გერი ოლდმენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერი ოლდმენი
GaryOldman-1.jpg
ოლდმენი სან დიეგოს კომიკ-კონზე 2009 წელს
დაბადების სახელი გერი ლეონარდ ოლდმენი
დაბადების ადგილი ლონდონი, ინგლისი
დაიბადა 21 მარტი, 1958
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მუსიკოსი
შემოქმედების წლები 1978 – დღემდე
მეუღლე(ები) ლესლი მენვილი (1987–1990)
უმა თურმანი (1990–1992)
დონია ფიორენტინო (1997–2001)
ალექსანდრა ედენბორო (2008–დღემდე)
BAFTA
1.საუკეთესო ბრიტანული ფილმი (1997)
2.საუკეთესო სცენარი (1997)

გერი ლეონარდ ოლდმენი (დ. 21 მარტი, 1958) — ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მუსიკოსი, ცნობილი თავისი უარყოფითი როლებით პოპულარულ ფილმებში.[1] მას ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა სიდი და ნენსი, დაცქვიტე ყურები, JFK, დრაკულა, ნამდვილი სიყვარული, ლეონი, მეხუთე ელემენტი, პრეტენდენტი, ჰარი პოტერის ფილმების სერია, კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგია და მომავალი ფილმი თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუში, ისევე როგორც სატელევიზიო სერიალებში მეგობრები და დაცემული ანგელოზები.

ოლდმენი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა 1980-იანი წლებში, როდესაც თავისი როლებისთვის კინოკრიტიკოსმა, როჯერ ებერტმა[2] მას „საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი“ უწოდა.[3] მაღალბიუჯეტიან ჰულივუდურ ფილმებში მთავარი და მეორეხარისხოვან როლებთან ერთად, მას ასევე უთამაშია დამოუკიდებელ ფილმებსა და სატელევიზიო შოუები. 1997 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი, როდესაც გადაიღო და დაწერა არ ჩაყლაპო, ფილმი რომელიც გარკვეულწილად მისვე ბავშვობაზე იყო დაფუძნებული.[4] ის ასევე იყო ამ და კიდევ რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.

სხვა ჯილდოებთან ერთად, ოლდმენს მიღებული აქვს ნომინაციები ემის, კინომსახიობთა გილდიის და ბაფტას დაჯილდოებებზე. მას ხშირად უწოდებენ ერთ–ერთ საუკეთესო მსახიობს, რომელიც ოსკარზე არასდროის ყოფილა ნომინირებული[5][6][7] მისი წვლილისთვის სამეცნიერო ფანტასტიკაში, მან მიიღო სატურნის ჯილდო. 1997 წელს მიიღო ბაფტას ორი ჯილდო ფილმისთვის არ ჩაყლაპო, რომელიც ასევე შევიდა კანის კინოფესტივალზე საკონკურსო ფილმთა ნუსხაში. 2011 წელს, ჟურნალმა Empire ის დაასახელა „კინოს სიმბოლოდ“, შეტანილი წვლილისთვის კინემატოგრაფიაში.[8]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Gary Oldman All Movie Guide biography. Allmovie.com (21 March 1958). წაკითხვის თარიღი: 23 March 2010.
  2. Riper, Tom Van (24 September 2007). The Top Pundits in America. Forbes.com. წაკითხვის თარიღი: 9 December 2008.
  3. Roger Ebert. “Prick Up Your Ears“, Chicago Sun-Times, 8 May 1987. წაკითხვის თარიღი: 21 May 2009. 
  4. Nil by Mouth (1997) – News
  5. Singer, Leigh. "Oscars: the best actors never to have been nominated". The Guardian. 19 February 2009. Retrieved 11 January 2010.
  6. Larnick, Eric. "Actors Who've Never Been Nominated for Oscars". Moviefone. 24 February 2011. Retrieved 18 March 2011.
  7. Fulton, Rick. "Gary Oldman: My career has been good but my kids are my biggest accomplishment". Daily Record. 18 March 2011. Retrieved 18 March 2011.
  8. Masters, Tim. Empire awards: Gary Oldman named film icon. BBC News. 27 March 2011. Retrieved 17 May 2011.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: