შინაარსზე გადასვლა

რაფაელ ვან დერ ვარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფაელ ვან დერ ვაარტი
Rafael van der Vaart
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაფაელ ფერდინანდ ვან დერ ვაარტი
Rafael Ferdinand van der Vaart[1]
დაბადების
თარიღი
11 თებერვალი, 1983 (1983-02-11) (43 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ჰემსკერკი, ნიდერლანდი
სიმაღლე 176 სმ[3]
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჰამბურგი
ნომერი 23
ახალგაზრდული კარიერა
1987–1993 De Kennemers
1993–2000 აიაქსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000–2005 აიაქსი 117 (52)
2005–2008 ჰამბურგი 74 (29)
2008–2010 რეალ მადრიდი 58 (11)
2010–2012 ტოტენჰემ ჰოტსპური 63 (24)
2012–2015 ჰამბურგი 79 (16)
2015–2016 რეალ ბეტისი 7 (0)
2016- მიდტიულანი 12 (2)
ეროვნული ნაკრები
1998–1999 ნიდერლანდი U17 13 (5)
1999–2000 ნიდერლანდი U19 8 (2)
2000–2001 ნიდერლანდი U21 4 (2)
2001–2013 ნიდერლანდი 109 (25)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 იანვარი, 2016
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 იანვარი, 2016

რაფაელ ვან დერ ვარტი (დ. 11 თებერვალი, 1983) — ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ნიდერლანდის ეროვნული ნაკრებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული და 25 გოლი გატანილი. კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა გერმანულ საფეხბურთო კლუბ ჰამბურგში.

რაფაელ ვან დერ ვაარტმა ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა დაიწყო „დეკენემერსში“. 1993 წელს გადავიდა „აიაქსის“ ახალგაზრდულ აკადემიაში. მისი პროფესიონალური დებიუტი ამ კლუბში შედგა 2000 წელს 19 აპრილს. 2000-2001 წლების სეზონში მწვრთნელმა კო ადრიაანსემ ის შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაიყვანა. ვან დერ ვაარტი ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და იმ სეზონში 7 გოლი გაიტანა. 2002-03 წლების სეზონში მან 21 თამაშში 18 გოლის გატანა მოახერხა.

2005 წელს ის გადავიდა „ჰამბურგში“, სადაც პირველივე წელს გამოიჩინა თავი და გაიტანა 9 გოლი. ვან დერ ვაარტი შემდეგი სეზონისთვის კლუბის კაპიტნად დაინიშნა, თუმცა 2006-2007 წლის სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა „ჰამბურგისთვის“. ვან დერ ვაარტის შეძენის სურვილი გამოთქვა „რეალმა“, მაგრამ ჰოლანდიელი კიდევ ერთი წლით დარჩა ჰამბურგში.

2008 წლის 4 აგვისტოს ვან დერ ვაარტი გადავიდა მადრიდში 13 მილიონი ევროს საფასურად. მადრიდში მან ორი სეზონი გაატარა. 2010 წლის 31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 საათით ადრე ვან დერ ვაარტი 8 მილიონ ევროდ შეიძინა „ტოტენჰემმა“. ახალ კლუბში ვან დერ ვაარტი იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და საკვანძო ფიგურა „ტოტენჰემის“ მწვრთნელის ჰარი რედნაპის ტაქტიკაში. 2012 წელს კლუბში ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში მივიდა, ვან დერ ვაარტმა დატოვა ინგლისი და თავის ყოფილ კლუბს - „ჰამბურგს“ - დაუბრუნდა.

ვან დერ ვაარტის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2001 წელს. მას შემდეგ ვან დერ ვაარტმა ხუთ დიდ საფეხბურთო ტურნირში მიიღო მონაწილეობა: სამჯერ ევროპის (2004, 2008 და 2012) და ორჯერ მსოფლიოს (2006 და 2010) ჩემპიონატებზე.

2004 და 2006 წლებში ის სათადარიგო მოთამაშე იყო. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მან ადგილი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაიმკვიდრა, სასტარტო თრთმეტეულში ხვდებოდა ის 2010 და 2012 წლების ჩემპიონატებზეც.

პირადი და ოჯახური ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 10 ოქტომბერს ვან დერ ვაარტი დაქორწინდა ჰოლანდიელ მსახიობზე სილვიე მეისზე. წყვილი „ახალ ბექჰემებად“ ომნათლეს. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ბიჭი დამიენი.

კარიერული სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 11 დეკემბერი, 2016.[4][5]
კლუბი სეზონი ლიგა თასი ლიგის თასი ევროპა სხვა[6] ჯამი
მატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლები
აიაქსი 1999–2000 10000010
2000–01 2771042329
2001–02 201422512717
2002–03 21182062123022
2003–04 2671071348
2004–05 226207110327
ჯამი 11752822972215663
ჰამბურგი 2005–06 1992085723616
2006–07 2680020533311
2007–08 29124493224421
ჯამი 7429642022119411348
რეალ მადრიდი 2008–09 325107020425
2009–10 2662130317
ჯამი 581131100207312
ტოტენჰემ ჰოტსპური 2010–11 28131000723615
2011–12 33114110113913
2012–13 2000000020
ჯამი 63245110837728
ჰამბურგი 2012–13 27500275
2013–14 2773120328
2014–15 2442110275
ჯამი 781652308618
რეალ ბეტისი 2015–16 702090
ჯამი 702090
მიდტიულანი 2016–17 1221010142
ჯამი 1221010142
სულ 4091343010307021166528171
განახლდა: 19 ნოემბერი, 2013.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები
წელიმატჩებიგოლები
200110
200220
2003103
2004131
200592
200651
2007105
2008141
2009102
2010141
201151
2012104
201364
ჯამი10925

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. FIFA World Cup South Africa 2010 – List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-17. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2013.
  2. R. van der Vaart Dutch. Voetbal International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-12. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2013.
  3. Spielerprofil – Rafael van der Vaart German. Hamburger SV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-30. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2013.
  4. Football: Rafael van de Vaart. FootballDatabase.eu. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2011.
  5. Rafael van der Vaart. UEFA. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2011.
  6. Includes the Johan Cruyff Shield, Supercopa de España, UEFA Intertoto Cup and Bundesliga relegation play-offs