას უნდა დაფუძნებოდა. ყოველივე კი შექმნიდა ერთგვარ დემონსტრაციულ ზღვარს ახალ თურქულ სახელმწიფოსა და ოსმალურ ტრადიციას შორის.

ქართულად ოსმალური თანამედროვე თურქული ენა
აუცილებელი, საჭირო واجب – vâcib zorunlu
გარჯა, გასაჭირი مشکل – müşkül güçlük, zorluk
ქალაქი شهر ჰ– şehir kent

ოსმალური და თანამედროვე თურქული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული თვალსაზრისით ოსმალური არ წარმოადგენს თანამედროვე თურქულის წინამორბედს. დიდი განსხვავებაა ოსმალურსა და თანამედროვე თურქულს შორის; ოსმალური სიტყვათშეხამებანი სპარსული და არაბული გრამატიკული წესებით იყო ნაწარმოები. თანამედროვე თურქულში კი ეს ფენომენი მხოლოდ შეზღუდული სახით და ისიც სპეციალურ კონტექსტებში გვხვდება. მაგ.; სიტყვა 'ბედისწერა' ოსმალურში – სიტყვასიტყვით სპარსული ნათესაობითის მეშვეობით („თაქდირ-ი ილაჰი“ – takdîr-i ilâhî) იწარმოებოდა, ხოლო თანამედროვე თურქული კი აწარმოებს კონსტრუქციას „ილაჰი თაქდირ“ (ilâhî takdîr).

ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალურად წერდნენ არაბული ანბანის (الفبا elifbâ) ერთ-ერთ ვარიანტზე, რომელიც თავის დროზე სპარსული ანბანის გავლენით შეიქმნა. მოიპოვება სომხური ანბანით დაწერილი ოსმალური ტესტებიც: მაგალითად ვართან ფაშამ აქაბი სომხური ანბანით დაწერა. ასევე დუზოლუების (Düzoğlu) სომხური ოჯახი, რომელიც სულთან აბდ-ულ-მეჯიდ I-ს მმართველობის დროს იმპერიის ხაზინას განაგებდა, მართალია საქმეებს ოსმალურ ენაზე აწარმოებდა, მაგრამ იყენებდა ამავდროულად სომხურ ანბანს. ებრაულ და ბერძნულ ანბანებს გამოიყენებდნენ იმპერიის არამუსლიმი ჯგუფები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ასევე ქრისტიანობას აღიარებდა ბერძნულ ანბანს გამოიყენებდა, ხოლო მუსლიმი ბერძნები კი პირიქით ოსმალური ანბანით სარგებლობდნენ.

ცალკე
მდგომი
კიდურა შუაში
მდგომი
დამწყები ლათინური
სახელდება
ლათ.
ტრანსლიტ.
თანამედროვე
თურქული
elif a, â a, e
hemze ˀ ', a, e, i, u, ü
be b, p b
pe p p
te t t
se s s
cim c, ç c
çim ç ç
ha h
h
dal d d
zel z z
re r r
ze z z
je j j
sin s s
şın ş ş
sat, sad s
ﺿ dat, dad ż, d, z
t
z
ayın ʿ ', h
gayın ġ g, ğ
fe f f
kaf k
kef k, g, ñ k, g, ğ, n
gef¹ g g, ğ
nef, sağır kef ñ n
lam l l
mim m m
nun n n
vav v, o, ô, ö, u, û, ü v, o, ö, u, ü
he h, e, a h, e, a
lamelif la
ye y, ı, i, î y, ı, i

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]