კატრინ დენევი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატრინ დენევი

კატრინ დენევი (ფრანგ. Catherine Deneuve; დ. 22 ოქტომბერი, 1943, დაბადებით Catherine Fabienne Dorléac, დენევი დედის გვარია) — სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი, რომელსაც ხშირად "საფრანგეთის ბოლო მეგავარსკვლავს" უწოდებენ.

სუპერვარსკვლავის სახელი კანის ფესტივალზე მუსიკალური ფილმის "შერბურგის ქოლგები" (1964) ტრიუმფმა მოუტანა. მომდევნო წელს მთავარი როლი ითამაში რომან პოლანსკის ფსიქოლოგიურ ტრილერში "ზიზღი" — განთქმული კინორეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი. შემდგომ წლებში უფრო იმტკიცებს წამყვანი ფრანგი მსახიობის რეპუტაციას, მუშაობდა რა მსოფლიოს კინოს ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა ლუის ბუნიუელი ("ტრისტანა", 1970), და ფრანსუა ტრიუფო ("უკანასკნელი მეტრო", 1980). მისი ერთ-ერთი ყველაზე თამამი ნამუშევარი იყო ბუნიუელის ფილმი „შუადღის ლამაზმანი" (1967). მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწვევებისა ჰოლივუდში, დენევი ამერიკული აუდიტორიისთვის დღემდე მხოლოდ ფრანგული პარფიუმერიის სარეკლამო რგოლებითაა ცნობილი.

[რედაქტირება] ფილმოგრაფია

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1967 შუადღის ლამაზმანი Belle de jour სევერინ სერიზი
1969 მისისიპის სირინოზი La Sirène du Mississipi ჟული რასელი
1970 ტრისტანა Tristana ტრისტანა
1980 უკანასკნელი მეტრო Le Dernier Métro მარიონ შტაინერი
2002 რვა ქალი Le Dernier Métro გაბი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე