მთვარე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედამიწიდან დანახული მთვარე

მთვარედედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.

მთვარე ბნელი და ცივი, „ბრმა“ ციური სხეულია, რომელიც მზისგან არეკლილი სინათლით ანათებს, იგი მზიდან გამოსხივებული სინათლის მხოლოდ 7%-ს ირეკლავს.

პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2“ (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ, 1969).

მთვარის დაბნელება[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მთვარის დაბნელება.

მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობისას ხდება, როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცევა და მზის სინათლე მას ვერ სწვდება. მთვარე თითქოს ციდან ქრება.

მთვარის ბნელი მხარე[რედაქტირება]

ადამიანი მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, რადგან იგი მუდამ ერთი მხრითაა დედამიწისაკენ მოქცეული. არავინ იცოდა როგორი იყო მთვარის უკანა მხარე, სანამ 1959 წელს ხელოვნურმა თანამგზავრმა ფოტო არ გადაუღო.

მთვარის ფორმა[რედაქტირება]

დედამიწის ირგვლივ მთვარის ბრუნვისას მზე მის სხვადასხვა ნაწილს ანათებს. სინამდვილეში მთვარის ფორმა სრულებით არ იცვლება. იგი 27,3 დღეს ანდომებს დედამიწის გარშემო შემობრუნებას. მთვარის „ფორმაცვლილებებს“ ფაზები ეწოდება.

როდესაც მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამ მოვლენას ახალმთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის მანძილზე ,მთვარის დედამიწის ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი და მეტი ნაწილი ექცევა.

როდესაც მთვარე დედამიწას სანახევროდ შემოუვლის, იგი მთლიანად გამოჩნდება. ამ მოვლენას სავსემთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მთვარის დისკო ცაზე პატარავდება, რადგან მზის სინათლე მის სულ უფრო მცირე ნაწილს ხვდება. მალე მთვარე ახალ შემობრუნებას დაიწყებს.

მთვარის ფაზები[რედაქტირება]

როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან მთვარის მხოლოდ მზით განათებული მხარის სხვადასხვა ნაწილები ჩანს. მთვარის ფორმა თხელი ნამგლის ფორმიდან, დისკოს ფორმამდე იმატებს, შემდეგ კი ისევ იკლებს. ძირითადად განირჩევა მთვარის ოთხი ფაზა: ახალი მთვარე, პირველი მეოთხედი, სავსე მთვარე და უკანასკნელი მეოთხედი. მთელი ეს ციკლი დედამიწის 29,5 დღე-ღამეს მოიცავს.

Moon phases en.jpg