არიენ რობენი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | არიენ რობენი | ||
დაბადების თარიღი | 23 იანვარი, 1984 | ||
დაბადების ადგილი | ბედუმი, ნიდერლანდები | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი/მარჯვენა გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | გრონინგენი | ||
ნომერი | 10 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1989–1996 | ს.კ. ბედუმი | ||
1996–2000 | გრონინგენი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2000–2002 | გრონინგენი | 50 | (8) |
2002–2004 | პსვ | 56 | (17) |
2004–2007 | ჩელსი | 67 | (15) |
2007–2009 | რეალ მადრიდი | 50 | (11) |
2009–2019 | ბაიერნი | 201 | (99) |
2020– | გრონინგენი | 2 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2000 | ნიდერლანდები 17 წლ. | 3 | (1) |
1999–2000 | ნიდერლანდები 19 წლ. | 8 | (2) |
2001–2002 | ნიდერლანდები 20 წლ. | 3 | (0) |
2001–2003 | ნიდერლანდები 21 წლ. | 8 | (1) |
2003–2017 | ნიდერლანდები | 96 | (37) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
არიენ რობენი (ნიდერლ. Arjen Robben დ. 23 იანვარი, 1984) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი. ამპლუით თავდამსხმელია, თუმცა ასევე თამაშობს გარემარბად და წინ წაწეული ნახევარმცველის პოზიციაზე. ცნობილია დრიბლინგით, სისწრაფითა და მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით განხორციელებული ზუსტი, გრძელი დარტყმებით. იყო ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და მის რიგებში მონაწილეობა მიიღო ევროპის 2004, 2008, 2012 წლების ჩემპიონატებსა და მსოფლიოს 2006, 2010 და 2014 წლების ჩემპიონატებში. არის 2013 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამავე გათამაშების ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
რობენი პირველად ცნობილი გახდა საფეხბურთო კლუბ „გრონინგენში“, სადაც ის თამაშობდა 2000 წლიდან 2001 წლამდე. ორი წლის შემდეგ არიენი სათამაშოდ „PSV“-ში გადავიდა, რომლის რიგებშიც ნიდერლანდების წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და კლუბთან ერთად ერედივიზიაც მოიგო.[1] მომდევნო საფეხბურთო სეზონში რობენთან კონტრაქტის გაფორმება ბევრ ინგლისურ კლუბს სურდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელი „ჩელსის“ შეუერთდა.
კლუბში რობენის დებიუტი ტრავმის გამო გადაიდო, თუმცა დაბრუნების შემდეგ ის გუნდს პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა და 2004 წლის ნოემბერში ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.[2][3] 2007 წელს არიენმა „ჩელსი“ დატოვა და სათამაშოდ ესპანეთში, მადრიდის „რეალში“ გადავიდა. სამეფო კლუბს ეს ტრანფერი €35 მილიონი ევრო დაუჯდა. 2009 წლის აგვისტოში რობენი მიუნხენის „ბაიერნმა“ €25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.[4] ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩშივე ორი გოლი გაიტანა. იმავე სეზონში რობენმა კლუბთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა. თავად ფეხბურთელმა კი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში 5 საჩემპიონო ტიტული მოიგო. სეზონის ბოლოს არიენ რობენი გერმანიის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.[5] მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გავიდა 2013 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა, გახდა ლიგის გამარჯვებული და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა.
ადრეული წლები
რობენი ნიდერლანდების ჩრდილო-აღმოსავლეთით, გრონინგენის სატელიტ ქალაქ ბედუმში დაიბადა. ფეხბურთის თამაში ადრეული ასაკიდანვე დაიწყო და ვილ კურვერის მეთოდს მისდევდა. რობენის ბურთის ფლობა და უბადლო ტექნიკა შეუმჩნეველი არ დარჩენია იქაური ფეხბურთის მესვეურებს და ახალგაზრდა არიენი მალევე ჩაირიცხა „გრონინგენის“ რეგიონალურ კლუბში. სწორედ იქ განავითარა ბურთის მარჯვენა ფეხიდან მარცხენაზე გადატანის თავისი ბრწყინვალე სტილი, რამაც მისი თამაში შესამჩნევად სანახაობრივი გახადა.
საკლუბო კარიერა
გრონინგენი
რობენი თავის პირველ პროფესიონალურ კლუბ გრონინგენში 1999–2000 წლების სეზონში გამოდიოდა. ლიგის თამაშებში გაიტანა 3 გოლი. კლუბის მწვრთნელმა იან ვან დეიკმა 2000 წლის ნოემბერში თავდამსხმელი რობენი „ტვენტეს“ წინააღმდეგ თამაშში გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა არიენს მოედანზე გამოსვლა დეკემბრამდე არ მოუწია. 2000 წლის 3 დეკემბერს „ვალვიიკის“ წინააღმდეგ მატჩის 79-ე წუთზე გრონინგენის ფეხბურთელი ლეონარდო დოს სანტოს სილვა დაშავდა და მოედანზე მის ნაცვლად არიენ რობენი გამოჩნდა. ზამთრის შემდეგ, რობენი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა.[6] პირველი სეზონის ბოლოს რობენი წლის ფეხბურთელად დაასახელეს. არიენმა თანაგუნდელ ჟორდი ჰაისტრიტთან ერთად გრონინგენის ახალგაზრდული აკადემიის სიძლიერე დაამტკიცა. რობენი შემდეგ სეზონშიც გრონინგენში დარჩა. 2001-2002 წლების სეზონში მოედანზე 28 მატჩში გამოჩნდა და ექვსი გოლიც გაიტანა.[6] მომდევნო წელს გრონინგენმა არიენი €3.9 მილიონ ევროდ „PSV-ს“ მიჰყიდა.[1]
PSV
„PSV-ში“ პირველ სეზონში 2002-03 წლებში არიენ რობენმა ჩაატარა 33 მატჩი და 12 გოლი გაიტანა.[6] იმავე წელს დაასახელეს „PSV-ს წლის თანამოთამაშედ“. რობენი მატეა კეჟმანთან ერთად უტევდა მოწინააღმდეგის კარს, მათ შემტევ წყვილს გულშემატკივრებმა „ბეტმენი და რობენი“ უწოდეს.[7] რობენმა წლის ტალანტის წოდებაც მიიღო და კლუბს ნიდერლანდების ერედივიზიონში მე-17-ჯერ გაჩემპიონებაშიც დაეხმარა.[8] შემდეგ წელს ერედივიზონში, „PSV-მ“ უშუალო კონკურენტს „აიაქსს“ ვერ გაუწია კონკურენცია და ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა. რობენი ლონდონში ჩავიდა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს შეხვდა. ფერგიუსონის შემოთავაზება, როგორც რობენისთვის, ასევე ეინდჰოვენური კლუბისთვის, ძალიან დაბალი იყო; „PSV-ს“ თავმჯდომარემ ჰარი ვან რაიიმ განაცხადა, რომ მანჩესტერელებმა შემოთავაზებული €7 მილიონით მაქსიმუმ რობენის ავტოგრაფის მაისურის ყიდვა შეძლონ. დაუყოვნებლივ, ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა ნიდერლანდელებს რობენის სანაცვლოდ €18 მილიონი ევრო (£12.1 მილიონი ფუნტი) შესთავაზა. „PSV“ შემოთავაზებას დათანხმდა.[9] „PSV-ში“ სეზონის ბოლო რობენისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ის ორჯერ დაშავდა და რამდენიმე თამაში გამოტოვა.[10][11] სეზონის ბოლოს რობენმა ერედივიზონში ჩატარებულ 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა.[6]
