ბიძინა გუჯაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუჯაბიძე.
ბიძინა გუჯაბიძე
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1956
დაბადების ადგილი ბაღლები, ჯურუყვეთის თემი, ლანჩხუთის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 12 ნოემბერი, 2020 (64 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს კონსერვატიული პარტია
საქმიანობა პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი

ბიძინა გუჯაბიძე (დ. 24 თებერვალი, 1956, სოფელი ბაღლები, ჯურუყვეთის თემი, ლანჩხუთის რაიონი, — გ. 12 ნოემბერი, 2020[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი 2004 და 2012 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1983-1986 წლებში იყო აგროსამრეწველო გაერთიანების იურისკონსულტი და მთავარი სპეციალისტი. 1986-1988 წლებში იყო ლანჩხუთის სახალხო კონტროლის რაიონული განყოფილების ინსპექტორი. 1988-1990 წლებში ლანჩხუთის რაიკომის ინტრუქტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლანჩხუთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“. იმავე ოლქში იყრიდა კენჭს 2008 წლის არჩევნებშიც, თუმცა დამარცხდა. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (2020-11-12). ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2020.