ბიორკი
| ბიორკი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | ბიორკ გუდმუნდსდოტირი | |
| დაიბადა | 21 ნოემბერი, 1965 | |
| წარმოშობის ადგილი | ||
| ჟანრ(ებ)ი | პოპი როკი ელექტრონიკა ალტერნატივა დენსი ჯაზი ტრიპ ჰოპი კლასიკა |
|
| საქმიანობა | ვოკალისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი, არანჟირების ოსტატი, დამპროგრამებელი, მსახიობი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, კლავიშები | |
| აქტიური | 1977 — დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | One Little Indian Elektra Polydor Mother Smekkleysa |
|
| ასოციაციები | The Sugarcubes, ტომ იორკი, ტაპი ტიკარასი, KUKL, გლინგ-გლო | |
| საიტი | bjork.com | |
ბიორკი (სრული სახელი — ბიორკ გუდმუნდსდოტირი, ისლ. Björk Guðmundsdóttir [ˈpjœr̥k ˈkvʏðmʏntsˌtoʊhtɪr] ) (დ. 21 ნოემბერი, 1965, რეიკიავიკი, ისლანდია) — ისლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი და პერიოდულად, მსახიობი. მას გამოცემული აქვს შვიდი სტუდიური სოლო-ალბომი და ორი საუნდტრეკი.
ყველაზე უკეთ, მას იცნობენ თავისი ექსპრესიული ხმით და მრავალ მუსიკალურ ჟარში მოღვაწეობით, რომელთა შორისაა პოპი, ალტერნატიული როკი, ემბიენტი, ელექტრონიკა, ხალხური და კლასიკური მუსიკა .[1] მას მრავალი ჯილდო აქვს მოგებული, 13-ჯერ იყო ნომინირებული გრემიზე და ასევე ოსკარზე. 2000 წელს, კანის კინოფესტივალზე ბიორკს მიენიჭა წლის საუკეთესო მსახიობის წოდება.
მისი ხმისჩამწერი ლეიბლის „One Little Indian“-ის 2003 წელის განცხადებით, ბიორკს მთელ მსოფლიოში 15 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. მისი უკანასკნელი ალბომი — Volta 2007 წლის 8 მაისს გამოვიდა. VH1-ის გადაცემაში „როკ-ნ-როლის 100 საუკეთესო ქალი“ ბიორკი 36-ე პოზიციაზე მოხვდა[2], ხოლო MTV-ის გადაცემაში „მუსიკის 22 საუკეთესო ხმა“ ისლანდიელმა მომღერალმა მე-8 პოზიცია დაიკავა.[3]
სექციების სია |
ადრეული კარიერა [რედაქტირება]
ბიორკის მუსიკლალური კარიერა დაწყებით სკოლაში კლასიკური პიანინოს სწავლით, 11 წლის ასაკში დაიწყო. ერთერთმა მისმა მასწავლებელმა RÚV-ში (იმ დროს ისლანდიაში არსებულ ერთადერთ რადიო სადგურში), ბიორკის ჩანაწერი გააგზავნა, რომელშიც ის ტინა ჩარლზის სიმღერა „I Love to Love“-ს მღეროდა. ჩანაწერი რადიოს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრანსლირდებოდა; მისი მოსმენის შემდეგ, რეკორდ ლეიბლ Fálkinn-ის წარმომადგენელი ბიორკს დაუკავშირდა და კონტრაქტი შესთავაზა ჩანაწერის გასაკეთებლად. ალბომი Björk ჩაწერილ და გამოშვებულ იქნა 1977 წელს.
მოზარდ ასაკში ყოფნის დროს ბიორკი პანკ როკის გავლენის ქვეშ მოექცა; 14 წლისამ გოგონათა პანკ ჯგუფ Spit and Snot ჩამოაყალიბა, რასაც მალევე მოჰყვა ჯაზ ფიუჟონ ჯგუფი Exodus 1979 წელს. 1980 წელს მან მუსიკალური სკოლა დაამთავრა. 1981 წელს მან და ბასისტმა ჯეიკობ მაგნუსონმა ახალი ჯგუფი Jam-80 ჩამოაყალიბეს, რომელიც შემდგოში Tappi Tíkarrass გახდა (რაც ისლანდიურად ნიშნავს „დაუცე ძუკნას უკანალი“) და გამოუშვეს გაფართოებული სინგლი, „Bítið Fast í Vítið“, იმავე წელს. მათი შემდეგი ალბომი, Miranda, 1983 წელს გამოვიდა.
