ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი (დ. 9 ნოემბერი, 1974, თბილისი) - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ლევანმა 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაციით;
1996-1997 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლის თანაშემწედ. შემდგომ 1997 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში უფროს და წამყვან სპეციალისტად. 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტი, განყოფილების გამგე და დეპარტამენტის უფროსი. 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. უკვე 2008 წლის თებერვლიდან ივლისამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში.2008 წლის 15 ივლისიდან არის საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
| წინამორბედი: ლევან ჭოლაძე |
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 2008 წლის 15 ივლისიდან |
შემდეგი: --- |
სტატიის