ენდი უორჰოლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდი უორჰოლი
Andy Warhol
Andy Warhol by Jack Mitchell.jpg
უორჰოლი 1977 წელს
დაიბადა: 1928 აგვისტო, 6
პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ
გარდაიცვალა: 22 თებერვალი, 1987 (58 წლის)
ნიუ იორკი, აშშ
ეროვნება: ამერიკელი
სფერო: მხატვრობა, კინემატოგრაფია
მომზადება: კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი
მიმდინარეობა: პოპ-არტი
ცნობილი ნამუშევრები: გოგონები ჩელსიდან (1966 წლის ფილმი)
ფეთქებადი პლასტიკური გარდაუვალობა (1966 წლის აქცია)
კემპბელის სუპის ქილები (1962 წლის ნახატი)

ენდი უორჰოლი (Andy Warhol; 6 აგვისტო, 192822 თებერვალი, 1987) — ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთერთი დამფუძნებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.

ენდი უორჰოლი იყო პირველი მხატვარი რომელმაც აღიარა ტრაფარეტული ბეჭდვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ადრე მხოლოდ სამრეწველო შეფუთვებზე გამოიყენებოდა.

უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით და ბანანით ველვეტ ანდეგრაუნდის როკ-მუსიკის ალბომზე, ასევე მეოცე საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორი მისი სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლის ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი სასმელის Coca-Cola -ს ეტიკეტის დიზაინი. ხელოვნების სამყაროს გარეთ უორჰოლი ცნობილია ციტატით "მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით". მოგვიანებით რეპორტიორებს მან განუცხადა: "ჩემი ახალი ფრაზაა: თხუთმეტ წუთში ყველა ცნობილი გახდება".

ენდი უორჰოლი არამარტო თავისი ნახატებით და ფილმებითა არის ცნობილი, არამედ თავისი სტუდიით "Factory", რომელიც ნიუ-იორკის ბომონდის თავშეყრის ადგილი და 70-იანი წლების ცხოვრების სტილის განსახიერება გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]