ამის შემდეგ ბიორკი ისეთ ხალხთან თანამშრომლობდა, როგორიცაა ეინარ იორნ ბენედიკსონი და ეინარ მელაქსი Purrkur Pillnikk-დან, და Guðlaugur Óttarsson, სიგტრიგურ ბალდურსონი და ბირგირ მოგენსენი Þeyr-დან. სიმღერების დაწერისა და ორ კვირიანი რეპეტიციების და სინჯების შემდეგ, ახალი ბენდი, KUKL (ისლანდიურად „ჯადოსნობა“), შეწყობილად მუშაობდა და გოთიკური როკის სტილში ახალ საუნდს ავითარებდა. ბიორკმა თავისი დამახასიათებელი შესრულების მანერის გამოვლენად დაიწყო.
KUKL-მა ისლანდიის გარშემო ტური გამართა ბრიტანულ ანარქისტ პანკ ჯგუფ Crass-თან ერთად, ხოლო მოგვიანებით თავად ეწვია დიდ ბრიტანეთს წარმოდგენების სერიით Flux Of Pink Indians-თან ერთად. მათ ორი ალბომი გამოუშვეს ამ თანამშრომლობის შედეგად: The Eye 1984 წელს, და Holydays in Europe 1986 წელს, ორივე ლეიბლ Crass Records-ზე.
ბენდი საბოლოოდ დაიშალა, უფრო მეტად მათი ლეიბლის, Gramm-ის, დახურვის გამო. 1986 წლის ზაფხულში, KULK-ის რამდენიმე წევრი და სიურეალისტური ჯგუფი მედუზა გაერთიანდა, რათა შეექმნა არტ-კოლექტივი Smekkleysa (ცუდი გემო). მათ შექმნეს მუსიკალური განყოფილება, ჯგუფი, რომელსაც KUKL, მაგრამ დასახელება მალე The Sugarcubes-ად შეცვალეს. Smekkleysa და The Sugarcubes ოფიცილაურად ბიორკის ვაჟის, სინდრის დაბადების დღის თარიღზე გაიშვა.
მეინსტრიმული წარმატება [რედაქტირება]
The Sugarcubes [რედაქტირება]
The Sugarcubes-ის პირველი სინგლი, „Ammæli“ (დაბადების დღე), დიდ ბრიტანეთში გასაოცარი ჰიტი გახდა, მას შემდეგ რაც Melody Maker-ის მიერ ის კვირის სინგლად გამოცხადდა. The Sugarcube-თან მაშინვე გააფორმა კონტრაქტი One Little Indian-მა, ახალმა „საძინებლის ლებლმა“, რომელიც დერეკ ბირკეტის, Flux of Pink Indians-ის ბასისტის მიერ იყო დაფუძნებული. ამას თაყვანისმცემლების არმია მოჰყვა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში და ზარებმაც არ დააყოვნა დიდ ხმის ჩამწერი სტუდიებიდან. მათ ყველა ეს შემოთავაზება უარყვეს და დიდ შემოსავლებს, თავიანთი მეგობრების ლებლთან დარჩენით, სრული კრეატიული კონტროლი არჩიეს. ბიორკი დღესაც კი ამ ლეიბლთან რჩება. ასევე, The Sugarcubes-მა აშშ-ში სადისტრიბიუციო შეთანხმებას მოაწერა ხელი Elektra Records-თან და 1988 წელს პირველი ალბომი, Life's Too Good ჩაწერა. მისმა გამოშვებამ ჯგუფი საერთასორისო ასპარეზზე გაიყვანა, რაც უპრეცედენტო წარმატება იყო ისლანდიური წარმოშობის როკ ჯგუფისათვის. The Sugarcubes-ში ყოფნის დროს, ბიორკი სხვა პროექტებშიც იღებდა მონაწილეობას. მან ჯაზ ჯგუფ Trio Guðmundar Ingólfssonar-თან ერთად Gling-Gló, რაც პოპულარული ჯაზისა და ორიგინალური ნამუშევრების კრებულია. მისი რელიზი ისლანდიაში მოხდა. ასევე, ბიორკმა თავისი ვოკალი დაურთო 808 State-ის სიმღერას ალბომიდან, Ex:el, რითაც მან თავისი ინტერესი დააფიქსირა ჰაუზ მუსიკაში. სიმღერა „Ooops“ დიდ ბრიტანეთში სინგლად გამოვიდა და მოგვიანებით 808 State-ის საუკეთესო სიმღერების კრებულში, „808:88:98“, შევიდა.