ჩელსი
რობენის „ჩელსიში“ დებიუტი 2004 წლის ნოემბრამდე ვერ შედგა, რადგან სეზონის დასაწყისში, ამხანაგურ მატჩში, სადაც ჩელსი იტალიურ „რომას“ ხვდებოდა, ნიდერლანდელი დაშავდა. ოლივიე დაკურის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში რობენმა მარჯვენა ფეხის ტერფი იღრძო.[2] ამ დროის განმავლობაში ექიმებმა არიენის ერთ-ერთი სათესლე ჯირკვლის უჩვეულო ზრდა შეამჩნიეს. ჩატარდა სასწრაფო შემოწმება სათესლე ჯირკვლის სიმსივნეზე, შედეგი უარყოფითი იყო.[12]
პრემიერლიგის 2004-05 წწ. სეზონში რობენი ჩელსის დამრტყმელ ძალად იქცა და 2004 წლის ნოემბერში პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.[2][3] ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ის სეზონი 7 გოლით დაასრულა. იმავე სეზონში წარადგინეს პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე, თუმცა ეს ჯილდო უეინ რუნიმ მიიღო.[13][14] 2005 წლის თებერვალში რობენი „ბლექბერნ როვერსის“ წინააღმდეგ თამაშისას კვლავ დაშავდა, ამჯერად უკვე მძიმედ, რამაც არ მისცა საშუალება ეთამაშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. იმ სეზონში ინგლისური კლუბი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.[15] რობენი გუნდის შემადგენლობაში 2005–06 წლების სეზონში დაბრუნდა და მალევე ჩელსის მარცხენა, შემტევი ფრთის განუყოფელ ნაწილად იქცა. არიენმა 28 მატჩში ექვსი ბურთი გაიტანა და კლუბთან ერთად ზედიზედ მეორედ მოიგო პრემიერ ლიგა.[6]
2005–06 წწ. სეზონში რობენსა და „ლივერპულის“ მეკარე პეპე რეინას შორის არასპორტული ინციდენტი მოხდა. სტემფორდ ბრიჯზე ჩელსისა და ლივერპულს შორის გამართულ ლიგის ბოლო მატჩში, რომელიც ლონდონურმა კლუბმა, ანგარიშით 2–0 მოიგო, რეინამ რობენს, მისგან რამდენიმე პროვოკაციული სიტყვების მოსმენის შემდეგ, სახეში ხელი ჩაარტყა. ნიდერლანდელი მინდორზე დაეცა. რეინა მოედნიდან გააძევეს. პრესასთან რეინამ განაცხადა, რომ რობენს მსახიობური მონაცემების წყალობით, არ გაუჭირდებოდა ოსკარის პრემიის მოპოვება. ლივერპულის მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კი მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან იხუმრა, რომ „დაშავებულ“ რობენს საავადმყოფოში მალე მოინახულებდა.[16] 2006 წლის 23 დეკემბერს „უიგან ატლეტიკის“ წინააღმდეგ ორი საგოლე გადაცემითა და გამარჯვების გოლით რობენი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2007 წლის 20 იანვარს არიენმა მორიგი ტრავმა ლივერპულთან მატჩისას მიიღო. დაბრუნება რობენმა „მიდლსბროს“ წინააღმდეგ 3–0 გამარჯვებით აღნიშნა. 2007 წლის ინგლისის თასის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ, მოედანზე მატჩის 45-ე წუთზე კლოდ მაკელელეს ნაცვლად გამოჩნდა და დიდიე დროგბას გამარჯვების გოლიც გაატანინა.[17] ჩემპიონთა ლიგის 2006–07 წლების სეზონის 1/8 ფინალურ მატჩში „პორტოს“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა. ის თამაში ჩელსიმ ანგარიშით 3–2 მოიგო. 2007 წლის მარტში რობენმა მუხლის ოპერაცია ჩაიტარა, ექიმებმა მოედანზე გასვლა ოთხი კვირით აუკრძალეს.[18][19] მისი დაბრუნება ჩემპიონთა ლიგის იმავე სეზონის ნახევარფინალურ მატჩში, „ლივერპულის“ წინააღმდეგ შედგა. შეხვედრა თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. რობენის დარტყმული პენალტი პეპე რეინამ მოიგერია და ჩელსი გათამაშებიდან გამოვარდა.[20] კლუბის რიგებში მისი ბოლო მატჩი 2007 წლის ლიგის თასის ფინალში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა. რობენი თამაშში 45-ე წუთზე, ჯო კოულის ნაცვლად ჩაერთო, თუმცა 108-ე წუთზე თავად რობენი ეშლი კოულიმ შეცვალა. ფინალი ჩელსიმ მოიგო.[21] ესპანური კლუბი „რეალ მადრიდი“ ჩელსის ორი ფეხბურთელით იყო დაინტერესებული. რეალის მწვრთნელი ბერნდ შუსტერი კლუბში მიხაელ ბალაკს ითხოვდა, გუნდის პრეზიდენტის, რამონ კალდერონის ფავორიტი კი რობენი იყო.[22] ნიდერლანდელი ფეხბურთელი ესპანური გაზეთის AS რეპორტიორებთან თქვა: „მე არ ვიცი შეთანხმება როდის იქნება მიღწეული. მინდა გავუგზავნო გზავნილი რეალის გულშემატკივრებს, მაგრამ არ შემიძლია ამის გაკეთება, სანამ ჩემი მომავალი არ დალაგდება.“[23][24]
რეალ მადრიდმა 2007 წლის აგვისტოში საბოლოოდ დაასრულა მოლაპარაკებები და რობენიც ლა ლიგაში აღმოჩნდა.[25] ტრანსფერთან დაკავშირებთან მან ჩელსის ოფიციალურ საიტს განუცხადა: „კლუბის დატოვება რთული იყო, რადგან ჩელსიში ბრწყინვალე სამი წელი გავატარე და გავიჩინე ბევრი მეგობარი. არ მქონდა დრო, რომ ლონდონელ გულშემატკივრებს დავმშვიდობებოდი, რადგან მოლაპარაკებები დასრულდა ოთხშაბათს, 22 საათზე, მეორე დილით კი უნდა გავფრენილიყავი. თუ გამომიჩნდა ერთი თავისუფალი დღე, აუცილებლად დავბრუნდები ლონდონში და დავემშვიდობები ჩელსის ფანებს, რადგან მე მათთვის მადლობის გადახდა მმართებს. ამ სამი წლის მაძილზე სწორედ მათთან ერთად მოვიგე ყველა თასი და ლიგა ინგლისში.“
რეალ მადრიდი
2007 წლის 22 აგვისტოს რობენმა „რეალ მადრიდთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი,[26] ამ ტრანსფერში „რეალმა“ „ჩელსის“ £24 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა[27][28] (€ 35 მილიონი ევრო). ეს შენაძენი „რეალისთვის“ გადახდილი თანხის მიხედვით ზინედინ ზიდანის, ლუიშ ფიგუს, დეივიდ ბექჰემისა და რონალდოს შემდეგ, რიგით მეხუთე იყო.[29][30]. არიენის დებიუტი ლა ლიგაში იმავე წლის 18 სექტემბერს შედგა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც ესპანური კლუბი ბრემენის „ვერდერს“ ეთამაშებოდა, რობენი მოედანზე რაულის ნაცვლად გამოჩნდა. რეალმა შეხვედრაში ანგარიშით 2–1 გაიმარჯვა.[31] ლიგაში ნიდერლანდელის დებიუტი 23 სექტემბერს, „ვალიადოლიდთან“ შეხვედრაში შედგა: რობენმა როისტონ დრენტე შეცვალა. თამაში საყაიმო ანგარიშით 1–1 დასრულდა.[32] 2 იანვარს რობენმა პირველი ესპანური გოლი ესპანეთის თასზე, „ალიკანტეს“ წინააღმდეგ შეხვედრაში გაიტანა[33].2008 წლის 10 თებერვალს, ვალიადოლიდის წინააღმდეგ მატჩში კი რობენმა ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. რეალმა ის შეხვედრა გრანდიოზული ანგარიშით, 7–0 მოიგო.[34] არიენ რობენი რომ დიდ ძალას წარმოადგენდა „რეალისთვის“, ნიდერლანდელმა უამრავ მატჩში დაამტკიცა. იმ სეზონზე ჩატარებულ 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა. „რეალმა“ წინასწარ გაინაღდა ესპანეთის ჩემპიონობა. რობენმა ქვეყნის ჩემპიონის მესამე ტიტული მოიპოვა. 2008 წლის 7 მაისს გაიმართა ელ კლასიკო, რომლის შედეგი „რეალის“ გაჩემპიონების გზაზე არაფერს შეცვლიდა. სანტიაგო ბერნაბეუზე „რეალმა“ ბარსელონა 4–1 გაანადგურა, რაშიც გადამწყვეტი როლი რობენმა შეასრულა. მან ბრწყინვალედ ითამაშა და საკუთარ აქტივს კიდევ ერთი ესპანური გოლი შემატა.[35]
