შინაარსზე გადასვლა

ფლორენტინო პერესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლორენტინო პერეს
როდრიგესი

დაიბადა1947 წლის, 8 მარტს
მადრიდში, ესპანეთი
ცხოვრობსმადრიდში, ესპანეთი
ეროვნებაესპანელი
განათლებამადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტი
ინჟინერ-მშენებელი
საქმიანობა ბიზნესმენი, სკ მადრიდის რეალის პრეზიდენტი
მშობლიური ქალაქიმადრიდი
ტიტული კლუბის პრეზიდენტი
სუფთა ღირებ. $1.9 მილიარდი
მეუღლე მარია ანხელეს „პიტინა“ სანდოვალი
შვილები ფლორენტინო პერეს სანდოვალი
ედუარდო პერეს სანდოვალი
მარია ანხელეს პერსეს სანდოვალი

ფლორენტინო პერეს როდრიგესი (ესპ. Florentino Pérez Rodríguez; დ. 8 მარტი, 1947) — ესპანელი ბიზნესმენი, განათლებით ინჟინერ-მშენებელი, ყოფილი პოლიტიკოსი და ამჟამად საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბ მადრიდის რეალის პრეზიდენტი.

ფლორენტინო პერეს როდრიგესი დაიბადა 1947 წლის 8 მარტს ქალაქ მადრიდში. უმაღლესი განათლება მადრიდის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო სპეციალობით გზების, არხების და პორტების ინჟინერი. მალევე იმავე უნივერსიტეტში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 25 წლისამ მეგობართან ერთად გახსნა გამომცემლობა სადაც იბეჭდებოდა «დასვენების ცნობარი» (ესპ. Guía del ocio). ამის შემდეგ მას არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, რომელთა შორის შეიძლება აღინიშნოს: ესპანეთის გზების ასოციაციის დირექტორობა(1973-1976), მადრიდის მერიის გარემოს დაცვაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარეობა (1976-1979). 1993 წელს გახდა სამშენებლო კომპანია ОСР-ის პრეზიდენტი.

1995 წელს მან თავისი კანდიდატურა მადრიდის რეალის პრეზიდენტობაზე წამოაყენა, მაგრამ 17 თებერვლის არჩევნებზე 698 ხმის სხვაობით დამარცხდა კლუბის იმჟამინდელ პრეზიდენტ რამონ მენდოსასთან. 2000 წლის 17 ივლისს ახდა პერესის დიდიხნის ოცნება და ის გახდა რეალის თავკაცი. მან 3167 ხმის უპირატესობით დაამარცხა თავისი მეტოქე ლორენს სანსომი. კლუბის პრეზიდენტობის დროს მან არა ერთ სკანდალში გაერია. განსაკუთრებული აჟიოტაჟი და მითქმა-მოთმა გამოიწვია პერესის მიერ ძვირადღირებული სპორტსმენების შეძენამ, მიუხედავად ამისა 2004 წელს მან განმეორებით გაიმარჯვა „სამეფო კლუბის“ არჩევნებში.

სკანდალები და გადადგომა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ესპანეთში განხილვის მთავარ საგნად იქცა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის პოსტიდან გადადგომა. ექვსი წლის მანძილზე პერესი უზარმაზარ ფინასურ რესურსებს ხარჯავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავების შესაძენად და ასეთი მეთოდით მას სურდა რეალის მსოფლიო გუნდად ჩამოყალიბება. საბოლოოდ ზედიზედ სამ სეზონში გუნდის წარუმატებლობის გამო და განსაკუთრებით 2006 წელს ორი მტკივნეული მარცხის გამო (ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში საკუთარ მოედანზე რეალი - არსენალი 1-0 და ესპანეთის ჩემპიონატი რეალი - მალიორკა 1-2) „გალაქტიკოსის“ შემქმნელი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. გადადგომის მიზეზად მმართველი საბჭოს შეხვედრაზე პერესმა ექიმების რეკომენდაცია დაასახელა.