სოლო კარიერა / Debut [რედაქტირება]
1992 წელს The Sugarcubes დაიშალა კონფლიქტური ამბიციების გამო; ჯგუფის წევრები ამ ნაბიჯზე მათი მეგობობრობის შესანარჩუნებლად წავიდნენ. ისინი კვლავ რჩებიან მეგობრებად და დღემდე არიან ჩართულები Smekkleysa/ცუდი გემოს მენეჯმეტში.[ბატონო?] ბიორკი ლონდონში გადავიდა, რათა სოლო კარიერას გაჰყოლოდა; მან პროდიუსერ ნელი ჰუპერთან დაიწყო მუშასობა, რომელსაც მრავალ სხვა შემსრულებლებს შორის, Massive Attack-თანაც ჰქონდა ნამუშევარი. მათი პარტნიორობის შედეგი პირველი საერთაშორისო სოლო ჰიტი, „Human Behaviour“, გახდა. ბიორკის სადებიუტო სოლო ალბომი, Debut, 1993 წლის ივნისში გამოვიდა და მიმომხილველებში პოზიტიური რეაქციები გამოიწვია. ის წლის ალბომად დასახელდა „NME“-ის მიერ და საბოლოოდ აშშ-ში პლატინის ჯილდო მიიღო. 1994 წლის Brit Awards-ზე ბიორკმა საუკეთესო საერთაშორისო ქალი შემსრულებელის და საუკეთესო საერთაშორისო ახლაბედას წოდება აიღო. Debute ბიორკის კომპოზიციების მიქსია, კომპოზიციებისა, რომლებიც მან თინეიჯერობის დროს დაწერა და უფრო ბოლოდროინდელი ლირიული ნამუშევრები, რომლებიც ჰუპერთან თანამშრომლობის შედეგი იყო.
Debute-ის წარმატებამ ბიორკს სხვა შემსრულებლებთან „ერთი ტრეკის“ პრინციპით მუშაობის შესაძლებლობა მისცა. მან ითანამშრომლა დევიდ არმონდთან სიმღერაზე „Play Dead“, რომელიც 1993 წლის ფილმი ახალგაზრდა ამერიკელების თემა გახდა (და მოგვიანებით Debute-ის ახალ გამოცემაში ბონუს ტრეკის სახით შევიდა). ასევე, ბიორკმა იმუშავა Tricky-ის Nearly God პროექტზე, და გამოჩნდა 1997 წლის Plaid-ის ალბომში Not For Threes, რომელიც საკულტო Warp Records-ის ლეიბლზე გამოვიდა. აგრეთვე, ბიორკმა დაწერა სიმღერა „Bedtime Story“ მადონასათვის 1994 წლის ალბომში Bedtime Stories.
Post / Telegram [რედაქტირება]
ბიორკი სტუდიაში 1994 წელს დაბრუნდა, რათა თავისი მეორე სოლო ალბომი ჩაეწერა ნელი ჰუპერთან, Tricky-სთან, გრეჰენ მასლისთან 808 State-დან, და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერ Howie B-სთან ერთად. ალბომი, Post, ბიორკის ურთიერათობებზე დაფუძნებულ და სიყვარულის თემაზე (მისი საყვარელი თემა) შექმნილ სიმღერებს შეიცავდა, ასევე მასში რამდენიმე კომფრონტაციული სიმღერაც შევიდა. Debute-ის მსგავსად, ეს ალბომიც გარკვეულწილად მისი ძველი სიმღერების კრებული იყო. ბიორკის განცხადებით, მან Post-ის პროდიუსირება უფრო მეტად გააკეთა, ვიდრე Debute-სა.
