ტიმოთესუბნის მონასტერი
ტიმოთესუბანი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი |
თარიღდება | XIII საუკუნე |
დეტალები
|
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი. იგი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ტიმოთესუბანში[1]. აგებულ იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერ.
გეოგრაფიული მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თორი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხე იყო. გეოგრაფიულად იგი მოიცავდა ახლანდელ ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 18 კმ-ის მოშორებით, მდინარე თორისწყლის (ამჟამად გუჯარეთისწყალი) მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ტიმოთესუბანში, მდებარეობს ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი. ამ ადგილას ძველი მონასტრის ნანგრევებზე, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა ახალციხელმა ააგო ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.
ნაგებობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაგებია მოვარდისფრო „ქართული აგურით“. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა-შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე. პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.). მონასტრის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობების ნანგრევები.
ტაძარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალური ტაძარი ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. გუმბათის ყელი შემკულია ლაჟვარდოვანი ჭიქურის ფიალებით. სიმაღლე 28 მეტრია (ჯვართან ერთად, სიგანე - 19 მეტრი, სიგრძე - 11 მეტრი. ჩრდილოეთის მხრის ფანჯრები ამოშენებულია და მოხატული. ტაძრის მოხატულობა თარიღდება 1205-1215 წწ-ით (თამარ მეფის ეპოქა) და თავის მხრივ უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთ-ერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის. ფრესკების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია. 2000-2006 წლებში ხელოვნების საერთაშორისოცენტრის მიერ (ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილი), მათ ჩაუტარდათ გაწმენდისა და გამაგრების სარესტავრაციო სამუშაოები. რესტავრაციის შემდეგ ამავე ცენტრმა ღვთისმშობლის ტაძარზე ჩატარებული პროექტი ევროგაერთიანების კულტურული მემკვიდრერობის პრიზზე / ევროპა ნოსტრას ჯილდოზე წარადგინა, რის შედეგაც პროექტმა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო - მედალ მოიპოვა.
ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა წმინდა ბარბარეს სახელობის, ხოლო ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენელია ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალე.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
გრიგოლ გაგარინის ნახატი, 1853
-
სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო, 1909-1915
-
მონასტრის შესასვლელი, სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო, 1909-1915
-
სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო, 1909-1915
-
2008 წელი
-
2008 წელი
-
2012 წელი
-
ტიმოთესუბნის მონასტერი 2015 წელს
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გორდეევი დ., ტიმოთეს უბანი, "საბჭოთა ხელოვნება", 1940, № 4
- Привалова Е. Л., Роспись Тимотес-убани, Тб., 1980
- პრივალოვა ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 719.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფოტოგალერეა დაარქივებული 2011-06-27 საიტზე Wayback Machine. .