ბეჟან კალანდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეჟან კალანდაძე
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1977
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი, 2005 (27 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ბეჟან (ჟანი) კალანდაძე (დ. 7 აგვისტო, 1977, თბილისი — გ. 9 მაისი, 2005) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2004 წლის 22 აპრილიდან — 26 ოქტომბრამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, 2004-2005 წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში.

ჟანი კალანდაძე 2005 წლის 9 მაისს ოზურგეთიდან თბილისში მიმავალი, სოფელ ოსიაურთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „გურიის გუბერნატორის, ჟანი კალანდაძის დაღუპვიდან 10 წელი გავიდა“. reportiori.ge. 9 მაისი, 2015. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)