ამ დროისთვის გამოვიდა ბიორკი MTV Unplugged-სთვის.[ბატონო?] 1995 წლისთვის, ახალი ალბომი Post უკვე მზად იყო; ის ივნისში გამოვიდა და მეორე ადგილს მიაღწია დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში; ასევე, პლატინის ჯილდო მიიღო აშშ-ში. მის დიდ წარმატებას ხელი სინგლმა „It's Oh So Quiet“-მა შეუწყო, საშობაო სინგლმა, რომელიც ჩარტში 15 კვირის განმავლობაში დარჩა და დიდ ბრიტანეთში 400,000-იანი ტირაჟით გაიყიდა. ადრე 1996-ში, კლასიკოს რეჟისორთან კენტ ნაგანოსთან შეხვედრის შემდეგ, მათ შოენბერგის „Pierro Lunaine“ წარმოადგინეს ვერბიერის კლასის ფესტივალზე. 1997 წლის იანვარში, გამოვიდა ალბომი Telegram, რომელშიც რემიქსები შევიდა სიმღერებზე ალბომიდან — Post და არა-LP სიმღერა „My Spine“.
Homogenic [რედაქტირება]
1997 წელს გამოვიდა ალბომი Homogenic. ამ ალბომმა შეცვალა ბიორკის „პიქსური“ იმიჯი, რომელიც მას წინა ორ ალბომში ჩამოუყალიბდა. ბიორკი რამდენიმე პროდიუსერთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა მარკ ბელი LFO-დან, ჰოუვი ბი და ასევე ეუმირ დეოდატო; ალბომს მრავალი რემიქსიც მოჰყვა. Homogenic მომღერლის პირველი, კონცეპტუალურად მისი ამსახველი, ალბომი გახდა და დღემდე მიჩნეულია ბიორკის ყველაზე ექსპერიმენტალურ და გახსნილ ალბომად, უზარმაზარი ბიტებით, რაც თითქოს ისლანდიის ლანდშაპტებს ასახავს; განსაკუთრებით სიმღერა „Jóga“, რომელიც მოცულობით წიმებს და კლოვან ელექტრონულ ჟღერადობას აერთიანებს.
ემოციურად დამუხტული ალბომი დასამახსოვრებელი მუსიკალური ვიდეოების წყებას შეიცას, რომელთაგან რამდენიმეს MTV-ს ეთერიც დაეთმო; განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიკური „Bachelorette“, რომლის რეჟისორიც ხშირი პარტნიორი, მაიკლ გონდრია და „All Is Full of Love“, რომელიც კრის კანინგჰემმა გადაიღო და ალტ-როკ ჰიტი გახდა 1999 წელს. სინგლი „All is full of love“ აშშ-ში გამოშვებული პირველი DVD სინგლი გახდა, რამაც სხვა მომღერლებს მაგალითი უჩვენა სინგლებში DVD ვიდეოებისა და სხვა მულტიმედიური მასალის შესატანად.
საბოლოოდ, ალბომმა 2001 წელს ოქროს და 2006 წელს პლატინის სტატუსი მიიღო აშშ-ში. 2000-ში ბიორკმა სელმას, ქარხნის ბრმა მუშის როლი შეასრულა ლანს ვონ ტრიერის ფილმში სიბნელეში მოცეკვავე (ინგლ. Dancer in the Dark), და შესაბამისად ჩაწერა საუნდტრეკი, რომელსაც უბრალოდ Selmasongs დაარქვა.
