პრესტიჟი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრესტიჟი

კინოფილმის პოსტერი
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი კრისტოფერ ნოლანი
ემა თომასი
სცენარის ავტორი კრისტოფერ ნოლანი, ჯონათან ნოლანი, კრისტოფერ პრისტი (რომანი)
როლებში ჰიუ ჯეკმენი
კრისტიან ბეილი
მაიკლ კეინი
სკარლეტ იოჰანსონი
დევიდ ბოუი
ენდი სერკისი
კომპოზიტორი დევიდ ჯულიანი
ოპერატორი ვოლი პფისტერი
მონტაჟი ლი სმითი
კინოსტუდია Newmarket Films
Syncopy Films
დისტრიბუტორი ჩრდ.ამერიკა/იაპონია:
Touchstone Pictures
მსოფლიო:
Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი 20 ოქტომბერი, 2006
(აშშ)
10 ნოემბერი, 2006
(ბრიტანეთი)
ხანგრძლივობა 130 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 109,676,311 აშშ დოლარი
საიტი: ოფიციალური საიტი
IMDb პროფილი

პრესტიჟი — რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის 2006 წლის მხატვრული ფილმი, გადაღებული კრისტოფერ პრისტის რომანის მიხედვით.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ორიგინალური რომანისგან განსხვავებით, სიუჟეტი მოწოდებული ფრაგმენტულად, ე.წ. ’ფლეშბეკების’ დახმარებით.

ორი ბრიტანელი ილუზიონისტი, რობერტ ენჯეირი (ჰიუ ჯეკმენი) და ალფრედ ბორდენი (კრისტიან ბეილი) მეგობრობდა მანამ, სანამ ბორდენის შეცდომის გამო ენჯეირის ცოლი არ დაიღუპა. იმ დროიდან მოყოლებული ორივე ერთმანეთის მოსისხლე მტრად და კონკურენტად იქცა. ისინი ერთმანეთს სხვადასხვა დივერსიას უწყობენ, დასცინიან და შეყვარებულებსაც ისაკუთრებენ.

ორივე ილუზიონისტის საყვარელი ფოკუსია ’ადამიანის გადაადგილება’ - წარმდგენი შედის ერთ კარში, ხოლო მეორედან, სულ სხვა ადგილზე, იმავე წამს გამოდის. ბორდენი ფლობს მის საიდუმლოს, მაგრამ პოპულარობისათვის არტისტიზმი არ ჰყოფნის. ენჯეირი კი იყენებს გრიმიან ორეულს და წარმატებას აღწევს. მაშინ ბორდენი ამოხსნის მის საიდუმლოს. ენჯეირი კი გადაწყვიტავს ბორდენის საიდუმლოს მითვისებას.

ენჯეირის ყოფილი თანაშემწე და ამავე დროს ბორდენის შეყვარებული ოლივია (სკარლეტ იოჰანსონი) ყოფილ უფროსს (რომელმაც მისი სიყვარული უარყო) ბორდენისგან მოპარულ დღიურს გადასცემს. საკვანძო სიტყვა ამ დღიურის ამოსაცნობად არის ’ტესლა’. ენჯეირი მიხვდება, რომ ბორდენი ტელეპორტაციისათვის იყენებს ნიკოლა ტესლას მიერ შექმნილ ცნობილ მანქანას. იგი აშშ-ში მიემგზავრება და ტესლას (დევიდ ბოუი) ასეთივე მანქანის შექმნას დაავალებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მანქანა დასრულებულია, ენჯეირი აღმოაჩენს, რომ დღიური ყალბი იყო - მხოლოდ მის გასაღიზიანებლად. მიუხედავად ამისა, კონსტრუქცია ნამდვილი ტელეპორტაციის საშუალებას იძლევა.

ენჯეირი ტრიუმფალურად ბრუნდება ბრიტანეთში. მანქანის დახმარებით წარმოდგენილ სანახაობებს ანშლაგები ახლავს. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი სანახაობის შემდეგ ენჯეირი იძირება და იხრჩობა შუშის კოლბაში, ისევე როგორც მისი მეუღლე. კონკურენტის მკვლელობაში ბორდენს ადანაშაულებენ (თითქოს მან ტელეპორტაციას ხელი შეუშალა წყლიანი კოლბის დადგმით). მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ.

