ალექს ფერგიუსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექს ფერგიუსონი
Alex Ferguson.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ალექსანდრ
ჩეპმენ ფერგიუსონი[1]
დაბადების
თარიღი
31 დეკემბერი, 1941 (1941-12-31) (73 წლის)
დაბადების
ადგილი
გლაზგო, შოტლანდია
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1957–1960 კვინზ პარკი 31 (15)
1960–1964 სტ. ჯონსტონი 37 (19)
1964–1967 დანფერმლაინი 89 (66)
1967–1969 რეინჯერსი 41 (25)
1969–1973 ფარკირკი 95 (37)
1973–1974 ეირ იუნაიტედი 24 (9)
ეროვნული ნაკრები
1967 შოტლანდია XI 7 (9)
სამწვრთნელო კარიერა
1986-2013 მანჩესტერ იუნაიტედი
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

სერ ალექსანდერ ჩეპმენ „ალექს“ ფერგიუსონი (ინგლ. Sir Alexander Chapman "Alex" Ferguson; დ. 31 დეკემბერი, 1941) — შოტლანდიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი 1986-2013 წლებში. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობისას ალექს ფერგიუსონმა მრავალი ტიტული მოიგო და მრავალ რეკორდს ფლობს.

1978 წლის ივნისში ფერგიუსონმა „აბერდინთან“ გააფორმა კონტრაქტი. „აბერდინი“ შოტლანდიის ერთ-ერთი მოწინავე კლუბი იყო, მაგრამ ჩემპიონატი 1955 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. ფერგიუსონმა შედეგს ორ წელიწადში მიაღწია და „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ ჰეგემონია დაამხო. 1983 წელს „აბერდინი“ მესამე შოტლანდიური კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასებზე გამარჯვება შეძლო: თასების თასის ფინალში ალფრედო დი სტეფანოს გაწვრთნილი „რეალ მადრიდი“ დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ფერგიუსონმა არ მიიღო „არსენალის“, „რეინჯერსის“ და „ტოტენჰემის“ წინადადებები. 1986 წელს ის შოტლანდიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად, ხოლო ჯოკ სტინსის, მთავარი მწვრთნელის გარდაცვალების შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა. 1986 წლის მუნდიალზე ფერგიუსონის ნაკრებმა ერთი ქულა მოიპოვა.

1986 წლის 6 ნოემბერს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფერგიუსონმა გუნდი დაატოვებინა კევინ მორანს, ნორმან უაითსაიდს, პოლ მაკგრატს. ასევე წავიდნენ მაიკ დაქსბერი, გორდონ სტრაჩანი, იესპერ ოლსენი, პიტერ დევენპორტი, რემი მოუზესი, ფრენკ სტეპლტონი. მან „ბრისტოლ სიტიდან“ გადმოიყვანა რალფ მილნი. მოგვიანებით, მან მილნიზე აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი ტრანსფერი მის სამწვრთნელო კარიერაში. გუნდის შეადგენლობაში გამოჩდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები პოლ ინსი და ლი შარფი. ახალი გუნდით ფერგიუსონმა 1990 წლის ასოციაციის თასი მოიგო. ეს იყო მისი პირველი ტიტული მანჩესტერში. ერთი წლის შემდეგ კი იოჰან კრუიფის „ბარსელონა“ დაამარცხა თასების თასის ფინალში. 1992-93 წლების სეზონში კი პირველად მოიგო ჩემპიონის ტიტული. ამის შემდეგ ფერგიუსონმა „ლიდსისგან“ ერიკ კანტონა იყიდა. კანტონას პერიოდში, მანჩესტერმა ხუთ სეზონში, ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა.

1999 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ალექს ფერგიუსონი რაინდად აკურთხა თავისი სპორტული დამსახურებებისათვის.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Sir Alexander Chapman Ferguson. mufcinfo.com. MUFCInfo. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
  2. Sir Alex's crowning glory“, BBC News, British Broadcasting Corporation (BBC), 20 ივლისი, 1999.