ნიდერლანდელმა „რეალის“ ნახევარდაცვაში თავისი საკვანძო როლი 2008–09 წლების სეზონშიც შეინარჩუნა: ითამაშა 35 მატჩში და რვა გოლიც გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ არიენი ესპანური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, „რეალის“ პრეზიდენტად ფლორენტინო პერესის მოსვლისა და გუნდის მიერ კრიშტიანუ რონალდუს და კაკას შეძენის შემდეგ, რობენს ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის საფრთხე დაემუქრა. მადრიდული კლუბი დათანხმდა მიუნხენის „ბაიერნის“ შემოთავაზებას, გაეყიდა არიენი გერმანულ კლუბში €25 მილიონი ევროს სანაცვლოდ[36][37] თავად რობენი აცხადებდა, რომ მას არ სურდა „რეალის“ დატოვება, თუმცა იძულებული იყო ეს გაეკეთებინა, რადგან კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.[38]
მიუნხენის ბაიერნი
2009–10
2009 წლის ზაფხულში რობენი რეალი 25 მლნ ევროს სანაცვლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ გაყიდვას დათანხმდა[39][40]. 2009 წლის 28 აგვისტოს ბაიერნის ფეხბურთელი გახდა და 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი[41]. კლუბში რობენს 10 ნომრიანი მაისური მისცეს. ბაიერნში ამ ნომრით ბოლოს არიენის თანამემამულე როი მაკაი გამოდიოდა[39][42]. რობენმა „ბაიერნში“ გადასვლასთან დაკავშირებით მედიასთან აღნიშნა: „აქ თავს კარგად ვგრძნობ. ეს დიდი კლუბია, დიდი ისტორიით და მიხარია, რომ აქ ვარ“. ბუნდესლიგაში არიენის დებიუტი 29 აგვისტოს, გერმანიის წინა წლის ჩემპიონ კლუბ „ვოლფსბურგთან“ მატჩში შედგა. შეხვედრაში ნიდერლანდელმა ორი გოლი გაიტანა[43][44]. 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, სადაც მიუნხენური კლუბი ტურინის „იუვენტუსს“ ხვდებოდა, არიენმა ტრავმა მიიღო და ერთი თვე იუქმა. რობენი ბუნდესლიგის მეორე წრეში დაბრუნდა. „ჰოფენჰაიმთან“ თამაშში ნიდერლანდელმა თავი გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. არიენმა მომდევნო შეხვედრებშიც („ვერდერთან“ და „მაინცთან“) ბრწყინვალედ ითამაშა. მომდევნო მატჩში, „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ, რობენმა გოლი უკვე მეორე წუთზე გაიტანა, „ბაიერნმა“ 3:1 მოიგო[45]. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში რობენის მიერ „ფიორენტინას“ კარში გატანილმა ბრწყინვალე გოლმა „ბაიერნს“ გამარჯვება და 1/4 ფინალის საგზური მოუტანა; 4 დღის შემდეგ არიენის დუბლმა მიუნხენური კლუბი „გერმანიის ჩემპიონი“ ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გახადა. 2010 წლის 25 მარტს გერმანიის საფეხბურთო თასის ნახევარფინალში რობენმა „შალკე 04-ს“ გაუტანა და „ბაიერნი“ ტურნირის ფინალში გაიყვანა. ამ თამაშის შემდეგ მიუნხენელთა დამრიგებელმა, ლუის ვან გაალმა არიენს „შეუდარებელი“ უწოდა. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, ამავე გათამაშების წინა წლის ფინალისტ გუნდ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ რობენის გატანილმა გოლმა მიუნხენელებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა; გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა.[46]
გერმანულმა კლუბმა იმ წელს ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც მილანის „ინტერთან“ დამარცხდა. თავად რობენი გერმანიის წლის ფეხბურთელად, ხმათა 71,2 %-ით დაასახელეს. რობენმა წლის ბოლოს აღნიშნა:
„საოცარია, მაგრამ ეს იყო საუკეთესო სეზონი ჩემს კარიერაში. მიუნხენში თავს პირველი დღიდან კარგად ვგრძნობდი. აქ მე ძალიან თბილად მიმიღეს. „ბაიერნში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ, ამან მომცა საშუალება, მთელი სეზონის განმავლობაში კარგ ფორმაში ვყოფილიყავი.“[47].
2010–11
2010-11 წლების ბუნდესლიგა რობენისთვის უიღბლოდ დაიწყო. მას ნიდერლანდელს მსოფლიო თასზე მიღებული ტრავმა გაუმწვავდა და არიენს 2011 წლის იანვრამდე არ გამოსულა[48]. მიუნხენური კლუბის თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა: „რა თქმა უნდა, მიუნხენის ბაიერნი ძალიან გაბრაზებულია“ (ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირზე). „ამის შემდეგ, ჩვენი ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებში დაშავების შემთხვევაში, აუცილებლად კონპენსაციას მოვითხოვთ.“[48] არიენის დაბრუნება 2011 წლის 15 იანვარს „ვოლფსბურგთან“ მატჩში შედგა.
რობენი წარდგენილი იყო „უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის“ ნომინაციაზე, თუმცა ეს ჯილდო მისმა თანამემამულემ უესლი სნეიდერმა მიიღო. არიენი ასევე ნომინირებული იყო ფიფა-ს ოქროს ბურთზე და ფერენც პუშკაშის ჯილდოზე, რომელიც საუკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა. რობენი ასევე შეიყვანეს „პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის“ შემადგენლობაში. ნიდერლანდელმა მართლაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.
2011–12
2012 წლის 3 მაისს ცნობილი გახდა, რომ არიენმა მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.[49] 2012 წლის 23 აპრილს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ბაიერნი უძლიერესის ვინაობას მადრიდში, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ არკვევდა. მატჩის დასაწყისშივე მიუნხენური კლუბი 2:0 მარცხდებოდა, თუმცა პირველ ტაიმშივე რობენმა ერთი გოლი გაიტანა და ორმატჩიან დავაში საერთო ანგარიში 3:3 გახადა. ამის შემდეგ არც ძირითად და არც დამატებით დროში გოლი აღარ გასულა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი მიუნხენელებმა მადრიდელებს 3:1 აჯობეს.[50]
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის ფინალში, ალიანც არენაზე „ბაიერნი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. რობენს დამატებით დროში მიეცა შანსი თავისი გუნდი გაეყვანა წინ, თუმცა არიენის დარტყმული პენალტი ჩელსის მეკარე პეტრ ჩეხმა აიღო. თამაში მივიდა თერთმეტმეტრიანების სერიამდე, რომელიც ლონდონურმა კლუბმა მოიგო.[51] ეს იყო მეოთხე დიდი ტურნირის ფინალი (მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი და გერმანიის თასის ფინალი), რომელშიც არიენი დამარცხდა. სამი დღის შემდეგ ამავე სტადიონზე „ბაიერნი“ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ატარებდა. რობენი მოედანზე თამაშის მეორე ნახევარში გამოჩნდა. ნიდერლანდელს გულშემატკივრები უარყოფითად შეხვდნენ: არიენის ბურთთან ყოველ შეხებას ტრიბუნებიდან გამაყრუებელი სტვენა მოყვებოდა.[52][53] მაშინ ალაპარაკდნენ რობენის მიერ მიუნხენის შესაძლო დატოვების შესახებ.
