ეშლი კოული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეშლი კოული
ACole.JPG
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ეშლი კოული[1]
დაბადების
თარიღი
20 დეკემბერი, 1980 (1980-12-20) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
სტეფნი, ინგლისი
სიმაღლე 176 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა რმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე კლუბი
ლოს-ანჯელეს გალაქსი
ნომერი 3
ახალგაზრდული კარიერა
1997–1998 არსენალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2006 არსენალი 156 (8)
1999–2000   კრისტალ პალასი 14 (7)
2006–2014 ჩელსი 229 (7)
2014–2016 რომა 11 (0)
2016 — ლოს-ანჯელეს გალაქსი 55 (2)
ეროვნული ნაკრები
2001–2014 ინგლისი 107 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 მაისი, 2014

ეშლი კოული (ინგლ. Ashley Cole; დ. 20 დეკემბერი, 1980) — ინგლისელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ მცველი. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად.[3][4][5]

კოულმა კარიერა დაიწყო „არსენალში“ 1999 წელს, სადაც კლუბის მაისურით ჩატარებულ 228 მატჩში გაიტანა 9 გოლი. კლუბთან ერთად მოიგო ორი ტიტული პრემიერლიგაში, სამი — ინგლისის თასზე და ითამაშა 2005-06 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 2006 წლის აგვისტოში, გაჭიანურებული სატრანსფერო საგას შემდეგ, კოული გადავიდა ჩელსიში 5 მილიონი ფუნტის და უილიამ გალასის სანაცვლოდ. კოული ჩელსის ძირითად ფეხბურთელად იქცა და მიიღო მონაწილეობა 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მისი გუნდი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. გუნდთან ერთად მოგებული აქვს ინგლისის თასი სამჯერ, 2009-10 წლების სეზონის პრემიერლიგაში დაეუფლა მესამე ტიტულს. 2010 წლის 15 მაისს გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ინგლისის თასი ექვსჯერ.

კოული დაქორწინდა მომღერალ შერილ კოულზე (ტვიდი) 2006 წლის ივლისში. 2010 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FIFA World Cup South Africa 2010 – List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA). წაკითხვის თარიღი: 8 ივნისი, 2013.
  2. Premier League Player Profile. Premier League. წაკითხვის თარიღი: 28 აპრილი, 2011.
  3. Chelsea boss Carlo Ancelotti hails Ashley Cole as the 'best left-back in the world' after England star signs new four-year deal“, www.dailymail.co.uk, 3 სექტემბერი, 2009. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი, 2010. 
  4. Ten of the Best Defenders in the World. About Sports. წაკითხვის თარიღი: 7 ივლისი, 2016.
  5. Poll: Is Ashley Cole England's best ever defender since 1966?. Talksport. წაკითხვის თარიღი: 5 თებერვალი, 2013.
  6. Cheryl Cole 'set to be granted divorce from Ashley'“, BBC News, 3 სექტემბერი, 2010. წაკითხვის თარიღი: 3 September 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 სექტემბერი, 2010.