ალისტერ კროული

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალისტერ კროული (დ. 12 ოქტომბერი 1875 - გ. 1 დეკემბერი 1947) — გავლენიანი ბრიტანელი ოკულტისტი და ასტროლოგი.

დაიბადა ლემინგტონში (უორვიკშირი, დიდი ბრიტანეთი). მისი მშობლები ედვარდი და ემილი რელიგიური სექტის “[პლიმუთის ძმები]ს” წევრები იყვნენ. ედვარდი ფანატიკოსი მორწმუნე იყო, ამიტომ პატარა ალექსანდრე (კროულიმ სახელი „ალისტერი“ მოგვიანებით დაირქვა) ყოველდღიურად ისმენდა ბიბლიას. 1887 წელს კროულის მამა ედვარდი სიმსივნით გარდაიცვალა, ხოლო დედის მცდელობა, შვილში კიდევ უფრო გაეძლიერებინა რელიგიური რწმენა, ამაო გამოდგა – ამან ბავშვში სკეპტიციზმი გააღვივა.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]