ამ განაჩენის აღსრულების წინ მას ეწვევა ’გაცოცხლებული’ ენჯეირი, რომელიც ჰპირდება, რომ მის შვილზე იზრუნებს. მას სხვა ვერავინ იცნობს და ბორდენს ეშაფოტის თავზე ახრჩობენ. ენჯეირი გადაწყვიტავს მანქანის განადგურებას, მაგრამ მოულოდნელად ჩნდება ბორდენი. აქ ირკვევა სიმართლე: ბორდენი ყოველთვის ორი იყო - მას ჰყავდა ნამდვილი ტყუპისცალი ძმა. ტესლას მანქანა კი სინამდვილეში ტელეპორტაციას არ ახდენს - იგი ქმნის ადამიანის ორეულს. სწორედ ეს ორეული გადის და ესალმება მაყურებელს, ანუ იგი პრესტიჟის როლში გამოდის, ორიგინალი კი წყალში ეცემა. ყოველი გამოსვლის ბოლოს ენჯეირი საკუთარი თავის კლონირებას ახდენს, თავად კი კვდება. ფილმის ბოლოს ნაჩვენებია დიდი დარბაზი უამრავი შუშის კოლბით და მათში ჩაძირული ენჯეირებით.

როლებში[რედაქტირება]

ფაქტები[რედაქტირება]

  • ნოლანმა ამ ფილმის გადაღება ჯერ კიდევ „ბეტმენი: დასაწყისი“-ს შექმნამდე დაიწყო.
  • თავდაპირველად ერთ-ერთი როლის შემსრულებლად მოიაზრებოდა ჯუდ ლოუ.
  • ენდი სერკისი იყო უკანასკნელი, რომელმაც კასტინგი გაიარა და შეუერთდა მსახიობთა დასს.
  • გადაღებები დაიწყო კალიფორნიაში (აშშ), 2006 წლის იანვარში და დასრულდა იმავე წლის აპრილში.
  • სიტყვა „პრესტიჟი“ ფილმის სარეკლამო რგოლში ნახსენებია, როგორც ეფექტი, რომელიც „მაგიურ ზემოქმედებას ახდენს აუდიტორიაზე, რომელიც, თავის მხრივ, ვერ ახსნის მის საიდუმლოს“. ორიგინალურ რომანში ამ სიტყვას ასევე სხვა, მისტიური ხასიათიც აქვს.
  • ფილმის „ამერიკული სილამაზე“ რეჟისორი სემ მენდეზი გეგმავდა „პრესტიჟის“ ეკრანიზაციას, მაგრამ მისი ავტორი კრისტოფერ პრისტი თვლიდა, რომ ეს ნოლანს უნდა გაეკეთებინა, ვინაიდან კმაყოფილი იყო მისი სხვა ფილმებით.
  • ილუზიონისტ მილტონის როლი შეასრულა ნამდვილმა ილუზიონისტმა, რიჩი ჯეიმ. გარდა ყველაფრისა, იგი ბეილს და ჯეკმენს ნამდვილ ფოკუსებს ასწავლიდა.
  • ტყვიის დაჭერის სცენაში შემსრულებელთა შორის ნახსენები „ჰარი დრეზდენი“. სინამდვილეში ეს არის გამოგონილი ჯადოქარი, ჯიმი ბატჩერის წიგნების სერიის „დრეზდენის ჩანაწერები“ გმირი.
  • ილუზიონისტი ჩან ლინ სუ არ არის გამოგონილი. იგი რეალური პიროვნება იყო და დაიღუპა სცენაზე, როდესაც ცდილობდა ტყვიის დაჭერას.
  • კრისტოფერ ნოლანმა სცენარი თავის ძმა, ჯონათანთან ერთად დაწერა. წიგნის სიუჟეტი მნიშვნელოვნად იქნა შეცვლილი - ამოღებულია თანამედროვე სიუჟეტური ხაზი, ხოლო ენჯეირი და ბორდენი მეგობრობას ჯერ კიდევ კონკურენციამდე იწყებენ. წიგნში მთავარი გმირები ერთმანეთს არ იცნობდნენ, სანამ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბებოდა.
  • ორიგინალური რომანი პირველად გამოქვეყნდა ბრიტანეთში, 1995 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]