2012–13
2012–13 წწ. სეზონში მიუნხენურმა კლუბმა კვლავ მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რომელიც გერმანული გამოდგა. ბაიერნს „დორტმუნდის ბორუსია“ დაუპირისპირდა. მატჩის მე-60 წუთზე მიუნხენელები მარიო მანჯუკიჩმა დააწინაურა, ხოლო 89-ე წუთზე არიენ რობენმა გამარჯვების გოლი (2:1) გაიტანა და მიუნხენის „ბაიერნს“ მეხუთე ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი მოუპოვა.[54] მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უეფა-მ რობენი დაასახელა.[55]
2013–14
რობენმა 2013–14 წლების სეზონში პირველი გოლი გაიტანა გერმანიის სუპერთასზე, რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ბორუსია დორტმუნდმა ანგარიშით 4-2 დაამარცხა.[56] არიენმა 2013 წლის 9 აგვისტოს, ბორუსია მენხენგლადბახის წინააღმდეგ, ბუნდესლიგის პირველ მატჩში ანგარიში გახსნა. ბაიერნმა ეს შეხვედრა ანგარიშით 3-1 მოიგო.[57] 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში რობენმა, ალიანც არენაზე ცსკა მოსკოვს გაუტანა.[58] ნიდერლანდელმა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ შეხვედრაშიც გაიტანა; ბაიერნმა სტუმრად მანჩესტერ სიტიც დაამარცხა[59] და 5 გამარჯვებითა და 1 მარცხით, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა[60].
2013 წლის 5 ოქტომბერს „ლევერკუზენის” წინააღმდეგ მატჩში რობენი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში მხოლოდ 71-ე წუთზე ჩაერთო. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არიენმა ამის გამო მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა. თუმცა ნიდერლანდელმა კონფლიქტი უარყო:
რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში ყოფნა მსურდა. ეს ყველა ფეხბურთელს უნდა. თუმცა, მატჩის წინ გამართული ბოლო ვარჯიშის დროს კუნთზე მცირე დისკომფორტი ვიგრძენი. ჩემი სათადარიგოთა სკამზე დატოვების მიზეზი სწორედ ეს იყო. გვარდიოლასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.[61]
23 ნოემბერს, მიუნხენის ბაერნმა ბორუსია დორტმუნდი სტუმრად, დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მათ შორის ერთი გოლი რობენმა გაიტანა.[62] 4 დეკემბერს, გერმანიის საფეხბურთო თასის შეხვედრაში აუგსბურგის წინააღმდეგ, რობენმა მარჯვენა მუხლზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ნიდერლანდელმა 2013 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გამოტოვა.[63]
2014 წლის 1 მარტს რობენმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ბაიერნმა შალკე 04 ანგარიშით 5–1 დაამარცხა.[64]
2014 წლის 14 მარტს, რობენმა ბაიერნთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. მანამდე გერმანული პრესა იუწყებოდა, რომ რობენი ხელშეკრულებას 2015 წლის ივნისამდე დადებდა.[65] [66]
თამაშის მანერა
რობენს ბურთთან ერთად დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. ის, როგორც წესი, ფრთიდან მოკლე დისტანციაზე გარბის და მარცხენა ფეხით მეტოქის დაცვას გაჭრის. თავისუფალ სივრცეში გასვლის შემდეგ კარის კუთხისკენ დაბალ, ძლიერ და ზუსტ დარტყმას ახორციელებს. მის მიერ გოლების უმრავლესობა სწორედ ამ სტილით არის გატანილი. ამ მანევრის გარდა არიენი თავითაც კარგად ურტყამს.
სანაკრებო კარიერა
რობენმა ნიდერლანდების ნაკრების მაისურით 72 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი 2003 წლის 30 აპრილს პორტუგალიის ეროვნული ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. თამაშის 77-ე წუთზე რობენმა მარკ ოვერმარსი შეცვალა. ამ მატჩში, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის, უესლი სნეიდერის დებიუტი შედგა[67]. 2003 წლის 11 ოქტომბერს, თავის მესამე სანაკრებო მატჩის, რომელშიც ნიდერლანდები მოლდოვის ეროვნული ნაკრებს ეთამაშებოდა, 88-ე წუთზე რობენმა პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა. მისმა გუნდა მეტოქე 5:0 დაამარცხა.
ევრო 2004
არიენის სანაკრებო კარიერაში პირველი საერთაშორისო შეჯიბრება ევრო 2004 იყო. რობენმა, ტურნირზე 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ნიდერლანდების მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა რობენთან ერთად სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები, ჯონ ჰეიტინგა და უესლი სნეიდერიც მიიწვია ეროვნულ ნაკრებში. ევრო 2004-ზე ადვოკაატმა რობენი პირველად ჩეხეთის ნაკრებთან, ჯგუფური ეტაპის მატჩში მატჩის 66-ე წუთზე შემოიყვანა, რათა მიმდინარე ანგარიში (2:1) დაეცვა, თუმცა რობენის შემოსვლის შემდეგ ჩეხებმა ნიდერლანდელებს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც, ანგარიშით 3:2. განხორციელებული ცვლილების გამო ადვოკაატი კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა.[68] ამავე ტურნირის 1/4 ფინალში ნიდერლანდებისა და შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირების ძირითადი დრო საყაიმო ანგარიშით, 0:0 დასრულდა. გუნდებმა ვერც დამატებით დროში შეძლეს გოლის გატანა. დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია. ძირითადი დამრტყმელებიდან რობენი ბოლო მივიდა პენალტის ნიშნულთან. ამ დროს ანგარიში 4:4 იყო. არიენმა თერთმეტმეტრიანი გადამწყვეტი დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და თავისი გუნდი 1/2 ფინალში გაიყვანა.[69]
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
რობენმა 2006 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვს თამაშში ორი გოლი გაიტანა.[70] 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები ჩემპიონატის გახსნის მატჩში სერბეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრის გამარჯვების გოლის ავტორს — არიენ რობენს, მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა. კოტ-დ’ივუარის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში, რობენმა კვლავ მიიღო ეს ჯილდო და ტურნირის იმ 8 ფეხბურთელს შორისაც მოხვდა, ვისაც ერთზე მეტჯერ ჰქონდა მიღებული ეს ჯილდო.
ევრო 2008
ევრო 2008-ზე, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარკო ვან ბასტენმა თავისი გუნდის ტრადიციული ტაქტიკური მონახაზი 4-3-3-დან 4–2–3–1-ზე გადააწყო და უპირატესობა რაფაელ ვან დერ ვაარტს, უესლი სნეიდერსა და დირკ კუიტის ნახევარმცველთა ტრიოს მიანიჭა. რობენი იძულებული გახდა მარცხენა ფლანგზე, ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის რობინ ვან პერსისთან ებრძოლა. საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის მატჩში რობენი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა და გოლიც გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებმა ფრანგებს 4:1 აჯობა. მომდევნო მატჩშიც რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ არიენი შეცვლაზე შემოვიდა, შემდგომ კი ტრავმაც მიიღო და იძულებული გახდა 1/4 ფინალური მატჩი, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამოეტოვებინა. ნიდერლანდების ნაკრები რუსულ ბარიერს ვერ გაცდა და ტურნირს გამოეთიშა.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
ნიდერლანდების ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვეიკმა მსოფლიო თასისთვის 23 ფეხბურთელი შეარჩია და რა თქმა უნდა მათ შორის რობენიც[71][72] ზუსტად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაფრენის წინ უნგრეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის ბოლოს რობენმა მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო და მისი მსოფლიო თასზე თამაში ეჭვქვეშ დადგა.[73]5 ივნისს მარვეიკმა განაცხადა, რომ არ აპირებდა გუნდში არიენის შემცვლელი გამოეძახებინა.[74] 2010 წლის 12 ივნისს არიენი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდა და თავის გუნდს შეუერთდა.[75] ის მოედანზე ორი მატჩი არ გამოჩენილა და სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მიუხედავად ამისა ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა ორივე მატჩში (დანიასთან 2:0, იაპონიასთან 1:0) გაიმარჯვა. არიენი მინდორზე მხოლოდ კამერუნთან მატჩის 73-ე წუთზე გამოჩნდა.[76] 28 ივნისს სლოვაკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, რობენმა 2010 წლის მსოფლიო თასზე პირველი გოლი გაიტანა და თავის ნაკრების გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა. არიენი ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.[77] რობენმა ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც ნიდერლანდელებმა 3:2 მოიგეს, ურუგვაისაც გაუტანა.[78] ნიდერლანდელმა თასის ფინალში 90 წუთი ითამაშა. ფინალი ესპანეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით (1:0) დასრულდა.[79] არიენი წარდგენილი იყო 2010 წლის მსოფლიო თასის ოქროს ბურთზე (შეჯიბრის საუკეთესო ფეხბურთელი), თუმცა ჯილდო დიეგო ფორლანმა არავის დაანება.
