ედვინ ვან დერ სარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედვინ ვან დერ სარი[1]
Edwin van der Sar side.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 ოქტომბერი, 1970.[2]
დაბადების
ადგილი
ვურჰაუტი, ნიდერლანდი.[3]
სიმაღლე 201 სმ.[4]
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1980-1985 Foreholte
1985-1990 VV Noordwijk
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990-1999 აიაქსი 226 (1)
1999-2001 იუვენტუსი 66 (0)
2001-2005 ფულემი 127 (0)
2005-2011 მანჩესტერ იუნაიტედი 186 (0)
სულ 605 (1)
ეროვნული ნაკრები
1995-2008 ნიდერლანდი 130 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლ. Edwin van der Sar; დ. 29 ოქტომბერი, 1970, ვურჰაუტი, ნიდერლანდი) — ჰოლანდიელი ფეხბურთელი. ვან დერ სარი ორჯერ არის დასახელებული როგორც ევროპის საუკეთესო მეკარე, 1992 და 2009 წლებში. მას ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრების ისტორიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაბადა 1970 წელს ვურჰაუტში. ედვინ ვან დერ სარის პირველი კლუბი იყო ფორჰოლტე, გუნდი ადგილობრივი იყო. შემდეგ სარი გადავიდა ნოორდვიკში. ლუის ვან გაალმა მიიქცია ვან დერ სარის ყურადღება და სარიც აიაქსში გადავიდა. ცხრა წლის შემდეგ გადავიდა იტალიურ გუნდ იუვენტუსში. 2001 წელს გადავიდა „ფულემში“.,ოთხი სეზონის შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“. სარი იმ ფეხბურთელთა რიცხვშია, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგეს სხვადასხვა გუნდებში. „მანჩესტერში“ ის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა 2006-07, 2007-08, 2008-09 სეზონებში. პირველად მან მოიგა აიაქსთან ერთად 1995 წელს, მეორედ კი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად 2008 წელს. მას ასევე მოგებული აქვს უეფას თასი 1992 წელს აიაქსის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. (2010) The PFA Footballers' Who's Who 2010–11. Mainstream Publishing, გვ. 419. ISBN 978-1-84596-601-0. 
  2. Edwin Van der Sar ESPN. Soccernet.espn.go.com. ESPN Soccernet (3 February 2011). წაკითხვის თარიღი: 3 February 2011.
  3. Edwin van der Sar Manchester United. ManUtd.com. Manchester United (3 February 2011). წაკითხვის თარიღი: 3 February 2011.
  4. White, Jim (2008). Manchester United: The Biography. London: Sphere, გვ. 425. ISBN 978-1-84744-088-4.