კეიტ მოსი
| კეიტ მოსი Kate Moss |
|
|---|---|
' |
|
| ნამდვილი სახელი | კეტრინ ენ მოსი ინგლ. Katherine Ann Moss |
| დაბ. თარიღი | 16 იანვარი, 1974 |
| დაბ. ადგილი | კროიდონი, |
| სიმაღლე | 167 სმ[1] |
| წონა | 48 კგ |
| მკერდი | 86 სმ |
| წელი | 66 სმ |
| ბარძაყი | 90 სმ |
| თმის ფერო | შავგრემანი |
| თვალები | მწვანე |
| ეროვნება | ბრიტანელი |
კეტრინ (კეიტ) ენ მოსი (ინგლ. Katherine "Kate" Ann Moss; 16 იანვარი 1974, კროიდონი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი სუპერმოდელი, Forbes-ის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელია მსოფლიოში.[2]
კარიერა [რედაქტირება]
1990 წელს კეიტ მოსი გადაიღეს სარეკლამო რგოლში, ხოლო უკვე 1992 წელს მოდურმა ბრენდმა Calvin Klein-მა შესთავაზა მოდელს კონტრქტი 4 მილიონ დოლარზე. 90-იანიების შუა წლებში ვარსკლავის ჰონორარი დღეში 10 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა. გასული საუკუნის დასასრულისთვის კეიტ მოსი შემოუერთდა სუპერმოდელთა პლეადას, რომელშიც შედიოდნენ ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი. კეტრინის სახე მსოფლიო მნიშვნელობის მოდური ჟურნალების ყდებზე მოხდა, მის შესახებ წერდნენ წიგნებს, კინოში გადაღებას სთავაზობდნენ.
მთელი თავისი კარიერის მანძილზე კეიტ მოსი მონაწილეობდა სხვადასხვა მოდური სახლების ჩვენებებში, მათ შორის იყვნენ Gucci, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Versace, Chanel, Missoni, Dior, Longchamp, David Yurman და ა.შ.
ჟურნალ Forbes-ის მიხედვით კეიტ მოსი არის მეორე ადგილზე ჟიზელ ბუნდჰენის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა შორის.[2]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- კეიტ მოსი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Kate Moss Photos Gallery
- ინტერვიუ: კეიტ მოსი
- კეიტ მოსის ბიოგრაფია
- კეიტ მოსის პარამეტრები
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ კეიტ მოსის სიმაღლე ვებ-გვერდზე Celebheights (ინგლისური)
- ↑ 2.0 2.1 Blakeley, Kiri (16 July 2007). The World's Top-Earning Models. Forbes. წაკითხვის თარიღი: 28 მაისი, 2009.