ევრო 2012
ევრო 2012-ზე ნიდერლანდებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში, გერმანიასა და პორტუგალიასთან 1:2, ხოლო დანიასთან 0:1 წააგო და ჩემპიონატს ამ ეტაპზევე გამოეთიშა.[80][81] რობენი სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და პორტუგალიასთან მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა.[82]
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნიდერლანდების ნაკრები ესპანეთთან, ჩილესთან და ავსტრალიასთან მოხვდა B ჯგუფში. პირველ ტურში, ლუის ვან გაალის გაწვრთნილმა ნიდერლანდებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანელები ანგარიშით 5-1 გაანადგურა, არიენ რობენმა კი დუბლი გაიფორმა[83]. მეორე წრეში, ავსტრალიის წინააღმდეგ მატჩში, რობენმა პირველი გოლი გაიტანა, ნიდერლანდებმა ანგარიშით 3-2 მოიგო. რობენი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[84] ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნარინჯისფრებმა ჩილელები დაამარცხეს (2-0), რობენმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა[85].
მერვედფინალში, ნიდერლანდები მექსიკას დაუპირისპირდა. ევროპელებმა მატჩის ბოლოს გატანილი 2 გოლის წყალობით მოიგეს. გამარჯვების მომტანი გოლი რობენის წაქცევისათვის დანიშნულ თერთმეტმეტრიანით კლას-იან ჰუნტელარმა გაიტანა. ბევრი სპეციალისტის აზრით, მოცემულ მომენტში მექსიკელთა მცველ რაფაელ მარკესს თამაშის წესები არ დაურღვევია და არიენმა სიმულაციას მიმართა[86]. თამაშის შემდეგ, რობენმა ნიდერლანდურ ტელევიზიას განუცხადა, რომ პენალტი ნამდვილად იყო, თუმცა გამოტყდა რომ პირველი ტაიმის მიწურულს, ერთ-ერთ ეპიზოდში, მართლაც გააფორმა[87]. მეოთხედფინალში მისმა გუნდმა ვერ შეძლო კოსტა-რიკის დამარცხება ძირითად და დამატებით დროში, თუმცა პენალტების სერიაში შეძლეს მეტოქის გატეხვა. არიენმა თავისი თერთმეტმეტრიანი გაიტანა[88]. ნახევარფინალში ნიდერლანდები არგენტინას დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებით დრო ანგარიშით 0-0 დამთავრდა, ხოლო პენალტები არგენტინელებმა უკეთესად შეასრულეს (2-4) და ფინალშიც სამხრეთ ამერიკელები გავიდნენ. ნიდერლანდების მხრიდან მხოლოდ რობენმა და კეიტიმ გაიტანეს პენალტები.
არიენმა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მესამე ადგილისთვის მატჩში მოიპოვა პენალტი, რომლითაც რობინ ვან პერსიმ ანგარიში გახსნა. რობენი ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მატჩი ნიდერლანდების გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა, რობენმა და მისმა თანაგუნდელებმა კი ბრინჯაოს მედლები მიიღეს.
პირადი ცხოვრება
რობენი 2007 წლის 9 ივნისს ქალაქ გრონინგენში ბერნადინ ილერტზე დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ უმაღლესი სკოლიდან იცნობდნენ.[89] ჰყავთ ორი ვაჟი, ლუკა (დ. 2008 წელს) და კაი (დ. 2012 წელს) და ქალიშვილი, ლინი (დ. 2010 წელს).[90] რობენის მამა, ჰანსი, ფეხბურთელის აგენტიცაა.[91]
არიენისა და ბერნადინის პირველ პაემანს იხსენებს რობენის პირველი მწვრთნელი, ბარენდ ბელტმანი:
არიენი ახალგაზრდულ ასაკში ძალიან მოძრავი და გაბედული იყო. ის ძალიან პუნქტუალური იყო და არასდროს აგვიანებდა. მაგრამ ერთ ოთხშაბათ საღამოს ვარჯიშზე 15 წუთით დააგვიანა. მე მას ვკითხე ასე რატომ მოხდა. „ჩვენ ვიყავით ბაზრის მოედანზე, გასართობად“, მითხრა მან. მასთან რამდენიმე გოგონა იყო, მე ვკითხე, „იყო მათ შორის ღირსეული?“ - „დიახ, მწვრთნელო, იყო“, მიპასუხა არიენმა. მის ქორწილში გავიგე, რომ გოგონა, რომელსაც არიენი იმ დღეს შეხვდა, ახლა მისი ცოლი და შვილების დედა გამხდარიყო. მას ბერნადინი ერქვა.
რობენი სრულყოფილად ფლობს ნიდერლანდურ, გერმანულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.
სხვადასხვა
ნიდერლანდელი არ მალავს, რომ ლუდი ძალიან უყვარს და თუკი თავისუფალი დრო აქვს, 1-2 კათხა ლუდს სიამოვნებით გეახლებათ. რობენის აზრით, მცირე რაოდენობის ლუდი ორგანიზმისათვის სასარგებელოც კია. მისი აზრით უპირველეს ყოვლისა უნდა გავმიჯნოთ ერთანეთისაგან ლუდის სიყვარული და ლუდით ალკოჰოლური თრობა. როგორც თავად ამბობს, ლუდს ყოველთვის სვამდა, მაგრამ ეს არც მის წონას დატყობია და ალბათ არც სპორტულ კარიერას. რობენი აღნიშნავს, რომ ფეხბურთელს იცნობს, რომლებიც კარგ ლუდზე უარს არ ამბობენ და ამის პარალელურად, ფეხბურთსაც კარგად თამაშობენ.[93]
კარიერული სტატისტიკა
საკლუბო სტატისტიკა
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
საკლუბო | ლიგა | თასი | ლიგის თასი | კონტინენტური | სხვა | საერთო | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კლუბი | ლიგა | სეზონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი |
ნიდერლანდი | ლიგა | ნიდერლანდების თასი | — | ევროპა | სხვა | საერთო | ||||||||
გრონინგენი | ერედივიზია | 2001–02 | 22 | 6 | 6 | 4 | — | — | — | 28 | 10 | |||
PSV | 2002–03 | 33 | 12 | 4 | 1 | 1 | 0 | 38 | 13 | |||||
2003–04 | 23 | 6 | 8 | 2 | 1 | 1 | 32 | 9 | ||||||
ინგლისი | ლიგა | ინგლისის თასი | ფეხბურთის ლიგის თასი | ევროპა | სხვა | საერთო | ||||||||
ჩელსი | პრემიერ ლიგა | 2004–05 | 18 | 7 | 2 | 0 | 4 | 1 | 5 | 1 | — | 29 | 9 | |
2005–06 | 28 | 6 | 4 | 1 | 1 | 0 | 6 | 0 | 1 | 0 | 40 | 7 | ||
2006–07 | 21 | 2 | 4 | 0 | 3 | 0 | 7 | 1 | 1 | 0 | 36 | 3 | ||
ესპანეთი | ლიგა | ესპანეთის თასი | — | ევროპა | სხვა | საერთო | ||||||||
რეალ მადრიდი | ესპანეთის ლა ლიგა | 2007–08 | 21 | 4 | 2 | 1 | — | 5 | 0 | 0 | 0 | 28 | 5 | |
2008–09 | 29 | 7 | 0 | 0 | 6 | 1 | 2 | 0 | 37 | 8 | ||||
გერმანია | ლიგა | გერმანიის თასი | — | ევროპა | სხვა | საერთო | ||||||||
მიუნხენის ბაიერნი | გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგა | 2009–10 | 24 | 16 | 3 | 3 | — | 10 | 4 | — | 37 | 23 | ||
2010–11 | 14 | 12 | 1 | 1 | 2 | 0 | 0 | 0 | 17 | 13 | ||||
2011–12 | 24 | 12 | 3 | 2 | 9 | 5 | — | 36 | 19 | |||||
2012–13 | 16 | 5 | 5 | 4 | 9 | 4 | 1 | 0 | 30 | 13 | ||||
2013–14 | 19 | 10 | 3 | 3 | 6 | 3 | 2 | 2 | 30 | 18 | ||||
კარიერა: საერთო | ნიდერლანდები | 78 | 24 | 6 | 4 | — | 13 | 4 | 2 | 1 | 99 | 33 | ||
ინგლისი | 67 | 15 | 10 | 1 | 8 | 1 | 18 | 2 | 2 | 0 | 105 | 19 | ||
ესპანეთი | 50 | 11 | 2 | 1 | — | 11 | 1 | 2 | 0 | 65 | 13 | |||
გერმანია | 97 | 55 | 15 | 13 | — | 36 | 16 | 3 | 2 | 151 | 86 | |||
კარიერული სტატისტიკა | 292 | 105 | 33 | 19 | 8 | 1 | 76 | 21 | 9 | 3 | 417 | 151 |
სანაკრებო
სანაკრებო სტატისტიკა
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
2003 | 3 | 1 |
2004 | 8 | 2 |
2005 | 6 | 3 |
2006 | 10 | 2 |
2007 | 4 | 0 |
2008 | 6 | 2 |
2009 | 8 | 1 |
2010 | 7 | 4 |
2011 | 1 | 0 |
2012 | 10 | 2 |
2013 | 10 | 5 |
2014 | 7 | 4 |
სულ | 80 | 26 |
ჩატარებული სანაკრებო მატჩები
