მარლენ დიტრიხი
| მარლენ დიტრიხი | |
| დაბადების სახელი | მარია მაგდალენა დიტრიხი |
| დაბადების ადგილი | ბერლინი, გერმანია |
| დაიბადა | 27 დეკემბერი, 1901 |
| გარდაიცვალა | 6 მაისი, 1992 პარიზი, საფრანგეთი |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1919–1984 |
| მეუღლე(ები) | რუდოლფ ზიბერი (1923-1976) |
| ოფიციალური ვებგვერდი | http://www.marlene.com/ |
მარია მაგდალენა „მარლენ“ დიტრიხი (გერმ. Marlene Dietrich [maɐˈleːnə ˈdiːtʁɪç]; დ. 27 დეკემბერი 1901, ბერლინი, გერმანია ― გ. 6 მაისი 1992, პარიზი, საფრანგეთი)[1] — გერმანელი მსახიობი და მომღერალი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მარლენ დიტრიხი დაიბადა ბერლინ-შენებერგში (გერმანია), ლუის ერიხ ოტო დიტრიხ და ვილჰელმინა ელიზაბეთ ჯოზეფინ ფელსინგის ოჯახში. 1921 წელს მაქს რაინჰარდტის სამსახიობო სკოლაში შესვლამდე ვიოლინოზე უკრავდა, ორ წელიწადში კი მარლენის კინო დებიუტი შედგა (თუმცა ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ის 1919 წლის გერმანულ ფილმში მესამეხარისხოვან როლშიც გამოჩნდა). თავდაპირველად მხოლოდ გერმანულ ფილმებში თამაშობდა (ამავე დროს, კაბარეებსა და თეატრებში მღეროდა), 1930 წელს კი ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ (რეჟისორი ჯოზეფ ფონ შტერნბერგი) მთავარ როლს ასრულებს.
[რედაქტირება] ჰოლივუდი
შემდეგ დიტრიხი ჰოლივუდში მიემგზავრება კინოფილმ „მაროკო“-ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მისი ერთადერთი ”ოსკარის” ნომინაცია გახდა. კინოს ისტორიაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ფონ შტერნბერგის ფილმებში შესრულებული როლები იყო ადრეულ 1930-იან წლებში. ეს ფილმებია „იმპერატორი სკარლეტი“ და „შანხაის ექსპრესი“, სადაც ის საბედისწერო ქალების როლებს ასრულებს. მის კინონამუშევართაგან საგულისხმოა ფილმებში „დესტრი ისევ ცხენზეა ამხედრებული“, „საგარეო საქმეები”, „ბრალდების მოწმე”, „ეშმაკის შეხება” და „ნიურნბერგის პროცესი” განსახიერებული როლები.
[რედაქტირება] როგორც მომღერალი
დიტრიხი მის რამდენიმე ფილმში თავად მღერის (მათ შორის ყველაზე ცნობილია ფონ შტერნბერგის ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ სიმღერა „Ich bin von Kopf bis Fuss auf Liebe eingestellt“, რომელიც დიტრიხმა გერმანიაში ჩაწერა 1920-იან წლებში). კინოკარიერაში წარუმატებლობის გამო, შემდგომში უფრო მომღერლის კარიერითაა დაკავებული და ხმისჩამწერ სტუდიებთან Decca, Elektrola, EMI, და Columbia რამდენიმე დისკს უშვებს. მისი გამორჩეული ხმის იმიტაციას შემდგომში მრავალი მსახიობი ეცადა, მათ შორის ლოტე ლენია, სიმღერაში „ლიდერი“, ბრიტანულ ტრიოში „Fascinating Aïda“. იგივე გაიმორა მედლინ კანმა მელ ბრუკსის კლასიკურ კომედიაში „ელვარე უნაგირები”.
[რედაქტირება] მეორე მსოფლიო ომი
1937 წელს სამსახიობო კარიერის ჩავარდნის პერიოდში დიტრიხი ამერიკის მოქალაქეობას იღებს. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ დიტრიხი ერთ-ერთი პირველი ჰოლივუდელი იყო, რომელიც ომის საფონდო აქციების შეგროვების პროპაგანდას ჰკიდებს ხელს. დიტრიხი ცნობილი იყო მისი მტკიცე პოლიტიკური პოზიციებით და შესაბამი პოლიტიკური გამჭრიახობით. ის შეურიგებელი ანტი-ნაცისტი იყო და იმ დროინდელი გერმანიის ანტისემიტურ პოლიტიკას გმობდა. ამ დროს ჩაწერა მან რამდენიმე ანტი-ნაცისტური სიმღერა გერმანულად ოსს-თვის, მათ შორის "ლილი მარლენი", თვალსაჩინო ნიმუში სიმღერისა, რომლის მოტივი ომის ხაზგასმული სიძულვილია. ამავე დროს ის მონაწილეობს მიუზიკლებში ჯარისკაცების გასართობად. ის მოკავშირეთა ჯარებისთვის ფრონტის წინა ხაზზე ალჟირსა და გერმანიაში მღეროდა.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
პროფესიული წარმატების მიუხედავად, რომლის ყოველი ნაბიჯი გულდასმით იგეგმებოდა, დიტრიხის პირადი ცხოვრება საზოგადოების თვალის მიღმა რჩებოდა. მან ერთხელ იქორწინა რეჟისორის ასისტენტ რუდოლფ სიბერზე - კათოლიკე, რომელიც შემდგომში ”პარამაუნტ ფიქჩერზის” დირექტორი გახდა საფრანგეთში. მისი ერთადერთი ქალიშვილი, მარია სიბერი (გათხოვების შემდეგ - მარია რივა), 1924 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. როცა მარია რივას ვაჟი ეყოლა 1948 წელს, დიტრიხს "მსოფლიოს ყველაზე თვალისმომჭრელი ბებია" შეარქვეს. მსახიობის ცხოვრების უდიდესი სიყვარული კი მაინც ფრანგი მსახიობი და ომის გმირი ჟან გაბენი იყო.
დიტრიხს რამდენიმე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ქალებთანაც: მწერალი და პეოტი მერსედეს დე აკოსტა, მსახიობები კლოდეტ კოლბერი, მეი უესტი, ჯოან კროუფორდი და გრეტა გარბო სხვადასხვა დროს მისი საყვარლები იყვნენ. ამის მიუხედავად, მისთვის მეფური ანაზღაურება შეუთავაზებიათ გერმანიაში დაბრუნებისთვის, სამშობლოში უდიდესი პოპულარობისა და ჰიტლერის განსაკუთრებული მოწადინების გამო, რაზეც დიტრიხს უარი განუცხადებია. მას სხვათა შორის უხსენებია, რომ გერმანიაში დაბრუნდებოდა თუ მის ერთ-ერთ ებრაელ მეგობარს (შესაძლოა მაქს რაინჰარდტს) მასთან ერთად უკან დაბრუნების ნებას დართავდნენ.
[რედაქტირება] სცენა და კაბარე
[რედაქტირება] ბოლო წლები
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
[რედაქტირება] რადიო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) მარლენ დიტრიხი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Flint, Peter B.. “Marlene Dietrich, 90, Symbol of Glamour, Dies“, The New York Times, 1992-05-07.
სტატიის