პარანოია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარანოია — ქრონიკულად მიმდინარე ბოდვითი ფსიქოზის ერთ-ერთი სახეა.

ისტორია[რედაქტირება]

ჰიპოკრატეს დროიდან ამ ტერმინით განისაზღვრებოდა ფსიქიკურ აშლილობათა ფართო სპექტრი,რომელშიც ერთიანდებოდა სხვადასხვა ბოდვითი აშლილობები.XIX საუკუნეში მოხდა პარანოიის ცალკე დაავადებად გამოყოფა,რომლის გამოვლინებებს წარმოადგენდა მომჩივნელობის,დევნის,განდიდების ან სხვა შინაარსის სისტემატიზირებული ბოდვითი იდეები ჰალუცინაციების გარეშე.ე.კრეჩმერმა განაზოგადა პარანოიის განვითარების კანონზომიერებები და აღწერა ავადმყოფობის განვითარებისთვის დამახასიათებელი ტრიადა:ხასიათი,გარემო,განცდა.

ეთიო-პათოგენეზი[რედაქტირება]

მკვლევარები პარანოიას ენდოგენურ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებს.მიჩნეულია რომ სხვა ფაქტორებთან ერთად გარკვეული როლი ციკლოიდურ,პიკნიკურ აგებულებასაც მიუძღვის.

სტატისტიკა[რედაქტირება]

პარანოია ნაკლებად გავრცელებული დაავადებაა,მისი სიხშირე 0,025-0,03%-ია.ყოველი 300 000 ადამიანიდან 1 დაავადებული აღიწერება მსოფლიოში.იგი ძირითადად 30-40 წლის ასაკში ვითარდება და ძირითადად ქალებში გვხვდება.

განვითარება[რედაქტირება]

პარანოია იწყება თანდათანობით,შემპარავად,რეალური სიტუაციების გადამეტებული,ზეღირებულოვანი შეფასების შედეგად.დროთა განმავლობაში ამ ზეღირებულოვანი იდეების მიმართ ქვეითდება კრიტიკა,და ყალიბდება სისტემური ბოდვითი იდეა.ამ იდეების დასამტკიცებლად ავადმყოფები აყალიბებენ ლოგიკურ სისტემებს და ეყრდნობიან მოგონებებს,რომლებსაც არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ.ბოდვითი პროდუქციის ჩარჩოებს მიღმა ადამიაინები ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან.ადეკვატურად იქცევიან გარემოში.

პარანოიის ფორმები[რედაქტირება]

ექსპანსიური პარანოია- აერთიანებს ისეთი სახის პარანოიალური ბოდვის ფორმებს,რომლებსაც ახასიათებთ ბრძოლა ბოდვითი დაყენებების რეალიზაციისთვის.ესაა: მომჩივნელობის ბოდვა,გამომგონებლობის,სამართლიანობის მაძიებლობის და სხვა. სენზიტიური პარანოია - განპირობებულია სოციალური ადაპტაციის გაძნელებით,დაუკმაყოფილებლობის,არასრულფასოვნების განცდის ბოდვით რეგისტრში გადაზრდით.ცხოვრებისეული იმედგაცრუების,დანაკარგების მოჭარბება იწვევს დევნის პარანოიალური იდეების განვითარებას. სურვილების პარანოია - ამის მაგალითია ეროტიული ბოდვა,რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია რომ იგი უყვარს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას და ყველაფერში ხედავს ამ პიროვნების გრძნობების გამოხატვას.

მკურნალობა[რედაქტირება]

პარანოია,როგორც წესი,პრაქტიკულად განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება,თუმცა ხანგრძლივი მკურნალობით შესაძლოა მოხდეს სიმპტომატიკის გარკვეული შერბილება.მედიკამენტურ მკურნალობაში იყენებენ ნეიროლეფტიკებს და ტრანკვილიზატორებს.მათთან ერთად აუცილებელია ფსიქოტერაპიის გამოყენება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ა.ზურაბიშვილი "ფსიქიატრია"
  • მ.ასათიანი "ფსიქონერვოზები"
  • გ.ნანეიშვილი "ფსიქიატრიის მოკლე კურსი"