№ | თარიღი | მასპინძელი გუნდი | სტუმარი გუნდი | შედეგი | შეხვედრის რანგი | გატანილი გოლი | საგოლე გადაცემა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
PSV-ში თამაშის დროს | ||||||||||||||
1. | 30 აპრილი, 2003 | ნიდერლანდები | პორტუგალია | ამხანაგური | ||||||||||
2. | 6 სექტემბერი. 2003 | ნიდერლანდები | ავსტრია | ევრო 2004: კვალიფიკაცია | ||||||||||
3. | 11 ოქტომბერი, 2003 | ნიდერლანდები | მოლდოვა | ევრო 2004: კვალიფიკაცია | ||||||||||
4. | 18 თებერვალი 2004 | ნიდერლანდები | აშშ | ამხანაგური | ||||||||||
5. | 1 ივნისი, 2004 | ნიდერლანდები | ფარერის კუნძულები | ამხანაგური | ||||||||||
6. | 5 ივნისი, 2004 | ნიდერლანდები | ირლანდია | ამხანაგური | ||||||||||
7. | 19 ივნისი, 2004 | ჩეხეთი | ნიდერლანდები | ევრო 2004 | ||||||||||
8. | 23 ივნისი, 2004 | ლატვია | ნიდერლანდები | ევრო 2004 | ||||||||||
9. | 26 ივნისი, 2004 | ნიდერლანდები | შვედეთი | ევრო 2004 | ||||||||||
10. | 30 ივნისი, 2004 | პორტუგალია | ნიდერლანდები | ევრო 2004 | ||||||||||
ჩელსიში თამაშის დროს | ||||||||||||||
11. | 17 ნოემბერი, 2004 | ანდორა | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2006: კვალიფიკაცია | ||||||||||
12. | 26 მარტი, 2005 | რუმინეთი | ნიდერლანდები |
მსოფლიო თასი 2006: კვალიფიკაცია | ||||||||||
13. | 4 ივნისი, 2005 | ნიდერლანდები | რუმინეთი | მსოფლიო თასი 2006: კვალიფიკაცია | ||||||||||
14. | 8 ივნისი, 2005 | ფინეთი | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2006: კვალიფიკაცია | ||||||||||
15. | 17 აგვისტო, 2005 | ნიდერლანდები | გერმანია | ამხანაგური | ||||||||||
16. | 7 სექტემბერი. 2005 | ნიდერლანდები | ანდორა | მსოფლიო თასი 2006: კვალიფიკაცია | ||||||||||
17. | 8 ოქტომბერი 2005 | ჩეხეთი | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2006: კვალიფიკაცია | ||||||||||
18. | 1 მარტი, 2006 | ნიდერლანდები | ეკვადორი | ამხანაგური | ||||||||||
19. | 27 მაისი, 2006 | ნიდერლანდები | კამერუნი | ამხანაგური | ||||||||||
20. | 4 ივნისი, 2006 | ნიდერლანდები | ავსტრალია | ამხანაგური | ||||||||||
21. | 11 ივნისი, 2006 | სერბეთი და ჩერნოგორია | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2006 | ||||||||||
22. | 16 ივნისი, 2006 | კოტ-დ’ივუარი | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2006 | ||||||||||
23. | 25 ივნისი, 2006 | ნიდერლანდები | პორტუგალია | მსოფლიო თასი 2006 | ||||||||||
24. | 16 აგვისტო, 2006 | ირლანდია | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
25. | 7 ოქტომბერი, 2006 | ბულგარეთი | ნიდერლანდები | ევრო 2008: კვალიფიკაცია | ||||||||||
26. | 11 ოქტომბერი, 2006 | ნიდერლანდები | ალბანეთი | ევრო 2008: კვალიფიკაცია | ||||||||||
27. | 15 ნოემბერი, 2006 | ნიდერლანდები | ინგლისი | ამხანაგური | ||||||||||
28. | 24 მარტი, 2007 | ნიდერლანდები | რუმინეთი | ევრო 2008: კვალიფიკაცია | ||||||||||
29. | 28 მარტი, 2007 | სლოვენია | ნიდერლანდები | ევრო 2008: კვალიფიკაცია | ||||||||||
რეალ მადრიდში თამაშის დროს | ||||||||||||||
30. | 13 ოქტომბერი, 2007 | რუმინეთი | ნიდერლანდები | ევრო 2008: კვალიფიკაცია | ||||||||||
31. | 17 ოქტომბერი, 2007 | ნიდერლანდები | სლოვენია | ევრო 2008: კვალიფიკაცია | ||||||||||
32. | 29 მაისი, 2008 | ნიდერლანდები | დანია | ამხანაგური | ||||||||||
33. | 1 ივნისი, 2008 | ნიდერლანდები | უელსი | ამხანაგური | ||||||||||
34. | 13 ივნისი, 2008 | საფრანგეთი | ნიდერლანდები | ევრო 2008 | ||||||||||
35. | 17 ივნისი, 2008 | ნიდერლანდები | რუმინეთი | ევრო 2008 | ||||||||||
36. | 20 აგვისტო, 2008 | რუსეთი | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
37. | 10 სექტემბერი, 2008 | ჩრდ. მაკედონია | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2010: კვალიფიკაცია | ||||||||||
38. | 11 თებერვალი, 2009 | ტუნისი | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
39. | 28 მარტი, 2009 | ნიდერლანდები | შოტლანდია | მსოფლიო თასი 2010: კვალიფიკაცია | ||||||||||
40. | 1 აპრილი, 2009 | ნიდერლანდები | ჩრდ. მაკედონია | მსოფლიო თასი 2010: კვალიფიკაცია | ||||||||||
41. | 6 ივნისი, 2009 | ისლანდია | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2010: კვალიფიკაცია | ||||||||||
42. | 10 ივნისი, 2009 | ნიდერლანდები | ნორვეგია | მსოფლიო თასი 2010: კვალიფიკაცია | ||||||||||
43. | 12 აგვისტო, 2009 | ნიდერლანდები | ინგლისი | ამხანაგური | ||||||||||
მიუნხენის ბაიერნში თამაშის დროს | ||||||||||||||
44. | 5 სექტემბერი, 2009 | ნიდერლანდები | იაპონია | ამხანაგური | ||||||||||
45. | 9 სექტემბერი, 2009 | შოტლანდია | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2010: კვალიფიკაცია | ||||||||||
46. | 3 მარტი, 2010 | ნიდერლანდები | აშშ | ამხანაგური | ||||||||||
47. | 5 ივნისი, 2010 | ნიდერლანდები | უნგრეთი | ამხანაგური | ||||||||||
48. | 24 ივნისი, 2010 | კამერუნი | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2010 | ||||||||||
49. | 28 ივნისი, 2010 | ნიდერლანდები | სლოვაკეთი | მსოფლიო თასი 2010 | ||||||||||
50. | 2 ივლისი, 2010 | ბრაზილია | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2010 | ||||||||||
51. | 6 ივლისი, 2010 | ურუგვაი | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2010 - ნახევარფინალი | ||||||||||
52. | 11 ივლისი, 2010 | ნიდერლანდები | ესპანეთი | მსოფლიო თასი 2010 - ფინალი | ||||||||||
53. | 4 ივნისი, 2011 | ბრაზილია | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
54. | 29 თებერვალი, 2012 | ინგლისი | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
55. | 26 მაისი, 2012 | ნიდერლანდები | ბულგარეთი | ამხანაგური | ||||||||||
56. | 30 მაისი, 2012 | ნიდერლანდები | სლოვაკეთი | ამხანაგური | ||||||||||
57. | 2 ივნისი, 2012 | ნიდერლანდები | ჩრდილოეთი ირლანდია | ამხანაგური | ||||||||||
58. | 9 ივნისი, 2012 | ნიდერლანდები | დანია | ევრო 2012 | ||||||||||
59. | 13 ივნისი, 2012 | გერმანია | ნიდერლანდები | ევრო 2012 | ||||||||||
60. | 17 ივნისი, 2012 | ნიდერლანდები | პორტუგალია | ევრო 2012 | ||||||||||
61. | 15 აგვისტო, 2012 | ბელგია | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
62. | 7 სექტემბერი, 2012 | ნიდერლანდები | თურქეთი | მსოფლიო თასი 2014: კვალიფიკაცია | ||||||||||
63. | 14 ნოემბერი, 2012 | ნიდერლანდები | გერმანია | ამხანაგური | ||||||||||
64. | 6 თებერვალი, 2013 | ნიდერლანდები | იტალია | ამხანაგური | ||||||||||
65. | 22 მარტი, 2013 | ნიდერლანდები | ესტონეთი | მსოფლიო თასი 2014: კვალიფიკაცია | ||||||||||
66. | 26 მარტი, 2013 | ნიდერლანდები | რუმინეთი | მსოფლიო თასი 2014: კვალიფიკაცია | ||||||||||
67. | 7 ივნისი, 2013 | ინდონეზია | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
