ითითალა
სოფელი | |
---|---|
ითითალა აზერ. İtitala | |
ქვეყანა |
![]() |
რაიონი | ბელაქანის რაიონი |
კოორდინატები | 41°34′41″ ჩ. გ. 46°21′38″ ა. გ. / 41.57806° ჩ. გ. 46.36056° ა. გ. |
მოსახლეობა | 2 115 კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ითითალა (აზერ. İtitala) — სოფელი აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონში. მოსახლეობის რაოდენობა — 2 115 კაცი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ითითალა დააარსეს სოფელ ალიაბადის მცხოვრებლებმა 1860-1863 წლებში. ახლად შერჩეულ მიწაზე დასახლება დაიწყეს ინგილოებმა და „ითითალა“ დაარქვეს. უვარგისი მიწების გამო ზოგიერთი მოსახლე უკანვე დაბრუნდა ალიაბადში.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტატისტიკური ცნობის მიხედვით, 1872 წელს ითითალაში მხოლოდ 36 კომლი იყო, 1886 წლის აღწერით — 68 (362 სული). 1980 წელს მითითებულია 1370 სული, ხოლო ბოლო დროის მონაცემებით ითვლიან 700 კომლს. ცხოვრობენ მაჰმადიანი ინგილოები, სუნიტები.
სოფელში მცხოვრები საგვარეულოებიდან აღსანიშნავია: ზუბეილანები (ზუბეიშვილი), თარავალანები (თარვალიშვილი), კაწანები (კაწაშვილი), მატონები (მატო შვილი), ჯინდრიანები (ჯინდრი შვილი), შაპანები (შაპაშვილი) და სხვ.
ალიაბადელების მიერ სხვადასხვა ადგილას დაარსებულ დასახლებებს შორის ითითალა ბელაქნის რაიონში ერთადერთია, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული სკოლა.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისტორიული ძეგლებიდან ყურადსაღებია თამარის ციხე — „ფერი ყალა“, რომელიც მდებარეობს ბელაქნის რაიონში, ლაგოდეხ–შაქის მთავარი გზიდან დაახლოებით 4–5 კმ-ის დაშორებით მდინარე ბელაქნისწყლის ხეობაში. ბელაქნის ჩრდილოეთით, მაღალი მთის კალთაზე უძველესი ნაგებობის ნანგრევებია, რომელსაც „წერეთელ თახთს“ (წერეთლის ტახტი) ეძახიან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ასრათოვი (ომარაშვილი) ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 224.
- ადამია ი., „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება (საინგილო)“, თბ., 1979;
- ბურჯაევი თ., „ინგილოდ წოდებულ ქართელთა ტრაგედია“, თბ., 2001;
- ჯანაშვილი მ., „საინგილო“, თბ., 1910