ილია არჩემაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია არჩემაშვილი
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1964 (1964-08-30) (59 წლის)
დაბადების ადგილი თიანეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ილია არჩემაშვილი (დ. 30 აგვისტო, 1964, თიანეთი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1988 წელს დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი. 1981-1983 წლებში თიანეთის მოძრავ-მექანიზებული კოლონა N38-ის მე-3 თანრიგის მუშა. 1985-1989 წლებში თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ „საბჭოთა საქართველოს“ მეხანძრე, ცვლის თანრიგის ქვეოსტატი, ცვლის ოსტატის მოვალეობის შემსრულებელი. 1989-1990 წლებში საქართველოს ალკკ თიანეთის რაიკომის მეორე მდივანი. 1991-1993 წლებში საქართველოს მთიანეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების საზოგადოებასთან არსებული ასოციაცია „იმედის“ თავმჯდომარის მოადგილე. 1993-1999 წლებში სააქციო საზოგადოება „მაუდის“ თიანეთის ფილიალი, მთავარი ინჟინერი, დირექტორი. 1999-2002 წლებში თიანეთის რაიონული საკრებულოს თავმჯდომარე. 2002-2004 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „მაუდი“ თიანეთის ფილიალის დირექტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თიანეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]