ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი კობას ძე ოქრუაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1973, ცხინვალი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ირაკლი ოქრუაშვილი დაიბადა 1973 წელს ცხინვალში. ბოლო წლებში მას ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები საქართველოს ხელისუფლებაში. იყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. სწორედ ამ დროს, მისი ხელმძღვანელობით დააკავეს შევარდნაძის ხელისუფლების წევრები. თავდაცვის მინისტრობის დროს, მასსა და პრეზედენტს შორის ცხინვალში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაპირისპირება მოხდა, რასაც ოქრუაშვილის გადაყენება მოჰყვა. 2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის - „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი.
[რედაქტირება] განათლება და შრომითი საქმიანობა
| ეს ბიოგრაფიული სტატია ან განყოფილება დაწერილია რეზიუმეს სტილში. გთხოვთ დაგვეხმაროთ და ჩაასწოროთ იგი მიუკერძოებლობის და ენციკლოპედიურობის პრინციპების გათვალისწინებით. |
- 1995 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
- 1995 - 2000 - ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.
- 2001 - 2002 - იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
- 2003, ნოემბერი - გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნების გორის მაჟორიტარულ ოლქში და გახდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი.
- 2003, დეკემბერი - 2004, იანვარი - პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში.
- 2004, იანვარი - 2004, ივნისი - საქართველოს გენერალური პროკურორი.
- 2004, 7 ივნისი - 2004, 17 დეკემბერი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
- 2004, 17 დეკემბერი - 2006, ნოემბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
- 2006, 10 ნოემბერი - 2006, 17 ნოემბერი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.