კალუმის გეოგრაფიული მედალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალუმის გეოგრაფიული მედალი

ქვეყანა აშშ
პირველად გადაეცა 1896
ბოლოს გადაეცა 2009

კალუმის გეოგრაფიული მედალი (ინგლ. Cullum Geographical Medal) — ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი უძველესი ჯილდო. იგი დააფუძნა გენერალ-მაიორმა ჯორჯ ვაშინგტონ კალუმმა (1809-1892). ჯორჯ კალუმი ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი იყო.[1] მედალი ენიჭებათ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღმოჩენების ან გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებისათვის.[2] პირველად მედალი მიენიჭა ამერიკელ მოგზაურს რობერტ პირს 1896 წელს.[3]

მედალის გარეგანი იერი შემუშავებულია ლიდია ემეტის მიერ.

სხვადასხვა დროს კოლუმის მედლით დაჯილდოებულები იყვნენ: რობერტ პირი, ფრიტიოფ ნანსენი, ჯონ მიურეი, უილიამ მორის დეივისი, სვენ ჰედინი, იოვან ცვიიჩი, მარკ ჯეფერსონი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Polar pioneers of Earth and Mars receive American Geographical Society awards. University of Delaware. ციტირების თარიღი: 2011-04-15.
  2. The AGS Awards Program. American Geographical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2011-04-15.
  3. The Cullum Geographical Medal (PDF). American Geographical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2011-04-15.