ნიკოლა ტესლა
ვიკიპედიიდან
| ნიკოლა ტესლა | |
| დაბ. თარიღი: | 10 ივლისი 1856 |
| დაბ. ადგილი: | ხორვატია |
| გარდ. თარიღი: | 7 იანვარი 1943 |
| გარდ. ადგილი: | ნიუ იორკი, აშშ |
| სფერო: | ფიზიკა, მექანიკური ინჟინერია და ელექტრონული ინჟინერია |
| ცნობილია: | გამომგონებელი |
| ჯილდოები/პრემიები: |
ედისონის მედალი (1916), ელიოტ კრესონის ოქროს მედალი (1893), ჯონ სკოტის მეტალი (1934) |
ნიკოლა ტესლა (დ. 1856 წლის 10 ივლისს, ავსტრო–უნგრეთი, დღევანდელი ხორვატია — გ. 1943 წლის 7 იანვარს, ნიუ-იორკში, აშშ) — სერბი და ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ეროვნებით იყო სერბი. დაიბადა და გაიზარდა ავსტრო-უნგრეთში. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში. 1891 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა.
ტესლა ცნობილი გახდა ელექტრო და მაგნიტური ენერგიის კვლევაში შეტანილი წვლილისათვის. მის მიერ ჩატარებული თეორიული სამუშაოები იქცა თანამედროვე მოწყობილობათა უმრავლესობის საფუძვლად და მრეწველობითი რევოლუციის წინაპირობად.
ტესლას დროის ადამიანები მას თვლიდნენ ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა. რადიოს წარდგენისა და დენის ომში გამარჯვების შემდეგ ტესლა აღიარეს ამერიკის გამოჩენილ ინჟინერ-ელექტრიკოსად. იმ პერიოდში ტესლას მიღწევები ნებისმიერ გამომგონებელთან კონკურირებადი იყო.

