iTunes
| აიტიუნსი iTunes |
|
|---|---|
აიტიუნს 10 მაკ ოს X-ზე |
|
| მწარმოებელი | ეპლი |
| გამოვიდა | 9 იანვარი, 2001 |
| ბოლო გამოშვება | 10.3.1 / 2011-06-07 |
| პლატფორმა | მაკ ოს X(10.3+), ვინდოუს XP და ვისტა[1] |
| ჟანრი | მედია დამკვრელი |
| საიტი | ეპლის აიტიუნსის ოფიციალური ვებ-გვერდი |
აიტიუნსი (ინგლ. iTunes) ციფრული მედია დამკვრელია, რომელიც კომპანია "ეპლმა" პირველად 2001 წლის 10 იანვარს სან-ფრანცისკოში გამართულ Macworld Expo-ზე წარმოადგინა. პროგრამა გამოიყენება ციფრული მუსიკალური და ვიდეო ფაილების ორგანიზებისა და დაკვრისთვის. აიტუნსის საშუალებით ასევე შესაძლებელია კომპანია "ეპლის" პოპულარულ ციფრულ მედია დამკვრელ აიპოდზე და ცოტა ხნის წინ წარმოდგენილ აიფონზე მოთავსებული ინფორმაციის კონტროლი. დამატებით, ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში, აიტიუნსს შეუძლია აიტიუნსის მაღაზიასთან დაკავშირება, სადაც შესაძლებელია ციფრული მუსიკის, მუსიკალური ვიდეოების, სატელევიზიო შოუების, აიპოდის თამაშების, აუდიოწიგნებისა თუ სხვადასხვა პოდკასტის, ფილმის და რინგტონის ყიდვა და გადმოქაჩვა.
აიტიუნსის გადმოქაჩვა უფასოდ ეპლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. არსებობს პროგრამის როგორც მაკ ოს X-ის, ასევე ვინდოუს ვისტას და ვინდოუს XP-ის მომხმარებელზე გათვილი ვერსიები. როგორც წესი, აიტუნსი მოყვება ყველა მაკს და დელისა და HP-ის ზოგიერთ კომპიუტერს. პროგრამის შედარებით ძველი ვერსიების დაყენება შესაძლებელია მაკ ოს 9-ზე, მაკ ოს X-ის 10.0-10.2 ვერსიებზე და ვინდოუს 2000-ზე.