რომან აბრამოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომან აბრამოვიჩი
რომან აბრამოვიჩი
ჩუკოტკის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი 2000 – 3 ივლისი 2008
წინამორბედიალექსანდრე ნაზაროვი
მემკვიდრერომან კოპინი

წინამორბედიკენ ბეიტსი

დაბადებული24 ოქტომბერი 1966
სარატოვი, რსფსრ
ეროვნებარუსი

რომან აბრამოვიჩი (დ. 24 ოქტომბერი 1966, სარატოვი, რსფსრ) — რუსი მეწარმე. 2000-2008 წლებში იყო ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის გუბერნატორი.[1] 2008 წლის 12 ოქტომბრიდან ჩუკოტკის დუმის დეპუტატი. 2008 წლის 22 ოქტომბრიდანჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის დუმის თავმჯდომარე.

რომან აბრამოვიჩი დაიბადა 1966 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ სარატოვში, ებრაულ ოჯახში. რომან აბრამოვიჩს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. დედა — ირინა ვასილიევის ასული (ქალიშვილობაში მიხაილენკო) 18 თვის ასაკში სეფსისის შედაგად გარდაეცვალა, ხოლო მამა — არკადი ნახიმოვის ძე აბრამოვიჩი (არონი) (დ. 1937) ოთხი წლის რომანს მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაეღუპა. ბავშვის აღზრდა დროებით ბიძამ, ლეიბ აბრამოვიჩმა ითავა. 8 წლიდან კი მოსკოვში მეორე ბიძასთან იზრდებოდა.

რომან აბრამოვიჩის კარიერა 1987 წელს მოსკოვის პატარა სამშენებლო საწარმოში მექანიკოსობიდან დაიწყო. აქტუალურ კომერციულ საქმიანობას 1990-იან წლებში შეუდგა, ე.წ. „პერესტროიკის“ დროს მომხდარი ცვლილებებით და რეფორმებით ისარგებლა და წვრილ-წვრილი კერძო საწარმოები, კოპერატივები შექმნა. თავდაპირველად პოლიმერული სათამაშოების მწარმოებელ კოპერატივს ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკის მასიურ ლიბერალიზაციასთან ერთად საბირჟო საქმიანობით დაინტერესდა. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ნავთობს ყიდულობდა, შემდეგ კი საექსპორტო ლიცენზიით უცხოეთში ყიდდა. 2008 წლის „Forbes“-ის მონაცემებით, წარმოშობით ებრაელი, რუსი მილიარდერი 23, 5 მილიარდი დოლარით მე-15 ადგილზე იმყოფება.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]