ბორუსია მენხენგლადბახი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მენხენგლადბახის ბორუსია
ლოგო
სრული სახელი Borussia VfL 1900
Mönchengladbach e.V.
მეტსახელი კვიცები (The Foals)
დაარსდა 1900წლის 1 აგვისტო, 113 წლის წინ
სტადიონი ბორუსია–პარკი
(ტევადობა: 54 057)
პრეზიდენტი გერმანიის დროშა როლფ კონიგსი
მწვრთნელი შვეიცარიის დროშა ლუსიენ ფავრი
კაპიტანი ბელგიის დროშა ფილიპ დემსი
ლიგა ბუნდესლიგა
2012–13 მე–8 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

მენხენგლადბახის ბორუსია (გერმ. Borussia Mönchengladbach; ცნობილი როგორც მიონხენგლადბახი ან გლადბახი) — გერმანიის ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბი, დაფუძნებული ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ მენხენგლადბახში. დაარსდა 1990 წლის 1 აგვისტოს, დღეს კი ასპარეზობს გერმანიის ჩემპიონატის რანგით უმაღლეს ლიგაში, სადაც პირველად კლუბი 1966–1967 წლების სეზონში გამოჩნდა. თანდათანობით კი ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კლუბი გახდა 1970–იან წლებში[1], მოიგო რა 5 ბუნდესლიგის ტიტული.

2004 წლის შემდეგ კლუბი თამაშობს ახალ სტადიონზე "ბორუსია პარკზე", რომლის ტევადობაც შეადგენს 54,057 ადამიანს. 1919 წლიდან 2004 წლამდე კლუბი ასპარეზობდა ბიოკელბერგშტადიონზე, რომელსაც ძალიან მცირე ტევადობა გააჩნდა. მენხენგლადბახის ბორუსიის წევრთა რიცხვი შეადგენს 50,000 ადამიანზე მეტ წევრს 2012 წლის თებერვლის მონაცემებით და გერმანიაში სიდიდით მეექვსე კლუბია. მათ უმთავრეს მეტოქედ საფეხბურთო კლუბი კელნი ითვლება.

სახელწოდება "ბორუსია" ლათინური სიტყვა "პრუსიიდან" მოდის. კლუბის მეტსახელია Die Fohlen [diː ˈfoːlən] (The Foals), რაც ქართულად კვიცებს ნიშნავს. 1970–იანი წლებიდან კლუბში დაინერგა სწრაფი, აგრესიული და შემტევი სტილი. კლუბის ოფიციალურ თილისმას წარმოადგენს კვიცი ჯიუნტერი.

მიენხენგლადბახელები საშინაო არენაზე ხუთ გზის ბუნდესლიგის გამარჯვებულები არიან (1969–70, 1970–71, 1974–75, 1975–76, 1976–77). სამ გზის გერმანიის თასისა (1959–60, 1972–73, 1994–95) და ერთ გზის გერმანიის სუპერთასის გამარჯვებულები (არაოფიცალური 1977). "ბორუსია" იყო პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც 1961 წელს უეფას თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობა მიიღო.

"ბორუსია" ევროპულ ასპარეზზე ორ გზის ევროპა ლიგის გამარჯვებულია. მათ ეს ტიტულები დაისაკუთრეს 1974–75 და 1978–79 წლების სეზონებში. პირველ შემთხვევაში მათ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ნიდერლანდების ტვენტე გაანადგურეს ანგარიშით 5:1, მეორე შემთხვევაში კი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" 2:1 სძლიეს. კლუბის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე მტკივნეულ მარცხად მიიჩნევა 1976–77 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წაგება რომის ოლიმპიურ სტადიონზე ლივერპულის წინააღმდეგ ანგარიშით 3:1.

მიონხენგლადბახის "ბორუსიისთვის" უდიდესი ფიგურაა იუპ ჰაინკესი. ის კლუბის ოქროს წლებში – 70–იან წლებში ასპარეზობდა. ის არის ბუნდესლიგის ისტორიაში ბომბრადირებს შორის მესამე პოზიციაზე. კარიერის დასრულების შემდეგ იუპი კლუბში მუშაობდა, როგორც მწვრთნელი. 1979 წლის 1 ივლისიდან 1987 წლის 30 ივნისამდე და 2006 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 იანვრამდე, თუმცა კლუბთან ერთად ვერ შეძლო ტიტულების მოპოვება.

