ორალური სექსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორალური სექსი—სქესობრივი აქტი, რომელშიც სქესობრივი აღგზნება ან|და დაკმაყოფილება ხდება პარტნიორის სასქესო ორგანოების პირით ან ენით ფერებით. ორალური სექსის განსაკუთრებულ სახეობად შესაძლებელია ანალინგუსის განხილვა.


მინეტი[რედაქტირება]

მინეტი (ფრ.faire des minettes — ფერება, ჩქმეტა)— ორალური სექსის კრებითი სახელია, როდესაც სასქესო ორგანო აღიგზნება პირით, ენით, კბილებით ან ყელით.

სინონიმები: პენილიქცია, ფალატორიზმი,(ბერძ. φαλλός — სასქესო ასო).

  • ფელაცია (ლათ. fello — წოვა, წოწვნა) — ორალური სექსის ფორმა, როდესაც კოცნით, ლოკვით, კბენით ან წოწვნით პენისი ან სათესლე ჯირკვლები აღიგზნება. როგორც წესი, მეტი ყურადღება პენისის თავს ეთმობა ხოლმე. დამატებითი სტიმულაციის სახით, პენისზე ხელით (ხელებით) ასვლა-ჩასვლითი სახის მოძრაობას აკეთებენ.
  • ირუმაცია (ლათ. irrumatio — ir- შიგნით + ruma კერტი) — ორალური სექსის ფორმა, ფელიაციისგან განსხვავებით, პენისის დამოუკიდებელი ფრიქციები პირის ღრუში. მიმღები პარტნიორი პასიური რჩება. ირუმაციის განსაკუთრებულ ფორმად "ღრმა მინეტის" სახეობას განიხილავენ (ინგლ. Deep Throat), რომელიც პენისის ფრიქციას მხოლოდ და მხოლოდ ყელში (ხახაში) ითვალისწინებს.
  • გუნდაობა (ინგლ.Snowballing) ან "სპერმის გაცვლა" (ინგლ. Cum-Swapping) — ითვალისწინებს პირის ღრუში ეაკულაციას სპერმის შემდგომ პარტნიორ(ებ)ისთვის გადაცემით კოცნის, ჩაფურთხების ან ჩაწვეთების გზით. ნერწყვთან შერევით სპერმა ქაფდება და მოცულობაში მატულობს. ეს ტექნიკა ხშირად გამოიყენება პორნოში, მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად.
  • ავტოფელაცია — სექსის ეს სახეობა განხილული უნდა იყოს, როგორც მასტურბაციის ერთ-ერთი ფორმა. ავტოფელიაცია საკუთარი პენისის წოწვნას, კბენას ან ლოკვას ითვალისწინებს. ამ სახეობას მხოლოდ მოქნილი ან ძალიან გრძელი ასოს მქონე მამაკაცები იყენებენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]