„გუნდი საჭიროებს სასწრაფო რეფორმებს და ეს რეფორმები უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დაიწყოს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შესანიშნავი კოლექტივი, მაგრამ რაღაც მომენტში მან გუნდურობის სული დაკარგა. შეიძლება სწორედ მე ვარ დამნაშავე ამაში, შეიძლება მე შევაჩვიე მოთამაშეებს არასწორ რაღაცებს. დაე მე გავხდე ის საცობი რომლის ამოვარდნის შემდეგ ბოთლი წნევისგან განთავისუფლდება. მოკლედ მე მივდივარ“[1]

2009 წლის 1 ივნისს ფლორენტინო პერესი უალტერნატივოდ (ყველა კონკურენტმა მოხსნა თავისი კანდიდატურა) ისევ გახდა „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი. მან თავის პოლიტიკას მე-2 ვადაშიც არ უღალატა და პრეზიდენტად განმეორებით დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ორი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა — შეიძინა კაკა და კრიშტიანუ რონალდუ.

„რეალ მადრიდის“ ტიტულები მისი პრეზიდენტობის პერიოდში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერესის განხორციელებული ტრანსფერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხარისხიმოთამაშეკლუბი შეძენამდეტრანსფერის საფასური
(GBP მილიონი)
ტრანსფერის საფასური
(EUR მილიონი)
ტრანსფერის საფასური
(GEL მილიონი)
წელი
1.პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი80.094.0137.62009
2.ბრაზილიის დროშა კაკაიტალიის დროშა მილანი56.865.8137.62009
3.საფრანგეთის დროშა ზინედინ ზიდანიიტალიის დროშა იუვენტუსი46.076.0163.42001
4.პორტუგალიის დროშა ლუიშ ფიგუესპანეთის დროშა ბარსელონა37.058.5125.82000
5.ბრაზილიის დროშა რონალდოიტალიის დროშა ინტერი28.543.092.42002
6.ინგლისის დროშა დეივიდ ბეკჰემიინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი24.535.175.52003
7.საფრანგეთის დროშა ქარიმ ბენზემასაფრანგეთის დროშა ლიონი30.035.075.22009
8.ესპანეთის დროშა ჩაბი ალონსოინგლისის დროშა ლივერპული30.035.476.12009
9.ესპანეთის დროშა სერხიო რამოსიესპანეთის დროშა სევილია18.627.058.12005
10.არგენტინის დროშა ანხელ დი მარიაპორტუგალიის დროშა ბენფიკა20.525.053.82010
11.არგენტინის დროშა ვალტერ სამუელიიტალიის დროშა რომა16.825.053.82004
12.ბრაზილიის დროშა რობინიობრაზილიის დროშა სანტოსი16.524.051.62005
13.ბრაზილიის დროშა ხულიო ბაფტისტაესპანეთის დროშა სევილია13.820.043.02005
14.ინგლისის დროშა ჯონათან ვუდგეითიინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი13.419.842.62004
15.ესპანეთის დროშა რაულ ალბიოლიესპანეთის დროშა ვალენსია12.815.032.32009
16.გერმანიის დროშა მესუტ ოზილიგერმანიის დროშა ბრემენის ვერდერი12.315.032.32010
17.გერმანიის დროშა სამი კედირაგერმანიის დროშა შტუტგარტი11.414.030.12010
18.საფრანგეთის დროშა კლაუდ მაკელელეესპანეთის დროშა სელტა9.114.030.12000
19.ინგლისის დროშა მაიკლ ოუენიინგლისის დროშა ლივერპული8.011.925.62004
20.ესპანეთის დროშა პედრო ლეონიესპანეთის დროშა ხეტაფე8.010.021.52010
21.პორტუგალიის დროშა რიკარდო კარვალიოინგლისის დროშა ჩელსი6.58.017.22010
22.იტალიის დროშა ანტონიო კასანოიტალიის დროშა რომა3.85.511.82006
23.ესპანეთის დროშა სერხიო კანალესიესპანეთის დროშა რესინგ სანტანდერი(საფეხბურთო კლუბი)3.84.59.72010
24.ესპანეთის დროშა ესტებან გრანეროესპანეთის დროშა ხეტაფე3.44.08.62009
25.ესპანეთის დროშა ალვარო არბელოაინგლისის დროშა ლივერპული3.04.08.62009
26.ურუგვაის დროშა პაბლო გარსიაესპანეთის დროშა ოსასუნა2.74.08.62005
27.დანიის დროშა ტომას გრავესენიინგლისის დროშა ევერტონი2.53.67.72005
  1. ↑ ეს განცხადება მან 2006 წლის 17 თებერვალს მმართველი საბჭოს წინაშე სითყვით გამოსვლისას გააკეთა