კლუბში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვს ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს ბერტი ფოგთს. მის ანგარიშზეა 419 მატჩი, მან 42–ჯერ შეძლო მეტოქე გუნდის დამწუხრება. კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება ფიქსირდება 1978 წლის 28 აპრილს დორტმუნდის ბორუსიის წინააღმდეგ ანგარიშით 12:0, ყველაზე დიდი მარცხი კი ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ ანგარიშით 0:7.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 შვეიცარიის დროშა მეკარე იან სომერი
3 ბელგიის დროშა მცველი ანდრეას ქრისტენსენი
4 ნიდერლანდების დროშა მცველი როელ ბროუერსი
6 ნორვეგიის დროშა ნახევარმცველი ჰავარდ ნორდტვაიტი
7 გერმანიის დროშა ნახევარმცველი პატრიკ ჰერმანი
8 გერმანიის დროშა ნახევარმცველი მაჰმუდ დაჰუდი
9 შვეიცარიის დროშა თავდამსხმელი იოსიპ დრმიჩი
10 ბელგიის დროშა ნახევარმცველი თორგან აზარი
11 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი რაფაელ კაეტანო
13 გერმანიის დროშა ნახევარმცველი ლარს შტინდლი
14 გერმანიის დროშა ნახევარმცველი ტორბენ მარქსი
15 ესპანეთის დროშა მცველი ალვარო დომინგეშ სოტო
16 გვინეის დროშა ნახევარმცველი იბრაჰიმა ტრაორე
17 შვედეთის დროშა მცველი ოსკარ ვენდტი
18 ვენესუელის დროშა ნახევარმცველი მარვინ შულცი
19 აშშ-ის დროშა ნახევარმცველი ფაბიან ჯონსონი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
20 გერმანიის დროშა ნახევარმცველი ნიკო ბრანდენბურგერი
21 გერმანიის დროშა მეკარე ტობიას სიპელი
22 გერმანიის დროშა თავდამსხმელი პენიელ მლაპა
23 გერმანიის დროშა ნახევარმცველი იონას ჰოფმანი
24 გერმანიის დროშა მცველი ტონი იანჩკე
25 გერმანიის დროშა ნახევარმცველი ამინ იუნესი
27 გერმანიის დროშა ნახევარმცველი იულიან კორბი
28 ფინეთის დროშა მცველი ჟოელ მერო
30 შვეიცარიის დროშა მცველი ნიკო ელვედი
31 შვედეთის დროშა თავდამსხმელი ბრანიმირ ჰრგოტა
33 გერმანიის დროშა მეკარე კრისტოფერ ჰეიმეროტი
34 შვეიცარიის დროშა ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა
39 ავსტრიის დროშა მცველი მარტინ შტრანცლი

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლადხბახის ამჟამინდელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი

მოთამაშეთა ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გთავაზობთ გლადბახის იმ მოთამაშეთა ჯილდოებს, რომელთაც კლუბში 50 ან მეტი მატჩი ჩაუტარებით.

კლუბში მოთამაშეებმა შემდეგი ჯილდოები დაიმსახურეს:

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ევროპა

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – გერმანია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ავსტრალია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ავსტრია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ბელგია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – დანია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – შვედეთი

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – აშშ

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები

წლის საუკეთესო გოლი

სეზონის საუკეთესო გოლი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მე–2 ბუნდესლიგა(1): 2007–08

გერმანიის თასი:

გერმანიის სუპერთასი:

  • გამარჯვებული (1): 1977 (არა ოფიციალური)
  • ფინალისტი (1): 1995

გერმანიის ლიგის თასი

  • გამარჯვებული (1): 1972–73

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეფას ჩემპიონთა ლიგა:

უეფას ევროპა ლიგა:

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონტინენტთაშორისო თასი:

  • ფინალისტი (1): 1977

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. News – Bundesliga – official website. ბუნდესლიგის ოფიციალური ვებსაიტი
  2. Borussias Trainer გერმანული. ოფიციალური საიტი.