შავი პარასკევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„შავი პარასკევი“ ამერიკის ერთ-ერთ მაღაზიაში

შავი პარასკევიმადლიერების დღის მეორე დღე აშშ-ში. დღე, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია ამ დღეს აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე. ზოგიერთ შტატში ითვლება დასვენების დღედ. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში.[1] ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად, მადლიერების დღის მეორე დღეს.[2][3] „შავი პარასკევი“ ხვდება 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]