რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა
|
რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა | |||||||||
| |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
| დევიზი პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით | |||||||||
| ჰიმნი რუსეთის სფსრ ჰიმნი | |||||||||
რუსეთის სფსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ | |||||||||
| დედაქალაქი | პეტროგრადი მოსკოვი | ||||||||
| ენა | რუსული | ||||||||
| რელიგია | ათეიზმი | ||||||||
| ფულის ერთეული | საბჭოთა მანეთი | ||||||||
| ფართობი | 17 075 ათ. კმ² | ||||||||
| მოსახლეობა | 147 386 ათ. (1989) 8,6 ად./კმ² | ||||||||
| მმართველობის ფორმა | საბჭოთა რესპუბლიკა | ||||||||
| სატელეფონო კოდი | +3 | ||||||||
| ისტორია | |||||||||
| - დაარსდა | 7 ნოემბერი 1917 | ||||||||
| - გაუქმდა | 12 დეკემბერი 1991 | ||||||||
რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა (რსფსრ, რუსეთის ფედერაცია, რუსეთი, საბჭოთა რუსეთი) — მსოფლიოში პირველი საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის შედეგად, 1922-1991 წლებში — სსრკ-ში შემავალი ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ყველაზე დიდი ფართობით და მოსახლეობით და ეკონომიკურად ძლიერი რესპუბლიკა. რსფსრ-ზე მოდიოდა სსრკავშირის სამი მეოთხედი ტერიტორია და ნახევარზე მეტი მოსახლეობა, ორი მესამედი მრეწველობა და დაახლოებით ნახევარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. სსრკ დაშლის შემდეგ იგი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1991 წლის 25 დეკემბრიდან იგი ატარებს ამჟამინდელ სახელწოდებას — რუსეთის ფედერაცია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- (რუსული) Full Texts and All Laws Amending Constitutions of the Russian SFSR
- (ინგლისური) Russian Federation; The Whole Republic a Construction Site by D. S. Polyanski.
- (ინგლისური) Full 1918 RSFSR Constitution
| |||||||