68. | 11 ივნისი, 2013 | ჩინეთი | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
69. | 14 აგვისტო, 2013 | პორტუგალია | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
70. | 6 სექტემბერი, 2013 | ესტონეთი | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2014: კვალიფიკაცია | ||||||||||
71. | 11 ოქტომბერი, 2013 | ნიდერლანდები | უნგრეთი | მსოფლიო თასი 2014: კვალიფიკაცია | ||||||||||
72. | 15 ოქტომბერი, 2013 | თურქეთი | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2014: კვალიფიკაცია | ||||||||||
73. | 16 ნოემბერი, 2013 | იაპონია | ნიდერლანდები | ამხანაგური | ||||||||||
74. | 31 მაისი, 2014 | ნიდერლანდები | განა | ამხანაგური | ||||||||||
75. | 4 ივნისი, 2014 | ნიდერლანდები | უელსი | ამხანაგური | ||||||||||
76. | 13 ივნისი, 2014 | ესპანეთი | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2014 | ||||||||||
77. | 18 ივნისი, 2014 | ავსტრალია | ნიდერლანდები | მსოფლიო თასი 2014 |
განახლდა 19 ივნისს, 2014[94]
სანაკრებო მატჩებში გატანილი გოლები
ტიტულები
კლუბი
- ერედივიზია: 2002–03
- ნიდერლანდების სუპერთასი: 2003
- პრემიერ ლიგა: 2004–05, 2005–06
- ინგლისის საფეხბურთო თასი: 2007
- ლიგის თასი: 2005, 2007
- ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი: 2005
- ლა ლიგა: 2007–08
- ესპანეთის სუპერთასი: 2008
- ბუნდესლიგა: 2009–10, 2012–13, 2013–14, 2014–15, 2015–2016, 2016–17, 2017–18
- გერმანიის თასი: 2009–10, 2012–13, 2013–14, 2015–16
- გერმანიის სუპერთასი: 2010, 2012, 2016, 2017, 2018
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2012–13
- უეფა-ს სუპერთასი: 2013
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2013
ნიდერლანდები
- ნიდერლანდები
- მსოფლიო ჩემპიონატი — მეორე ადგილი: 2010, მესამე ადგილი: 2014
პირადი
- ნიდერლანდების წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2003
- პრემიერლიგის თვის ფეხბურთელი: ნიემბერი, 2004
- პროფესინალური საფეხბურთო ლიგის გუნდი: 2005
- პრემიერ ლიგის თვის გოლი: დეკემბერი, 2005
- ბრავოს ჯილდო: 2005
- გერმანიის თვის გოლი: იანვარი, 2010; მარტი, 2010; აპრილი, 2010
- კიკერის წლი ფეხბურთელი: 2010[95]
- გერმანიის წლის ფეხბურთელი: 2010
- უეფას წლის გუნდი (1): 2010–11
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2013
რესურსები ინტერნეტში
- არიენ რობენი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- FC Bayern Munich profile
- Arjen Robben — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- Profile დაარქივებული 2011-04-07 საიტზე Wayback Machine. at SoccerSurfer.com
- Wereld van oranje.nl Profile დაარქივებული 2012-02-06 საიტზე Wayback Machine. (ნიდერლანდური ენა)
- Arjen Robben დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. at OnsOranje (ნიდერლანდური ენა)
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 „UEFA Champions League – Players – Robben“. uefa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ 2.0 2.1 2.2 „Arjen Robben“. ChelseaFC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ 3.0 3.1 „FA Premier League Seasonal awards 2004/05“. Premierleague.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ Real cash in on Dutch duo. sky sports (28 August 2009). ციტირების თარიღი: 30 August 2009.
- ↑ Arjen Robben ist Fußballer des Jahres German. Kicker Online (8 August 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 8 August 2010.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 „Arjen Robben Football Profile“. eurosport.yahoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ Arjen Robben German. em-08. ციტირების თარიღი: 19 June 2010.
- ↑ „Arjen Robben most talented player“. psv.nl. 23 June 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Chelsea sign Robben“. BBC Sport. 2 March 2004. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Robben out for 4 to 6 weeks“. psv.nl. 13 March 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Robben injury blow“. psv.nl. 11 April 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Robben reveals his cancer scare“. BBC Sport. 9 December 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 11 July 2010.
- ↑ „Rooney secures young player prize“. BBC Sport. 22 April 2005. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Chelsea charges dominate PFA nominations“. RTÉ Sport. 14 April 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Robben sidelined with broken foot“. BBC Sport. 8 February 2005. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Reina reacts angrily to Robben theatrics“. RTÉ SPORT. 7 February 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Live - Carling Cup final“. BBC. 25 February 2007. ციტირების თარიღი: 26 April 2012.
- ↑ „Robben out for four weeks after knee surgery“. ESPNsoccernet. 31 March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Arjen Robben 2006-07“. Soccerbase. ციტირების თარიღი: 24 April 2012.
- ↑ „Liverpool 1-0 Chelsea (Agg: 1-1)“. BBC. 1 May 2007. ციტირების თარიღი: 24 April 2012.
- ↑ „FA Cup final - Chelsea 1-0 Man Utd“. BBC. 19 May 2007. ციტირების თარიღი: 24 April 2012.
- ↑ „Reports: Real Madrid close to signing Ballack and Robben from Chelsea for €40 million“. IHT. 4 August 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Robben: "Me hace feliz el interés del Madrid"“ (Spanish). As.com. 8 August 2007. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Robben dreaming of move to Madrid“. CNN. 10 August 2007. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ Hooper, Andy (9 August 2007). „Arjen Robben signs for Real Madrid“. London: Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 17 March 2010.
- ↑ „Heinze & Robben seal Real switch“. BBC Sport. 23 August 2007. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Real secure Robben & Heinze“. Sky Sports. 23 August 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 3 August 2007.
- ↑ „Robben determined to prove his worth“. ABC News. 24 August 2007. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ Robben determined to prove his worth
- ↑ Real secure Robben & Heinze
- ↑ „Raul and Ruud on target“. ESPNSoccernet. Reuters. 18 September 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 9 June 2011.
- ↑ „Valladolid 1–1 Real Madrid“. ESPNSoccernet. Liga Nacional de Fútbol Profesional. 23 September 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 9 June 2011.
