კორეის ეროვნული ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ექსტერიერი

კორეის ეროვნული ბიბლიოთეკა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მდებარეობს. დაარსდა 1945 წელს. მასში 10 მილიონზე მეტი ტომი ინახება, რომელთა შორის 1 134 000 უცხოური წიგნიც არის. ბიბლიოთეკაში აგრეთვე დაცულია სამხრეთ კორეის ეროვნული საგანძური.

1974 წელს იგი გადატანილი იქნა სეულის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულიდან — სოგონ-დონგიდან (იუნგ-გუ) ნამსან-დონგში, ხოლო 1988 წელს — ამჟამინდელ ადგილზე, ბანპო-დონგში (სეოჩო-გუ). იგი 1991 წელს ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს გადაეცა განათლების სამინისტროსაგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]