შინაარსზე გადასვლა

საბარათიანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბარათიანოსათავადო ფეოდალურ საქართველოში. საბარათიანო საბოლოოდ ჩამოყალიბდა XV საუკუნეში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. მის ფუძემდებლად მიიჩნევენ ბარათა ქაჩიბაიძეს, რომელიც XVI საუკუნის I ნახევარში ცხოვრობდა და ალექსანდრე I-ის მოლარე იყო. საბარათიანო მოიცავდა ტერიტორიას გაჩიანიდან გარდაბნის საერისთავოდან თბილისის სამხრეთით ლორე-ფარავნამდე. რეზიდენცია იყო სამშვილდეში.

საბარათიანოს სახლის წევრები ამ ტერიტორიის სხვადასხვა კუთხეში ისხდნენ და თავიანთი საუფლისწულოები ჰქონდათ. ბარათაანთ სახლის გაყრის შემდეგ ეს საუფლისწულოები დამოუკიდებელ სათავადოებად იქცნენ. ასე ჩამოყალიბდა საგოსტაშაბიშვილო, საგერმანოზიშვილო, საზურაბიშვილო, საქავთარიშვილო, საიარალიშვილო, საიოთამიშვილო, საბარათაშვილო, საყაფლანიშვილო და სხვა.

ამათ შორის ბრძოლაში გაიმარჯვეს ყაფლანის შვილებმა, რომლებმაც XVII საუკუნეში სომხით-საბარათიანოში წამყვანი მდგომარეობა დაიკავეს. საბარათიანო თანდათან დაკნინდა. XVIII საუკუნეში მთლიანად დაიშალა.

  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;