იელის უნივერსიტეტი
იელის უნივერსიტეტი (ინგლ. Yale University) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში. აივი ლიგის წევრი. დაარსდა 1701 წელს. იელის უნივერსიტეტი აშშ-ის მესამე უძველესი უმაღლესი განათლების სასწავლებელია და ერთ-ერთია ცხრა კოლონიალურ კოლეჯთაგან, რომლებიც კიდევ ჯერ ამერიკის რევოლუციამდე დაარსდა.[27]
იელი თავდაპირველად დაარსდა კოლეგიალური სკოლის (Collegiate School) სახელწოდებით 1701 წელს, კონექტიკუტის კოლონიის კონგრეგაციონალისტი სასულიერო პირების მიერ. თავდაპირველად მისი დანიშნულება სასულიერო პირებისთვის მხოლოდ თეოლოგიისა და წმინდა ენების სწავლება იყო, თუმცა ამერიკის რევოლუციის დროისთვის სასწავლო პროგრამა გაფართოვდა, მას დაემატა ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. XIX საუკუნეში სასწავლებელი გაფართოვდა, მას შეემატა სამაგისტრო და პროფესიული პროგრამები, ხოლო 1861 წელს აშშ-ში პირველად იელის უნივერსიტეტმა მიანიჭა დოქტორის (PhD) ხარისხი. უნივერსიტეტის სტატუსი იელს 1887 წელს მიენიჭა. 1890-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა უნივერსიტეტის კამპუსი და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები, რასაც მოყვა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობის ზრდა.
იელი შედგება 15 სკოლისგან, რომელთა შორისაა იელის კოლეჯი, იელის ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო სკოლა და იელის სამართლის სკოლა.[28] უნივერსიტეტს მართავს იელის კორპორაცია, თუმცა თითოეული სკოლის აკადემიური პერსონალი დამოუკიდებლად განსაზღვრავს სასწავლო გეგმებსა და ხარისხების გაცემის წესს. გარდა ნიუ-ჰეივენის ცენტრალური კამპუსისა, უნივერსიტეტს ეკუთვნის სპორტული ობიექტები დასავლეთ ნიუ-ჰეივენში, კამპუსი უესტ-ჰეივენში და ტყეები და ბუნებრივი ნაკრძალები მთელ ახალ ინგლისში. 2023 წლის მონაცემებით, უნივერსიტეტის ფონდი შეადგენდა 40.7 მილიარდ აშშ დოლარს, რაც აშშ-ში მესამე უმსხვილესი ფონდია.[29] იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 15 მილიონზე მეტ წიგნს ინახავს და სიდიდით მესამე აკადემიური ბიბლიოთეკაა აშშ-ში.[30][31] სპორტულ შეჯიბრებებში იელის სტუდენტები მონაწილეობენ იელის ბულდოგების სახელით. ბულდოგები ასპარეზობენ NCAA-ს I დივიზიონში აივი ლიგის კონფერენციაში.
2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, იელის უნივერსიტეტთან დაკავშირებულია 69 ნობელის პრემიის ლაურეატი, 5 ფილდსის მედლის, 4 აბელის პრემიის და 3 ტიურინგის პრემიის ლაურეატი. იელის კურსდამთავრებულებს შორისაა მრავალი გამოჩენილი პიროვნება, მათ შორის 5 აშშ-ის პრეზიდენტი, 10 აშშ-ის დამფუძნებელი მამა, 19 უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, 31 ცოცხალი მილიარდერი,[32] 54 კოლეჯების დამაარსებელი და პრეზიდენტი, მრავალი სახელმწიფოს მეთაური, კაბინეტის წევრი და გუბერნატორი, ასობით კონგრესის წევრი, მრავალი დიპლომატი, 96 მაკ-ართურის და[33] 263 როდსის სტიპენდიატი,[34] და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იელის უნივერსიტეტი“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი.
- იელის უნივერსიტეტი. კონგრესის ბიბლიოთეკის მასალები Flickr-ზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
- 1 2 National Association of College and University Business Officers U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — 2023.
- ↑ https://www.yale.edu/about-yale/leadership-organization/peter-salovey
- ↑ https://guides.library.yale.edu/c.php?g=296064&p=1973562
- ↑ U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — National Association of College and University Business Officers, 2023.
- ↑ https://yaleidentity.yale.edu/colors
- ↑ https://yaleidentity.yale.edu/web
- ↑ https://web.archive.org/web/20240116123311/https://www.aau.edu/sites/default/files/AAU-Files/Who-We-Are/AAU%20Member%20Universities%20listed%20by%20year_updated%202023.pdf
- ↑ https://www.aau.edu/who-we-are/our-members
- ↑ ORCID — 2012. — ed. size: 11496507
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ http://old.arl.org/arl/membership/members.shtml
- ↑ http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
- ↑ https://www.linuxfoundation.org/membership/members/
- ↑ https://www.cossa.org/members/
- ↑ https://datadryad.org/stash/our_community
- ↑ Our Members / Tier 2
- ↑ https://web.archive.org/web/20240113101838/https://ndltd.org/membership/list-of-members/
- ↑ https://web.archive.org/web/20240120080233/https://acememberdirectory.azurewebsites.net/
- ↑ https://web.archive.org/web/20240126121019/https://nhalliance.org/about/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20221215225406/https://www.heliosopen.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
- ↑ https://web.archive.org/web/20231016073235/https://www.crl.edu/membership/members
- ↑ https://web.archive.org/web/20231015070603/https://sparcopen.org/who-we-are/members/
- ↑ https://www.cogr.edu/cogr-membership-list
- 1 2 3 4 5 6 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
- ↑ COLLEGES IN THE COLONIAL TIMES.. ციტირების თარიღი: February 5, 2023
- ↑ Graduate & Professional Schools | Yale 2021. ციტირების თარიღი: February 14, 2023
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვისEndowmentარ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ Gibbons, Susan. (2013)Yale University Library Annual Report 2012–2013. Yale University Library. ციტირების თარიღი: July 1, 2014
- ↑ ALA Library Fact Sheet 22 – The Nation's Largest Libraries: A Listing by Volumes Held. American Library Association (July 2010). ციტირების თარიღი: July 15, 2014
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვისElkins-2018არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ All Fellows - MacArthur Foundation. ციტირების თარიღი: 2024-11-13
- ↑ U.S. Rhodes Scholarships Number of Winners by Institution U.S. Rhodes Scholars 1904 – 2023 (2023). ციტირების თარიღი: 12 November 2024
| |||||