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
ბიორკს და მის პარტნიორს, მხატვარ მეთიუ ბარნის, ჰყავთ ქალიშვილი, ისადორა ბიარკარდოტირი, დაბადებული 2002 წლის 3 ოქტომბერს. ბიორკს ასევე ჰყავს ვაჟი, სინდრი ელდონ პორსინი, დაბადებული 1986 წლის 8 ივნისს, პორ ელდონის, თავისი ბენდის პარტნიორისგან The Sugarcubes-იდან. სინდრი ჟურნალისტია და რამდენიმე ჯგუფში ბას-გიტარაზე უკრავს ამჟამად.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- Björk (1977)
- Debut (1993)
- Post (1995)
- Homogenic (1997)
- Selmasongs (2000) (საუნდტრეკი)
- Vespertine (2001)
- Medúlla (2004)
- Drawing Restraint 9 (2005) (საუნდტრეკი)
- Volta (2007)
- Biophilia (2011)
ჯილდოები/ნომინაციები [რედაქტირება]
კინოაკადემიის ჯილდო [რედაქტირება]
- 2001 — საუკეთესო ორიგინალური სიმღერა ფილმში — „I’ve Seen It All“ — ნომინაცია
BRIT-ის დაჯილდოება [რედაქტირება]
1994 — წლის გარღვევა — გაიმარჯვა
1994 — საუკეთესო საერთაშორისო ქალი მომღერალი — გაიმარჯვა
1996 — საუკეთესო საერთაშორისო ქალი მომღერალი — გაიმარჯვა
1998 — საუკეთესო საერთაშორისო ქალი მომღერალი — გაიმარჯვა
2001 — საუკეთესო საუნდტრეკი „Selmasongs“ — ნომინაცია
2002 — საუკეთესო საერთაშორისო ქალი მომღერალი — ნომინაცია
2006 — საუკეთესო საერთაშორისო ქალი მომღერალი — ნომინაცია
კანის კინოფესტივალი [რედაქტირება]
2000 — საუკეთესო მსახიობი ქალი — გაიმარჯვა
ოქროს გლობუსი [რედაქტირება]
2001 — დრამატული ფილმის საუკეთესო მსახიობი ქალი — ნომინაცია
2001 — საუკეთესო სიმღერა -I’ve Seen It All- ნომინაცია
MOJO-ს დაჯილდოება [რედაქტირება]
2007 — შთაგონების ჯილდო — გაიმარჯვა
MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიალი [რედაქტირება]
1996 — საუკეთესო ქორეოგრაფია — It's Oh So Quiet — გაიმარჯვა
1998 — საუკეთესო სახელოვნებო რეჟისურა — Bachelorette — გაიმარჯვა
2000 — საუკეთესო სპეც-ეფექტები — All Is Full of Love — გაიმარჯვა
ტელევიზია [რედაქტირება]
კინო და ეპიზოდური როლები [რედაქტირება]
ბიბლიოგრაფია [რედაქტირება]
- 1984 — Um Úrnat frá Björk (გავრცელდა უფასოდ)
- 1995 — Post
- 2001 — Björk (Little-i)
- 2003 — Björk Live Book
დაკავშირებული ბიბლიოგრაფია [რედაქტირება]
- Post, ავტორი Sjón Sigurðsson/ბიორკი შ. პ. ს. Bloomsbury (1995).
- Björk — The Illustrated Story, ავტორი Paul Lester. Hamlyn (1996).
- Björk — An Illustrated Biography, ავტორი Mick St. Michael. Omnibus Press (1996).
- Björk Björkgraphy, ავტორი Martin Aston. Simon & Schuster (1996).
- Björk, Colección Imágenes de Rock, N°82, ავტორი Jordi Bianciotto. Editorial La Máscara (1997).
- Dancer in the Dark, ავტორი Lars von Trier. Film Four (2000).
- Lobster or Fame, ავტორი Ólafur Jóhann Engilbertsson. Bad Taste (2000).
- Army of She, ავტორი Evelyn McDonnell. Random House (2001).
- Human Behaviour, ავტორი Ian Gittins. Carlton (2002).
- Björk: There’s More to Life Than This: The Stories Behind Every Song, ავტორი Ian Gittins. Imprint (2002).
- Wow and Flutter, ავტორი Mark Pytlik. ECW (2003).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ გვერდი
- დისკოგრაფია Discogs.com-ზე
- ბიორკი NNDB-ზე
- ბიორკი MySpace-ზე
- ბიორკი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ბიორკი Last.fm-ზე
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Down time: Bjork The Sunday Times, Robert Sandall, 23 March 2008
- ↑ http://www.vh1.com/shows/dyn/the_greatest/62162/episode.jhtml
- ↑ http://www.listology.com/list/mtvs-22-greatest-voices-music
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||