ტინა ტერნერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტინა ტერნერი
ტინა ტერნერი, 1985 წელი, ნორვეგია.
ტინა ტერნერი, 1985 წელი, ნორვეგია.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ანა მეი ბალოკი
მეტსახელი როკის დედოფალი
დაბ. თარიღი 26 ნოემბერი, 1939 (74 წლის)
წარმოშობა ნატბუში, ტენესი, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
პოპი
სოული
როკ ენ როლი
რითმ ენდ ბლუზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი
აქტიური 1958–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Capitol, EMI, Parlophone, Virgin
ასოციაციები აიკ და ტინა ტერნერი
საიტი ტინა ტერნერის ოფიციალური საიტი

ტინა ტერნერი (ნამდვილი სახელი, ანა მეი ბალოკი, დ. 26 ნოემბერი, 1939) — ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, რომლის კარიერა 50 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს. თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“.

ტინას მუსიკალური კარიერა დაიწყო აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. მეუღლესთან პრობლემების და მასთან გაყრის შემდეგ ტინამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე, ტინა“ (1977). სოლო-კარიერის დაწყებით მან განიმტკიცა სახელი მუსიკალურ სამყაროში, რასაც ხაზი გაესვა წარმატებული დისკით Private Dancer (1984).

მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“. მაგრამ მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა "We Don't Need Another Hero" ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა.

როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. ტინას კონცერტები გამორჩეულია სცენაზე ენერგიული მოძრაობებით, მძლავრი ვოკალური ჟღერადობით და ა.შ. 2008-2009 წლებში ტერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც აღნიშნავდა მის 50 წლიან მუსიკალურ კარიერას. თავისი დროისთვის ეს ტური იქცა ყველაზე გაყიდვად საკონცერტო მოვლენად.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება]

სხვა ალბომები[რედაქტირება]

საუნდტრეკები

კრებულები და სხვა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: