თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Tetriwyaro gerbi.jpg
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გაყოფილია ოთხ ნაწილად.

  • I ნაწილი — ლაჟვარდის ველზე გადაჯვარედინებული ოქროს მახვილი და ოქროს შურდული.
  • II ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის ბაშელიერი, რომელზეც გამოსახულია მეწამული ჯვარი.
  • III ნაწილი — მეწამულ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ ტალღისებური, შემცირებული ვერცხლის ყაბიწი.
  • IV ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ოქროს მშვილდ-ისარი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია კარიბჭით.

გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი — „თეთრიწყარო“. მახვილი და შურდული მიანიშნებს დიდგორის ბრძოლაზე, ალამი — საბარათიანოს სადროშოზე, მშვილდისარი — სამშვილდეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]