ჯონ ლენონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ლენონი
ჯონ ლენონი 1969 წელს
დაიბადა ჯონ უინსტონ ლენონი
9 ოქტომბერი 1940(1940-10-09)
ლივერპული, ინგლისი
გარდაიცვალა 8 დეკემბერი, 1980 (40 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მიზეზი მკვლელობა გასროლის შედეგად
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მხატვარი, მწერალი, აქტივისტი
აქტიური 1957–1975, 1980
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალები, გიტარა, კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ჰარმონიკა, ბას-გიტარა
ჟანრ(ებ)ი როკი, პოპი, ექსპერიმენტული
ლეიბლ(ებ)ი Parlophone, Capitol, Apple, Geffen, Polydor
ასოციაციები The Quarrymen, ბითლზი, Plastic Ono Band, ჰარი ნილსონი, The Dirty Mac, იოკო ონო, დევიდ ბოუი, ელტონ ჯონი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
საიტი johnlennon.com
ხელმოწერა Firma de John Lennon.svg

ჯონ უინსტონ ონო ლენონი (ინგლ. John Lennon), ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, (9 ოქტომბერი 1940 – 8 დეკემბერი 1980) — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ცნობილი გახდა, როგორც ბითლზის, მუსიკაში ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფის წევრი. ბითლზის წევრ პოლ მაკ-კარტნისთან ერთად მისი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობას.

დაბადებული და გაზრდილი ლივერპულში, ჯონი მოზარდობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, The Quarrymen იყო ბითლზის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც ბითლზი 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. აგრეთვე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ.

მუსიკის, მწერლობის, ნახატების, კინოფილმებისა თუ ინტერვიუების ხასიათით, ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. იგი აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ჯონი სიმღერები ხშირად ჟღერდა ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში, ჰიმნების სახით.

2010 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი“, სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი დასახელდა ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, ხოლო 1994 წელს - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]