ჯორჯ ორუელი
| ერიკ არტურ ბლერი | |
ჯორჯ ორუელი |
|
| ფსევდონიმი: |
ჯორჯ ორუელი |
|---|---|
| დაბადების თარიღი: | |
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| ეროვნება: |
ინგლისელი |
| საქმიანობა: |
მწერალი, ესეისტი |
ჯორჯ ორუელი (ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ არტურ ბლერი, ინგლ. Eric Arthur Blair; დ. 25 ივნისი, 1903, მოტიჰარი, ინდოეთი — გ. 21 იანვარი, 1950, ლონდონი) — ინგლისელი მწერალი და ესეისტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ორუელი დაიბადა 1903 წელს ინდოეთში. 1904 წლიდან იგი ცხოვრობდა ინგლისში. 1917-1921 წლებში ორუელი სწავლობდა იტონის კოლეჯში. 1922 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთის პოლიციაში მიანმარიში. მისი ცხოვრების ეს პერიოდი აისახა 1934 წელს გამოქვეყენებულ თხზულებაში „დღეები ბირმაში“. 1927 წელს ორუელმა თავი დაანება პოლიციაში სამსახურს პროტესტის ნიშნად და დაბრუნდა ინგლისში, სადაც იგი 1936 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში ორუელი აქვეყნებდა თავის პირველ ნაწარმოებებს. 1937 წელს იგი იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის მხარეზე მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალი მუშაობდა The Observer-ის კორესპონდენტად. 1945 წელს ორუელმა გამოაქვეყნა იგავი „ცხოველების ფერმა“, რომელშიც იგი აღწერს რუსეთში სოციალისტური იდეის განხორციელების კრახს. 1949 წელს გამოქვეყნდა ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, რომანი „1984“.
ორუელი 1950 წელს 46 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
[რედაქტირება] შემოქმედება
- 1933 Down and Out in Paris and London
- 1934 დღეები ბირმაში(Burmese Days)
- 1935 მღვდლის ქალიშვილი
- 1936 Keep the Aspidistra Flying
- 1937 The Road to Wigan Pier
- 1938 კატალონიის პატივსაცემად
- 1939 Coming Up for Air
- 1945 ცხოველების ფერმა (Animal Farm)
- 1948 ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი (Nineteen Eighty-Four)
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ორუელის თხზულებათა არქივი სხვადასხვა ენებზე
- ორუელის თხზულებათა არქივი (ინგლ.)
- ორუელი "1984" მიმოხილვა
- ორუელი "ცხოველების ფერმა" მიმოხილვა
- სტატიები ორუელის შესახებ გემანული გაზეთი "ცაიტის" ვებგვერდზე ორუელის 100 წლის იუბილეს გამო (გერმ.)
- ჯორჯ ორუელის "1984"