- ↑ Guti salva al Real Madrid del desastre
- ↑ „Real Madrid 7–0 Valladolid“. ESPNSoccernet. Liga Nacional de Fútbol Profesional. 10 February 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 9 June 2011.
- ↑ Fletcher, Paul (7 May 2008). „Real Madrid 4-1 Barcelona“. BBC. ციტირების თარიღი: 27 November 2011.
- ↑ „Bayern Munich seal Robben signing“. BBC Sport. 28 August 2009. ციტირების თარიღი: 8 January 2010.
- ↑ Robben agrees Bayern move. Sky Sports (27 August 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 8 January 2010.
- ↑ I Was Forced To Leave Real Madrid – Bayern Munich-Bound Arjen Robben. Goal.com (27 August 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 8 January 2010.
- ↑ 39.0 39.1 Bayern Munich seal Robben signing
- ↑ Robben agrees Bayern move
- ↑ Robben ya es jugador del Bayern
- ↑ Arjen Robben completes switch to Bayern
- ↑ UPDATE 2-Soccer-Robben scores two on debut in Bayern’s first win. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05. ციტირების თარიღი: 2013-06-08.
- ↑ Get set for the «Baylacticos» as Robben and Ribéry prove deadly
- ↑ ვოლფსბურგი (ვოლფსბურგი): ბაიერნი (მიუნხენი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-09. ციტირების თარიღი: 2013-06-08.
- ↑ „Man Utd 3 – 2 Bayern Munich (agg 4 – 4)“. BBC News. 7 April 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 7 April 2010.
- ↑ რობენი: ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩემს კარიერაში[მკვდარი ბმული]
- ↑ 48.0 48.1 „Bayern angry with Dutch over Arjen Robben injury“. BBC News. 3 August 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 6 August 2010.
- ↑ New contract German. FCB (3.5.2012). ციტირების თარიღი: 3 May 2012.
- ↑ Dawkes, Phil. (25 April 2012) Bayern Munich will face Chelsea in the Champions League final after beating Real Madrid in a penalty shoot-out following an engrossing semi-final. BBC sport. ციტირების თარიღი: 27 May 2012.
- ↑ Arjen Robben admits penalty miss against Chelsea was 'terrible'. BBC Sport (20 May 2012). ციტირების თარიღი: 20 May 2012.
- ↑ Holland players blast 'scandalous' treatment of Arjen Robben by Bayern Munich fans after penalty miss. The Telegraph (23 May 2012). ციტირების თარიღი: 23 May 2012.
- ↑ Peck, Brooks. (23 May 2012) Arjen Robben jeered by Bayern Munich fans at Netherlands friendly. sports.yahoo.com. ციტირების თარიღი: 27 May 2012.
- ↑ Robben banishes pain of 2012 as German champions claim fifth European title. Daily Mail UK (25 May 2013). ციტირების თარიღი: 11 June 2013.
- ↑ „Arjen Robben accepts Champions League final man of the match award from Sir Alex Ferguson – video“. The Guardian. 26 May 2013. ციტირების თარიღი: 27 May 2013.
- ↑ „Dortmund prevail over Bayern in Supercup thriller“. Bundesliga. 27 ივლისი, 2013. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Bayern Munich 3-1 Borussia M'gladbach“. Eurosport. 9 August 2013. ციტირების თარიღი: 10 March 2014.
- ↑ „Bayern start defence well against CSKA Moskva“. UEFA. 17 სექტემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Man City 1-3 Bayern Munich“. BBC. 2 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ცსკა მოსკოვი 1-3 მიუნხენის ბაიერნი“. BBC. 27 ნოემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „რობენი: „გვარდიოლასთან პრობლემა არ მაქვს”“. მსოფლიო სპორტი. 8 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Borussia Dortmund 0-3 Bayern“. BBC. 23 November 2013. ციტირების თარიღი: 10 March 2014.
- ↑ „Robben to miss Club World Cup through injury“. Marca. 5 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Five-star Bayern make Schalke suffer“. Bundesliga. 1 მარტი, 2014. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „რობენი ბაიერნში 2017 წლამდე დარჩება“. FC Bayern Munich. 19 მარტი, 2014. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „რობენმა „ბაიერნთან” 2017 წლამდე გაახანგრძლივა“. მსოფლიო სპორტი. 19 მარტი, 2014. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Kluivert marca un tanto histórico a pase de Makaay
- ↑ „Holland 2–3 Czech Rep“. BBC Sport. 19 June 2004. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Holland end Swede dream“. BBC Sport. 26 June 2004. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ „Arjen Robben Stats“. ESPNsoccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ Van Marwijk trims Dutch squad to 27. AFP (15 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 18 May 2010.
- ↑ „Holland coach Bert van Marwijk finalises World Cup squad“. London: The Guardian. Press Association. 27 May 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 27 May 2010.
- ↑ Corder, Mike (5 June 2010). „Arjen Robben limps off in Netherlands' 6–1 win“. USA Today. Associated Press. ციტირების თარიღი: 5 June 2010.
- ↑ „Van Marwijk says Robben will stay on Dutch squad“. Associated Press. 6 June 2010. ციტირების თარიღი: 7 June 2010.[მკვდარი ბმული]
- ↑ Holland winger Arjen Robben has arrived in South Africa. World cup news.com (12 June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 12 June 2010.
- ↑ Bevan, Chris (24 June 2010). „Cameroon 1–2 Netherlands“. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 29 June 2010.
- ↑ Dawkes, Phil (28 June 2010). „Netherlands 2–1 Slovakia“. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 29 June 2010.
- ↑ Bevan, Chris (6 July 2010). „Uruguay 2–3 Netherlands“. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 7 July 2010.
- ↑ Iniesta sinks Dutch with late strike. ESPN Soccernet (11 July 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 13 July 2010.
- ↑ Scholten, Berend (26 May 2012). „Bouma and Willems make final Dutch squad“. UEFA.com. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
- ↑ „Euro 2012: Tim Krul & Michel Vorm in final Netherlands squad“. bbc.co.uk. 26 May 2012. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
- ↑ „Euro 2012: The Curious Case of Arjen Robben“. ibtimes.com. 14 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
- ↑ Van Gaal masterminds Dutch destruction of Spai დაარქივებული 2015-02-08 საიტზე Wayback Machine. . ESPN. 13 ივნისი, 2014
- ↑ ROBBEN; NETHERLANDS; FORWARD has been elected Budweiser MAN OF THE MATCH! დაარქივებული 2014-06-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ Holland top Group B after Leroy Fer header helps break Chile’s resolve. გარდიანი (23 ივნისი, 2014).
- ↑ კორდერი, მაიკ (29 ივნისი, 2014). „Robben Falls Theatrically to Earn Decisive Penalty“. abcnews.go.com. Associated Press. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ ბონი, კაილ. (29 ივნისი, 2014) Arjen Robben apologizes for early-match diving, but agrees with penalty call. NBC Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14.
- ↑ „Netherlands 0-0 Costa Rica“. BBC. 5 June 2014. ციტირების თარიღი: 6 June 2014.
- ↑ „Arjen Robben dropped by“. PSV Eindhoven. 7 January 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 3 August 2008.
- ↑ Arjen Robben. Bayern Munich. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 25 March 2010.
- ↑ Bradfield, Stephen (9 August 2007). „Robben happy with Real interest“. London: The Guardian. ციტირების თარიღი: 27 January 2009.
- ↑ Hunter, Andy; Lowe, Sid; Duarte, Fernando (4 June 2010). „World Cup 2010: Seven of the best players going to South Africa“. London: Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 6 June 2010.
- ↑ „არიენ რობენს ლუდი ყვარებია“. მსოფლიო სპორტი. 15 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Interlands Nederlands elftal, transfermarkt.co.uk
- ↑ Robben: Er kam, sah und traf und traf German. kicker (15 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 16 May 2010.
|
|
|
|
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - ივლისი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - სექტემბერი 2021
- რჩეული სტატიები
- დაბადებული 1984
- ნიდერლანდელი ფეხბურთელები
- მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელები
- გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ერედივიზიის ფეხბურთელები
- 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- გრონინგენის ფეხბურთელები
- ეინდჰოვენის პსვ-ს ფეხბურთელები
- დაბადებული 23 იანვარი
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები