ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი (ან უბრალოდ ევროპის თასი), არის თასი, რომელითაც უეფა ყოველწლიურად აჯილდოებს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, თუმცა არა ორიგინალით. ორიგინალი სამუდამოდ მხოლოდ იმ კლუბებს რჩებათ, რომლებიც ლიგას 5-ჯერ ან ზედიზედ 3-ჯერ მოიგებენ.

თასის ორიგინალის მფლობელი კლუბები
  • ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი, მეექვსე გამარჯვების შემდეგ, 1956-60 წლებში და 1966 წელს.
  • ნიდერლანდების დროშა აიაქსი, ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1973 წელს.
  • გერმანიის დროშა ბაიერნი, ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1976 წელს.
  • იტალიის დროშა მილანი, მეხუთე გამარჯვების შემდეგ 1994 წელს.
  • ინგლისის დროშა ლივერპული, მეხუთე გამარჯვების შემდეგ 2005 წელს.