მანუელ ნოიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანუელ ნოიერი
20180602 FIFA Friendly Match Austria vs. Germany Manuel Neuer 850 0723.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
27 მარტი, 1986 (1986-03-27) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
გელზენკირხენი გერმანიის დროშა გერმანია
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბაიერნი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1991–2005 შალკე 04
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006-2011 შალკე 04 156 (0)
2011– ბაიერნი 224 (0)
ეროვნული ნაკრები
2009- გერმანია 91 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 ოქტომბერი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23 ოქტომბერი, 2019

მანუელ ნოიერი (გერმ. Manuel Neuer; დ. 27 მარტი, 1986) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „ბაიერნის“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე. ცნობილია შესანიშნავი რეაქციით და ბურთის განაწილების უნარით.[1] არის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ოქროს ხელთათმანის მფლობელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოიერმა პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა 2005 წელს მისი მშობლიური ქალაქის კლუბის, „შალკე 04-ს“ ყველა ასაკობრივ გუნდში წარმატებული გამოსვლის შემდეგ. მისი დებიუტი ბუნდესლიგაში შედგა 2006-2007 წლების სეზონში, როცა მოედანზე გამოჩნდა დაშავებული ფრანკ როსტის ნაცვლად. 20 წლის მეკარე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა მას შემდეგ, რაც როსტი დაშავდა „მიუნხენის ბაიერნთან“ მატჩის წინ.

2011 წლის 1 ივნისს „შალკე 04“ და „ბაიერნი“ შეთანხმდნენ, რომ ნოიერი გადავიდოდა მიუნხენურ კლუბში 2011 წლის ივლისში.[2] კლუბს და ნოიერს შორის გაფორმდა ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის ვადაც იწურებოდა 2016 წელს, თუმცა ნოიერმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. ტრანსფერის ფასი იყო €22 მილიონი და ნოიერი გახდა მეორე ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალკე 04 (2)
ბაიერნი (18)

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანია

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარე: 2007
  • ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე: 2009
  • Fritz-Walter-Medal 2005 ვერცხლი (კატეგორია U19)
  • Silbernes Lorbeerblatt (1): 2010[3]
  • ბუნდესლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2011[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Player Profile. ESPN Soccernet. წაკითხვის თარიღი: 1 July 2012.
  2. Schalke give green light to Neuer's Bayern move“, FC Schalke 04, 2 June 2011. წაკითხვის თარიღი: 2 June 2011. 
  3. DFB-Elf erhält Silbernes Lorbeerblatt German. Rheinische Post. წაკითხვის თარიღი: 19 December 2010.
  4. Manuel Neuer Fußballer des Jahres 2011 German. transfermarkt.de (31 July 2011). წაკითხვის თარიღი: 2 August 2011.