ხულოს მუნიციპალიტეტის გერბი
ხულოს მუნიციპალიტეტის გერბი — ხულოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა მწვანე და მეწამულ ველებად. გერბის ფარის ზედა ნაწილს კვეთს კუთხოვანი ვერცხლის სარტყელი, ხოლო ქვემოთ მოთავსებულია ოქროს გორაზე შემომდგარი ერთ კოშკიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომლის ქონგურებზე, კოშკის ორივე მხარეს აღმართულია 2 დროშა — მარჯვენა დროშა ტარით მარცხნივ, მარცხენა დროშა ტარით მარჯვნივ. მარჯვენა დროშაზე ჰოროზონტალურადაა გამოსახული მეწამული მახვილი თანმხლები ორი მეწამული ვარსკვლავით ვერცხლის ველზე. მეწამული მახვილის პირი მიმართულია მარჯვნივ; მარცხენა დროშაზე — სამი ვერცხლის სარტყელი ლურჯ ველზე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „ხულო“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|