როკ-ენ-როლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბილ ხეილი შესრურების დროს
როკ-ენ-როლი, როკ-ენდ-როლი (ინგლ. Rock’n’roll, Rock and roll, სიტყვასიტყვით „იქანავე და იტრიალე“) — პოპულარული ჯაზური მუსიკის სტილი, რომელიც აღმოცენდა აშშ-ში 1950-იანი წლების დასაწყისში. მას ფესვები აქვს რიტმ ენდ ბლუზში, ქანთრიში, ფოლკში, გოსპელსა და ჯაზში. სტილი სწრაფად გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში და დროთა განმავლობაში თანამედროვე როკ მუსიკაში განვითარდა. ამჟამად როკ-ენ-როლი და როკ მუსიკა სინონიმებად მოიაზრება.
კლასიკური როკ-ენდ-როლი ერთი ან ორი ელექტრო გიტარით (ერთი წამყვანი, მეორე რიტმი), სიმებიანი კონტრაბასით ან (1950-იანების შემდეგ) ელექტო ბას-გიტარითა და ბარაბანებით სრულდება.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- როკ-ენ-როლი, ქსე, ტ. 8, გვ. 423, თბ., 1984