თეო ტლაშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეო ტლაშაძე
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1973 (1973-06-12) (50 წლის)
დაბადების ადგილი გორი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

თეო ტლაშაძე (დ. 12 ივნისი, 1973, გორი) — ქართველი პოლიტიკოსი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქ. გორში. მშობლები: ნათელა კოზაევა, ვალერიან ტლაშაძე. 1995 წელს დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1990-93 წლებში იყო გორის სამრეწველო კომბინატის მუშა, 1995-96 წლებში კი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდისთავის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. 2003-2007 წლებში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მდივანი. 2007 წლიდან იყო პარტიის „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]