თელოვნის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელოვნის განძი - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII-XII სს.) არქეოლოგიური ძეგლი. შემთხვევით აღმოჩნდა 1910 წელს თელოვნის ხეობაში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი). შეიცავს 4 სეგმენტისებრ იარაღს, თოხს და გაურკვეველი დანიშნულების ნივთის ნატეხს. იქვე აღმოჩნდა კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ბრინჯაოს ყალიბი. მასალა დაცულია ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965;
  • გაგოშიძე ი., ქსე, ტ. 4, გვ. 649, თბ., 1979